Jump to content

ილონ მასკის თაღლითობაში ეჭვმიტანილობის გამო Tesla-ს აქციების ფასი დაეცა


Recommended Posts

პარასკევს, 28 სექტემბერს, Tesla-ს აქციების ფასი დაეცა მთელი 13 %-ით იმის ფონზე, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC)  ცდილობს, ილონ მასკმა დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. SEC-მა საჩივარი შეიტანა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, რის საფუძველსაც წარმოადგენს ილონ მასკის მიერ თვითერზე 7 აგვისტოს გამოქვეყნებული შეტყობინება, რომლის თანახმადაც მას განზრახული აქვს გამოისყიდოს Tesla-ს აქციები და იგი კერძო კომპანიად აქციოს.  

                         image.jpeg

ამ შეტყობინებაში მასკმა გამოხატა მზადყოფნა, რომ შეიძენდა Tesla-ს ფასიან ქაღალდებს, თითოს 420 $-ად, რაც დაახლოებით 20%-ით აჭარბებდა ამ ქაღალდების იმდროინდელ ღირებულებას. მასკი ამტკიცებდა, რომ იპოვა ინვესტორი, ვინც მზად იყო დაეფინანსებინა ეს გარიგება. ამ განაცხადის შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია თვლის, რომ ბატონ მასკს არ ჰქონდა ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველი და მან უბრალოდ დააბნია ინვესტორები. ამ საქმით აგრეთვე დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროც, რომელსაც სარჩელის აღძვრამდე ჰქონდა ეჭვი მასკის თაღლითურ ქმედებებზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მასკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ასევე Tesla-ს რამოდენიმე აქციონერმაც. ინვესტორები თვლიან, რომ მასკის თვითი იყო უკანონო მანიპულაცია კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებასთან დაკავშირებით.  

                         image.jpeg

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ილონ მასკს ჰქონდა შესაძლებლობა  - დაერეგულირებინა პრეტენზიები სასამართლოს გარეშე. SEC-მა მას შესთავაზა, გადაეხადა სიმბოლური ჯარიმა და დათანხმებოდა მთელ რიგ პირობებს (მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობდა იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა აქციონერების გადაწყვეტილებებზე). მასკმა უარა განაცხადა შეთანხმებაზე და ბრალდებას უსამართლო უწოდა.  

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ილონ მასკს უკეთეს ვარიანტი ელის თანამდებობის დატოვება, უარესში კი - პატიმრობა, თუკი მის ბრალეულობას იუსტიციის სამინისტრო დაამტკიცებს.  

  • Like 1
  • Confused 1
  • Sad 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.