Magdalena Posted October 2, 2018 Share Posted October 2, 2018 მომავალ წელს კომპანია AMD-მ უნდა წარადგინოს Ryzen-ის მესამე თაობის 7 ნანომეტრიანი პროცესორები, რომლებიც აწყობილი იქნება Zen 2-ის არქიტექტურაზე. ამ პროცესორების წინასწარი ნიმუშები უკვე იტესტება. ერთ-ერთი მათგანის შესახებ განაცხადა ფორუმ hardOCP-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც მანამდეც აქვეყნებდა ადრეულ სანდო ცნობებს AMD-ს გეგმებისა და პროდუქტების შესახებ. სამწუხაროდ, ხსნებული წყაროსგან ცნობილი გახდა მახასიათებლების მხოლოდ ნაწილი. მისი მიხედვით, ეს კონკრეტული მოდელი აგებულია Zen 2-ის ბაზაზე, გააჩნია რვა ბირთვი და 16 ნაკადი, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი Ryzen-ის ხაზს ეკუთვნის. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 4,0 გჰც-ს, ტურბო რეჟიმში კი იგი ავტომატურად აღწევს 4,5 გჰც-მდე. პროცესორზე, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს, სატესტო სისტემა დაკომპლექტებულია DDR4 ოპერატიული მეხსიერებით 3600 მჰც სიხშირით, აგრეთვე ვიდეობარათით - Radeon RX Vega 64 Liquid. სატესტო სტენდის ბაზად წარმოდგენილია ინჟინერული დედა დაფა, რომლის შესახებაც მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლოგოტიპად აქვს AMD. როგორც ინფორმატორი თვლის, ეს დაფა აგებულია სისტემური ლოგიკის ახალი ტიპის მიკროსქემათა ნაკრებზე. გარკვეული პერიოდის წინ, AMD-მ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა ახალი პროცესორების თავსებადობას შესაბამისი კონექტორის მქონე უფრო ძველ დედა დაფებთან. ასე რომ, როგორც ჩანს, AMD 300 სერიის ჩიპსეტებზე არსებული დაფები არ დაკარგავენ აქტუალურობას. საინფორმაციო წყაროს მიხედვით, Zen 2 მოდელს თავისუფლად შეუძლია ძირითად ტესტებში კონკურენცია გაუწიოს Intel Core i7-8700K-ს. შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელს AMD-მ განაცხადა, რომ დასრულდა მუშაობა Zen 2-ის არქიტექტურაზე, ასე რომ, სრულიად ლოგიკური მოვლენაა ჰორიზონტზე ინჟინერული CPU-ების გამოჩენა, რომლებიც შესრულებულია 7 ნანომეტრიან ტექპროცესზე. გავრცელებული ხმების თანახმად, Zen 2-მა უნდა უზრუნველყოს ტაქტის სიხშირის 10-15%-ით გაზრდა Zen + კლასის პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, არის მოლოდინი, რომ მომავალ Ryzen 3000 მოდელებს უფრო მეტი ბირთვი იქნება, მაგალითად, 12 ან 16-იც კი. https://3dnews.ru/976160 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.