Jump to content

Mercedes-ის ავტომობილები თავად იპოვიან პარკირებისთვის უსაფრთხო ადგილს


Recommended Posts

ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ავტომობილის ნებისმიერ ადგილას გაჩერება და მშვიდად დატოვება. არსებობს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, მათ შორის, მანქანის გაქურდვა, გაძარცვა ან გატაცება, დაზიანება და ა.შ ეს საფრთხეები მეტნაკლებად ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს ეხება, მათ შორის, დასავლეთ ევროპულ მაღალგანვითარებულ საზოგადოებას. ხსენებული საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, კომპანია Mercedes-Benz-ი საკუთარი წარმოების მანქანებისთვის მუშაობს სერვისზე, რომელიც მძღოლს შესთავაზებს პარკირებისთვის უსაფრთხო ადგილებს, რომელთა გამორკვევაც მოხდება დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. 

                               image.jpeg

აპლიკაციაში გამოყენებული იქნება ბოლო ორი კვირის მონაცემები პოლიციის ბაზიდან, კერძოდ, ანალიზი, თუ რამდენი და რა ტიპის დანაშაული დაფიქსირდა ბოლო კვირებში ამა თუ იმ რაიონში. ანალიზში შედის ვანდალიზმის, საქარე მინების ჩამტვრევის, საბურავების დაჭრის ან ქურდობის, თავდასხმის ან მანქანის გატაცების შემთხვევები. „იმისათვის, რომ პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს, იგი უნდა ხელმძღვანელობდეს სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული სრულიად ახალი ინფორმაციით“ - განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა შემმუშავებელმა Markus Ehmann-მა.  

ზემოთხსენებული პროგრამა მუშაობს შემდეგი სახით: ქალაქის ამა თუ იმ რაიონში მყოფი მძღოლი საკუთარი ავტომობილის მულტიმედიური ცენტრის დისპლეიზე ხედავს რუკას, რომელზეც უახლოესი საპარკინგე ადგილები სხვადასხვა ფერადაა აღნიშნული. პოტენციური საფრთხის დონეები განისაზღვრება სამი ფერით: მწვანედ აღნიშნულია უსაფრთხო ზონები, ყვითლად - მცირე რისკის მქონე ადგილები, წითლად კი -  ქალაქის ის ქუჩები და ადგილები, სადაც არასასურველი და საფრთხისშემცველია ავტომანქანის გაჩერება და დატოვება. 

                                      image.jpeg

კრიმინოგენული ვითარების შესახებ ცნობების მიწოდების  გარდა, სისტემას აგრეთვე შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი სასარგებლო ცნობები, მაგალითად, აცნობოს, ფეხით სასიარულოდ რა მანძილია დარჩენილი დანიშნულების პუნქტამდე, რამდენია პარკირების საფასური და ა.შ. Mercedes-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ პლიკაცია ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია და უცნობია, როდის წარმოგვიდგება, როგორც მზა კომერციული პროდუქტი. გარდა ამისა, სერვისის რეალიზება არ მოხდება ყველგან, ვინაიდან, ზოგიერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები უარს ამბობენ, მიაწოდონ მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციებს ან უცხო პირებს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.