Jump to content

„Night Eye“: Microsoft Edge-სთვის ხელმისაწვდომია dark რეჟიმი ღამით მუშაობისთვის


Magdalena

Recommended Posts

ბოლო პერიოდში ჩაბნელებულმა რეჟიმებმა პოპულარობა მოიპოვა როგორც მობილური მოწყობილობების, ასევე პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებში. ეს ფლაგინი დაემატა Windows 10-სა და macOS Mojave-საც, Linux-ში კი დიდი ხანია არსებობდა. 

ახლა უკვე მსგავსი გადაწყვეტილება გამოჩნდა ბრაუზერებშიც, ამასთან, საუბარი ეხება უნივერსალურ გაფართოებას, დიდი რაოდენობის რესურსებზე მუშაობას. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია Night Eye. იგი ხელმისაწვდომია საფირმო ბრაუზერის - Microsoft Edge-სთვის, აგრეთვე Google Chrome-ის, Mozilla Firefox-ის, Opera-ს, Vivaldi-სა და Yandex-ისთვის. მსგავსი ვერსია Safari-სათვის ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. 

image.jpeg

ფლაგინი იყენებს ფერებისა და გამოსახულების ანალიზს და გარდაქმნის მათ იმგვარად, რომ მივიღოთ გამოსახულების უკეთესი ხარისხი, ამავე დროს, იმგვარად, რომ სიმკვეთრე არ აღიზიანებდეს და ძაბავდეს თვალს. ხსენებულ გაფართოებას აქვს სამი რეჟიმი: 

  • მუქი: ამ რეჟიმში ყველანაირი გამოსახულება, სიმბოლო და ფერი განიცდის ცვლილებას იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს გამოსახულების სიკაშკაშე. 

  • გაფილტრული: ვებ-გვერდებზე ფერები არ იცვლება, თუმცა შესაძლებელია სურვილისამებრ დავარეგულიროთ გამოსახულების სიმკვეთრე, კონტრასტულობა და მრავალი სხვა პარამეტრი. 

  • ჩვეულებრივი: ტრადიციული გამოსახულება დამუშავებისა და ცვლილებების გარეშე. 

ახალი ფლაგინის გამოყენება პირველ სამ თვეს უფასოდაა შესაძლებელი, შემდეგ კი მისი ღირებულება იქნება წელიწადში 9 დოლარი. აგრეთვე, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, 40 დოლარად შეიძინონ უვადო ლიცენზია. 

image.jpeg

რა საკვირველია, არსებობს რამოდენიმე ალტერნატივა, მათ შორის უფასოდაც. თუმცა ისინი ძირითადად შემუშავებულია ერთი-ორი ბრაუზერისთვის, კერძოდ, Chrome-ის ან Firefox-ისთვის. Microsoft Edge ჯერჯერობით არც ისე ფართოდ გამოიყენება, თუმცა Night Eye მშვენიერი ვარიანტი იქნება მათთვის, ვინც ამ ბრაუზერის მომხმარებელია. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.