Jump to content

Windows 10-ის საუკეთესო აპლიკაციები 2018 წლის სექტემბრისთვის


Magdalena

Recommended Posts

BlueStacks 

                            image.jpeg

BlueStacks-მა, კარგად ცნობილმა Android-ემულატორმა, ცოტა ხნის წინ მიიღო განახლება 4.0 ვერსიამდე, აგრეთვე ახალი ინტერფეისი და პროგრამული უზრუნველყოფის წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად მაღალი მწარმოებლურობა.  

მწარმოებლების განცხადებით, აპლიკაციის ახალი ვერსია ექვსჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Galaxy S9+, და რვაჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე BlueStacks-ის წინა ვერსია. ეს სიახლე მშვენივრად უმკლავდება ისეთ Android-თამაშებსა და აპლიკაციებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნები აქვთ გამოთვლითი რესურსისადმი.  BlueStacks 4 უფასოდ ხელმისაწვდომია BlueStacks-ის ვებ-გვერდიდან.  

გადმოსაწერი ლინკი:

https://www.bluestacks.com/ 

Jarvis 

                             image.jpeg

Jarvis-ი  Mac Spotlight Search-ით შთაგონებული საძიებო სისტემაა Windows 10-ისთვის. მისი საშუალებით გაადვილებულია Win32 და UWP აპლიკაციების, აგრეთვე კომპიუტერში არსებული ფაილების ძებნა. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა დართოს ნება Jarvis-ს, მოახინოს ფაილების ინდექსირება ძიებისთვის. ეს ფუნქცია აქტიურდება Alt + Spacebar კომბინაციით და აჩქარებს ძებნის პროცესს.  

Jarvis-ი ჯერჯერობით წინასწარი ტესტირების ეტაპზეა, ასე რომ, ჯერ მაინც მოსალოდნელია გარკვეული ხარვეზები. იგი უფასოდაა ხელმისაწვდომი Github-ზე. 

RadarScope 

                       image.jpeg

RadarScope არ არის უბრალოდ ყოველდღიური ამინდის პროგნოზის მაცნე აპლიკაცია. იგი ძირითადად განკუთვნილია პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია NEXRAD-ის მე-3 დონის მონაცემების ნახვა, გრიგალების შესახებ ინფორმაციის მიღება, აშშ-ის ოკეანოგრაფიის და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მასალების მიღება ა.შ.  

ლიკაცია ფასიანია, თუმცა, მძლავრი ფუნქციურობის გამო, როგორც დაინტერესებული პირები ამბობენ, ღირს 29,99 $-ის გადახდა. 

SmartTaskbar 

                    image.jpeg

SmartTaskbar-ის საშუალებით შეგიძლიათ დამალოთ სამუშაო პანელი ფანჯრის მაქსიმალურად გადიდების შემთხვევაში, და პირიქით, გამოაჩინოთ იგი სურვილისამებრ, ფანჯრის შემცირებისას. ეს პატარა ფუნქცია, რომელიც შესამჩნევ განსხვავებას იძლევა ეკრანის მაქსიმიზებისას, დიდ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში. 

Windows 10-ზე SmartTaskbar-ი უფასოა. 

Mailbird 

                    image.jpeg

ელექტრონული ფოსტის პოპულარული აპლიკაციებისთვის, როგორებიცაა Newton და Astro, მომხმარებლები შესაძლოა ეძებდნენ კარგ საფოსტო კლიენტს. Mailbird-ს აქვს customizable ფუნცია, ინტეგრირდება ისეთ სერვისებთან, როგორიცაა Slack და ახდენს მომხმარებლის საფოსტო შეტყობინებების უნიფიცირებას.  

საბაზისო სისტემა მინიმალისტური დიზანისაა, თუმცა მომხმარებელს შეუძლია გემოვნებისამებრ მისი გადაწყობა. აქვს არჩევანი ნათელ და მუქ ფერებში, ვერტიკალურ და ჰოროზონტალურ განლაგებებსა და მასშტაბირებაში. 

Mailbird-ის უფასო ვერსია ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მისი ფუნქციურად განახლება წელიწადში 18 დოლარად. განახლებების შედეგად ხელმისაწვდომია ულიმიტო ექაუნთები, კომფორტულად და სწრაფად კითხვის საშუალება და მრავალი სხვა. 

 

 

Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.