Jump to content

გერმანული პროცესორების ბაზარი: AMD იწყებს Intel-ის „ნგრევას“


Recommended Posts

10 ნანომეტრიანი ტექპროცესის ათვისებასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გამოძახილი თანს დევს კომპანია Intel-ს. მისი 14 ნანომეტრიანი CPU-ების სერიოზული დეფიციტი კომპანიას კრიზისითა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვით ემუქრება. რა თქმა უნდა, მწარმოებლები ცდილობენ მიიღონ ზომები - გაზარდონ წარმოება და ამით შეამცირონ ფასები, თუმცა უშედეგოდ. ამ ფაქტს ადასტურებს Ingebor-ის  -  (r/AMD Reddit-ქომიუნითის წევრი) ახალი სტატისტიკური გამოთვლები. მოგახსენებთ, რომ ხსენებულ ქომიუნითს აქვს წვდომა მსხვილ ინტერნეტ-მაღაზია Mindfactory.de.-სთან,   CPU-ების გაყიდვების კონფიდენციალურ მონაცემებთან.  

image.jpeg

ზემოთხსენებული ინტერნეტ-მაღაზიის მონაცემებით, სექტემბრის პირველ დეკადაში Intel-ის პროცესორებზე ფასები პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდებოდა და ჯამში მესამედით გაიზარდა დაახლოებით ოთხ კვირაში. რა საკვირველია, ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მომხმარებლებისთვის, მათ უარი თქვეს LGA1151 სოკეტის CPU-ების შეძენაზე (და არა მხოლოდ მასზე) და არჩევანი გააკეთეს Ryzen-ის (Ryzen Treadripper და Athlon) სასარგებლოდ. 

სექტემბრის პირველ რიცხვებში AMD-ს უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით გამოიხატებოდა რამოდენიმე ათეულით მეტი CPU-სა და APU-ს გაყიდვაში. Intel-ის პროცესორების დეფიციტისა და მათზე ფასების მატების გამო თვის ბოლო კვირაში სხვაობა ბევრად გაიზარდა: 3000 გაყიდული ერთეული 1000 ერთეულის წინააღმდეგ, AMD-ს სასარგებლოდ.  კომპანია Advanced Micro Devices-ს სასახელოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მან გაუძლო ცდუნებას და არ გაზარდა ფასები მეტად მოთხოვნად AM4 მოდელის პროცესორებზე.  

დღევანდელი გადასახედიდან ანს, რომ Intel-ს რთული ოქტომბერი ელის, AMD-ს კი შეუძლია კონცენტრირდეს თავისი პერსპექტიული 7 ნანომეტრიანი პროცესორების მზადებაზე. 

image.png

Ingebor-მა სტატისტიკური მონაცემების გამოცემის პარალელურად, საზოგადოებას შეახსენა AMD-ს ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურების შესახებ: ხსნებულმა კომპანიამ გაზარდა ფიზიკური ბირთვების რაოდენობა mainstream-პროცესორებში ფასის საგრძნობი მატების გარეშე.  

image.png

პროცენტულად რომ შევადაროთ, სექტემბერში გაიყიდა 65 % AMD-ს პროცესორები, Intel-ისა კი - 35%. Intel-ის ყველაზე კარგად გაყიდვადი ჩიპი Coffee Lake-S მოდელებია, AMD-ს შემთხვევაში კი წამყვანი ადგილი უკავია Pinnacle Ridge-ს (CPU Ryzen 2000). 

image.png

შემდეგი გრაფიკი ახდენს დემონსტირებას, თუ როგორ ხდებოდა Intel-ის პროცესორებზე ფასების მატება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი სექტემბერში გახდა. კერძოდ, ექვსბირთვიანი CPU Core i7-8700K გასცდა 400 ევროიან ზღვარს, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოში არსებულ ფასს 50 ევროზე მეტი დაემატა. ამგვარი დინამიკა შეიმჩნევა Core i7-8700-ის, Core i5-8600-ისა და Core i5-8400-ის შემთხვევებშიც. ჯამში, Pinnacle Ridge AM4 (Ryzen 7 2700X) განთავსდა i7-8700-სა და i5-8600K-ს შორის, Ryzen 7 1700X კი მყიდველებს ახლა უკვე უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე CPU Core i5. 

image.png

Ingebor-ის სტატისტიკის მიხედვით, სექტემბრის თვის ყველაზე პოპულარული პროცესორია ექვსბირთვიანი Ryzen 5 2600. მეორე ადგილზეა Core i7-8700K, მესამეზე კი - Ryzen 7 2700X. გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე ჩიპებზე - Ryzen 5 1600, Ryzen 3 2200G, Ryzen 5 2400G (ბოლო  ორი - APU Raven Ridge), Ryzen 5 2600X, Core i5-8600K   Core i5-8400. აგრეთვე, სტატისტიკაში პირველად შევიდა ორბირთვიანი CPU Athlon 200GE. 

image.png

შემოსავლების მხრივ, პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს Intel Core i7-8700K, მას მოსდევს Ryzen 7 2700X და Ryzen 5 2600X. ამას გარდა, საერთო შემოსავალში აღსანიშნავია Core i5-8600K-ის, Ryzen 5 2600X-ისა და Ryzen 5 1600-ს წილები 

image.png

თუკი რაიმე სასწაული არ მოხდა, 2018 წლის ბოლო სამ თვეში მოსალოდნელია AMD-ს დიდი უპირატესობა (სულ მცირე, გერმანულ ბაზარზე მაინც). 

