Jump to content

სმარტფონ Oppo Find X-ის ახალი ვერსია 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით


Recommended Posts

ჩინელი მწარმოებლები მიმდინარე წელს მოწოდების სიმაღლეზე არიან. მათ პირველებმა შესათავაზეს მომხმარებლებს ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერებიანი სმარტფონები, აგრეთვე რამოდენიმე სმარტფონი გადაადგილებადი კამერებით. ერთ-ერთი ამ ტიპის სმარტფონი იყო Oppo Find X და მწარმოებელი კომპანია უკვე აპირებს გამოუშვას მისი განახლებული ვარიანტი.  

კორპორაცია BBK Electronics-ი არ არის მსოფლიოს მასშტაბით ისეთი პოპულარული, როგორც Apple ან Samsung, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვები აღემატება ხსენებული გიგანტების მიერ გაყიდული სმარტფონების რაოდენობას. ამ კორპორაციას ეკუთვნის ბრენდები - Oppo და Vivoთავის მხრივ, Oppo OnePlus-ის მშობელი კომპანიაა. 

                                              image.jpeg

გავრცელებული ცნობების თანახმად, Vivo მუშაობს სმარტფონ Xplay 7-ზე, რომელსაც ექნება 10 გბ ოპერატიული მეხსიერება და 4K ეკრანი. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია, რელიზამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი და, შესაბამისად, სრული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. სევე, ვრცელდება ხმები, რომ ასეთივე მოცულობის მეხსიერებაზე მუშაობს Asus-იც.  

ჩინური ორგანიზაციის - TENAA-ს დოკუმენტებში უკვე გამოჩნდა მონაცემები Oppo Find X-ის ახალი ვერსიის სპეციფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ სმარტფონის გასაყიდად გაშვებამდე დიდი დრო აღარ დარჩა.  ადრეულ მოდელს გააჩნდა 8/128 გბ მეხსიერების კონფიგურაცია, განახლებული ვარიანტის შემთხვევაში კი მივიღებთ 10/256 გბ-ს. 

                            image.jpeg

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ თანამედროვე სმარტფონების აპარატულ მახასიათებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი აზრით, მთავარ როლს პროგრამული ოპტიმიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ასრულებს. თუმცა, იმ დროს, როდესაც წამყვანი კომპანიები უშვებენ თავიანთ ფლაგმანურ სმარტფონებს 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო ნაკლებად ცნობილი ჩინური კომპანიები მოხმარებლებს სთავაზობენ 10 გბ-იან მეხსიერებას, რთულია განსხვავება არ შეამჩნიო. ასევე, აღსანიშნავია, რომ Oppo Find X-ი ფლობს 6,4”-იან AMOLED დისპლეის 2340 х 1080 გაფართოებით, გააჩნია 24 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და ორი უკანა კამერა 16 და 20 მეგაპიქსელიანი სენსორებით 

სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიდან აგრეთვე აღსანიშნავია სწრაფად დატენვადი 3730 ამპერი/სთ-იანი ბატარეა და Snapdragon 845 პროცესორი. სმარტფონში ჯერჯერობით გამოყენებულია Android 8.1, თუმცა სისტემა სამომავლოდ განახლდება.  

ღირებულებას რაც შეეხება, Oppo Find X-ი ნამდვილად არაა ბიუჯეტური სმარტფონების რიგიდან. ჩინეთის ფარგლებში,  8/128-იანი ვერსია ღირს დაახლოებით 727$,  8/256-იანი ვარიანტი - 873$, ხოლო ახალი, 10 გბ-იანი მოდელის ფასი კი იქნება დაახლოებით 1163 $, რაც ღირებულით უახლოვდება iPhone XS Max-ის დონეს. რასაკვირველია, ჩინეთ ფარგლებს გარეთ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.  

https://bit.ly/2Qn8mk3

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.