Jump to content

მოლოდინები Microsoft-ის 2 ოქტომბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით


Magdalena

Recommended Posts

მოახლოვდა 2 ოქტომბრისთვის დანიშნული ღონისძიება, ასე რომ, დროა განვიხილოთ, რა შემოთავაზებებს შეგვიძლია ველოდოთ და რას არა.  

რას ველით: 

2 ოქტომბერს ვიხილავთ ახალ Surface-ების დემონსტრირებას. საკითხავი ისაა, რომელი პროცესორებით მოხდა მოწყობილობების განახლება. დიდი ალბათობით, Microsoft-მა გამოიყენა Intel 8th Gen პროცესორები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, "Kaby Lake" თუ "Whisky Lake“. მომხმარებლები აგრეთვე ელოდებიან USB-C პორტებს Surface-ს ყველა ახალ მოწყობილობაზე. 

ახალი Surface ლეპტოპი: 

image.jpeg

2017 წლის მაისში გამოსული Surface ლეპტოპი უკვე წელიწადნახევრისაა და საკმაოდ მოძველებულია ბაზარზე არსებულ  Surface-ის სხვა მოწყობილობებთან შედარებით. ასე რომ, უკვე დროა მომხმარებლებმა იხილონ ახალი Surface ლეპტოპი განახლებული ფუნქციებით, USB-C პორტით და ფერთა ვარიაციებით -  როგორც მოსალოდნელია, შემოგვთავაზებენ შავ ფერში გადაწყვეტილ ვარიანტსაც, რომლის წინასწარ გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.  

ახალი Surface Pro

image.jpeg

Surface Pro-ს ბოლო მოდელიც აგრეთვე 2017 წლის მაისში გამოვიდა, Surface ლეპტოპის გამოსვლიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობასაც შეეხება შინაგანი კომპონენტებისა და აქსესუარების განახლება. აპარატულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით რაიმე სახის გრანდიოზულ ცვლილებებს არ ველოდებით. 

Surface Go LTE

image.jpeg

ღონისძიებაზე ცნობილი გახდება Surface Go LTE-ს გამოსვლის თარიღისა და ღირებულების შესახებ. მიმდინარე წლის დასაწყისში, Microsoft-მა განაცხადა, რომ Surface Go LTE ხელმისაწვდომი გახდება 2018 წლის ბოლოს, ასე რომ, ამ პერიოდს უკვე მივუახლოვდით. 

Software დემო-ვერსიები

image.jpeg

Microsoft-ი აპირებს, 2 ოქტომბრის ღონისძიების ფარგლებში მოახდინოს Windows 10-ის სრული სახით დემონსტრირება და მომხმარებელს აცნობოს ვრცლად მისი მწარმოებლურობის შესახებ. მოხდება Windows 10-ის ფუნქციების დემონსტრირება, რასაც კორპორაციის მხრიდან დიდი ხანია ადგილი არ ჰქონია. 

შედარებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე ვიხილავთ: 

Surface Studio 2 

image.jpeg

ცნობილია, რომ Microsoft-ი თავდაუზოგავად მუშაობს მეორე თაობის Surface Studio-ზე -  სახელწოდებით "Capitola", რომელიც წარმოგვიდგება განახლებული კომპონენტებით, USB-C პორტითა და შეცვლილი კონსტრუქციით. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ პროდუქტს ექნება მეტი მოდელთა ვარიაცია და ორიენტირებული იქნება შედარებით დაბალ ფასზე, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის.  

Smart სპიკერი ა ჰედსეტი 

image.jpeg

მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი მუშაობს ახალ აუდიოაქსესუარებზე თავისი საიდუმლო პროექტისთვის „Andromeda“.  ამ აქსესუართაგან ერთ-ერთია სპეციალური ტიპის ჰედსეტი, მეორე კი -„ table-top“ დინამიკი. მოსალოდნელია ამ ორი მოწყობილობის წარდგენა ღონისძიებაზე. 

რას ვერ ვიხილავთ ღონისძიებაზე: 

როგორც დამახასიათებელია Microsoft-ის ყველა ღონისძიებისთვის, არის მოწყობილობები, რომელთა წარდგენაც არ მოხდება, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესისა (თუმცა სიურპრიზების იმედი მაინც გვაქვს). 

Andromeda 

image.jpeg

დაზუსტებული ინფორმაციით, გასაიდუმლოებული პროექტის „Andromeda“-ს პროდუქტს ნამდვილად ვერ ვიხილავთ ოქტომბრის ივენთზე. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ პროექტი გადაიდო მომავალი წლისთვის, რათა კომპანიამ განაგრძოს მუშაობა მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მოკლედ, Andromeda-ს წელს ვერ მივიღებთ. 

Surface Book 3 

image.jpeg

Surface Book 2-ის გამოსვლიდან ჯერ ერთი წელიწადიც არაა გასული, ასე რომ, მესამე თაობის მოწყობილობა ჯერ არ გამოჩნდება. Microsoft-მა შესაძლოა განაახლოს Surface Book 2-ის სამუშაო ბაზა, როგორ ეს მოხდა ორიგინალი Surface Book-ის გამოსვლიდან ერთი წლის თავზე.  

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის ღონისძიებებს აქვთ ხიბლი და მიმზდიველობა იმ მხრივ, რომ წინასწარ მცირე ინფორმაცია გაიცემა წარსადგენ პროდუქტებთან დაკავშირებით. დიდია მოლოდინი, რომ ივენთზე გაკეთებული სიურპრიზებით მომხმარებლები გაოცებულნი დარჩებიან.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.