 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ჯერ ნვიდია ინგრევა და მერე ინტელი, დეფიციტი რახანაა ესე იგი სპროსიც მაღალია და მაქსიმუმ ზაფხულამდე გაგრძელდებაო დეფიციტი ინტელის ახალი სერიის პროცესორებზე, გადებული თუ ქონდა ამდ ქონდა 10 წელი და ეხლა რახან ცოტათი ამოისუნთქეს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ინტელს სული ძვრება უკვე, ჯერ კიდევ საკმაო სხვაობაა ბაზრის წილში, სტიმზე კი ვაბშე საცოდავი 16.08% უკავია ამდ პროციკებს, ეგ ძველი სტატისტიკა არაა, სექტემბრის ბოლო სტატისტიკაა და შემდეგი განახლება 3 თვეში იქნება ალბათ დეკემბერში და ვნახოთ აბა რამდენ % აიწევს ამდ წილი გეიმერულ სექტორში, მეძვირე რომაა ინტელი და ღორმუცელა ეგ ახალი ამბავი არაა, მაგრამ დაჟე ეგეთ ფასებითაც კი ახერხებს დობრათ პროციკების გასაღებას, ეხლა ცოტა მოუწევს სტრატეგიის შეცვლა, მაგრამ სანამ ამდ ანალოგიური წარმადობა არ ექნება მანამდე შეძლებს ინტელი უფრო მაღალი ფასების დადებას ვიდრე ეგ ამდ აქვს ეხლა, ეხლა მაქსიმუმ ბირთვი-ბირთვში ინტელის 6000 სერიის პროცესორების სიმძლავრე თუ ექნება მეორე პაკალენიის რიზენებს, თუ აქვთ რამის თავი მარტო უფრო მეტი თრიდების ხარჯზე და არა ერთი ბირთვის სიძლიერის, სხვაობა ჯერ კიდევ 25-30%-მდეა თამაშებში თრიდი-თრიდში თუ დატესტე იგივე 2600 და 8700 ან 2700 და 9900, განსაკუთრებით მაგ ორ პროცესორს შორის იქნება საკმაო სხვაობა და 200$ მეტი თუ ედება არავის გაუკვირდება დიდათ, სასერვერო სეგმენტშიც იგივე სიტუაცია იქნება დარწმუნებული ვარ, ანუ თრიდრიპერებს უფრო მეტი თრიდები ჭირდებათ ანალოგიური პერფორმანსის მისაღწევათ რაც ინტელზე აქვს, ინტელმა არა მგონია ფასები დაწიოს მოშნათ სანამ მაინც გაეყიდება კარგი აბიომებით მაღალ ფასებში თავისი პროდუქცია, უბრალოთ უფრო იაფიან პროცესორებსაც გამოუშვებს თითქმის ანალოგიური პერფორმანსი რომ ქონდეს ამდ პროცესორებთან უკეთესი კონკურენციის გასაწევათ და ფასიც უფრო დაბალი ედება ეგეთ მოდელებს, ერთ-ერთი ეგეთი პროციკა 8400, ნუ იგივე 2600 ბევრათ ვერ ჩაგრავს მაგ შედარებით ბიუჯეტურ 6 ბირთვიანს, თუ მაქსიმუმზე დაარაზგონე კარგი რამებით შეიძლება ოდნავ აჯობოს ზოგიერთ იგრებში, მაგრამ ფასში რამე დიდი სხვაობა არაა მაინც დეფიციტსაც თუ გავითვალისწინებთ მაგ პროცესორებზე, ჩემი აზრით ტყვილა არ ექნება 2600 200$-ან 165$-მდე ჩამოკლებული ფასი ამერიკულ ამაზონზე რახან დაჟე მაგ 8400 187$ ვერ ჩაგრავს ისე ძალიან გაყიდვებით და ეგ ორმაგი თრიდების გათვალისწინებითაც კი, თუ შეცვლაზე მიდგა საქმე მე მაინც უფრო ძვირიანი 8700 ან 9700 აღება მირჩევნია გეიმინგისთვის ვიდრე 2600 ან 2700 აღება, მიუხედავათ იმისა რომ არ ვაპირებ 144 გერციან მონიკზე გადასვლას ჯერ, უბრალოთ მირჩევნია უფრო ძვირი მივცე და მაქსიმალურათ ძლიერი ავიღო ვიდრე პირიქით დავზოგო ფული და შედარებით უფრო სუსტი, ჩემი პროციკა 1500X დონის მაინც იქნება და ჯერ-ჯერობით მყოფნის და მეეჭვება სისტემა შებცვალო დაჟე 1080Ti რომ ჩავიდგა რახან 2K 60 გერციან მონიკზე ეგეც საკმარისი იქნება

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.