Jump to content

ავტონომიური VR-ჰედსეტი Oculus Quest


Recommended Posts

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გასაყიდად მზადდება ვირტუალური რეალობის ახალი ავტონომიური ჰედსეტი. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია Oculus Quest-ის VR-გარნიტურის შესახებ, რომელიც გაიყიდება მომავალი წლის გაზაფხულიდან და მისი საორიენტაციო ფასი იქნება 400 $. ეს იქნება Oculus-ის ბრენდის მეორე გარნიტურა. პირველი მოდელი -  Oculus Go გაყიდვაში გამოვიდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე. იგი მუშაობს Qualcomm Snapdragon 821-ის პლატფორმაზე და  ღირებულება შეადგენს 250 $-ს. 

                                         image.jpeg

სავარაუდოდ, ახალი ჰედსეტი იმუშავებს x86 პლატფორმაზე და საჭირო არ იქნება პერსონალურ კომპიუტერთან კაბელით დაკავშირება. ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა ამ ფუნქციაზე მიუთითებს გარანტირებული მხარდაჭერა ისეთი თამაშებისა, როგორიცაა: Robo Recall, The Climb და Moss, რომელთა გაშვებაც უკვე შესაძლებელია Oculus Rift-ის სადენიანი ვერსიით.  

                                        image.jpeg

Oculus Quest-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ეკრანის გაფართოების შესახებ თითოეული თვალისთვის“ - ეს არის 1600 х 1440 პიქსელი, რაც მეტია Oculus Go-ს მონაცემებზე (1200 x 1440 პიქსელი). Oculus Quest-ის ჰედსეტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ არ სჭირდება გარე საბაზო სადგურები, რაც ნამდვილად არ ამშვენებს ოთახს. მას აქვს ოთხი ფართოკუთხიანი კამერა, რომლებიც განთავსებულია ჰედსეტის ოთხივე კუთხეში და უზრუნველყოფს სივრცის ყოველმხრივ თავისუფლად აღქმას.  

                                       image.jpeg

თამაშის დროს მანიპულატორებად Oculus Quest-ის შემთხვევაშიც გამოყენებული იქნება უკვე კარგად ცნობილი Oculus Touch კონტროლერები. როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, სიახლე უზუნველყოფს უკეთეს ვირტუალურ გამოსახულებას, ვიდრე მისი წინამორბედები. 

overclockers.ru

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.