Magdalena Posted September 27, 2018 Share Posted September 27, 2018 Google-ის ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია Google Map-ისთვის, რომლის შესახებაც კომპანიამ პირველად განაცხადა 2018 წლის მაისის Google I / O-ზე, ახლა უკვე მომხმარებლებზე ვრცელდება. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან რუკაზე მონიშნული რესტორნების ან სხვა დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც გაუზიარებენ მეგობრებს და მათ შეეძლებათ სასურველის არჩევა. ამის საშუალებით თავიდან იქნება აცილებული ერთმანეთთან გაუთავებელი შეტყობინებების გზავნა გეგმებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია ხალხმრავალი ჯგუფის შემთხვევაში. ამ ფუნქციის გამოყენება ხდება შემდეგნაირად: ხანგრძლივად აწვებით თითოეულ ლოკაციას ჩამონათვალში ჩასაგდებად, რომელიც შემდეგ იგზავნება მეგობრებთან, რომელთაც იწვევთ. ჯგუფს შეუძლია იხილოს თითოეული ადრესატის მიერ შემოთავაზებული ლოკაცია და მოიწონოს ან არ მოიწონოს კონკრეტული ადგილი. ხმების დაანგარიშებას თავად Google გააკეთებს. ჯგუფის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი შემოთავაზებების დამატება. ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია არის ერთ-ერთი იმ ახალ ფუნქციათაგან, რაც Google-ს აქვს დაანონსებული თავისი სანავიგაციო რუკისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე გაშვებულია, მათ შორის „For You“ თაბი, სადაც განთავსებულია მომხმარებელთან ტერიტორიულად ახლოს არსებული რესტორნები და სხვა დაწესებულებები. კომპანია ასევე მუშაობს Google Map-ზე ქუჩების გაძლიერებული რეჟიმით ნახვის შესაძლებლობაზე, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგვცემს მიმართულებას მომხმარებლის სმარტფონის კამერით. განახლება დღესდღეობით ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.