Jump to content

Google Map-ის საშუალებით შეგეძლებათ მეგობრების მონიშვნა შეხვედრის ადგილის არჩევისთვის


Magdalena

Recommended Posts

Google-ის ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია Google Map-ისთვის, რომლის შესახებაც კომპანიამ პირველად განაცხადა 2018 წლის მაისის Google I / O-ზე, ახლა უკვე მომხმარებლებზე ვრცელდება. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან რუკაზე მონიშნული რესტორნების ან სხვა დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც გაუზიარებენ მეგობრებს და მათ შეეძლებათ სასურველის არჩევა. ამის საშუალებით თავიდან იქნება აცილებული ერთმანეთთან გაუთავებელი შეტყობინებების გზავნა გეგმებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მოხერხებელია ხალხმრავალი ჯგუფის შემთხვევაში. 

                                              image.jpeg

ამ ფუნქციის გამოყენება ხდება შემდეგნაირად: ხანგრძლივად აწვებით თითოეულ ლოკაციას ჩამონათვალში ჩასაგდებად, რომელიც შემდეგ იგზავნება მეგობრებთან, რომელთაც  იწვევთ. ჯგუფს შეუძლია იხილოს თითოეული ადრესატის მიერ შემოთავაზებული ლოკაცია და მოიწონოს ან არ მოიწონს კონკრეტული ადგილი. ხმების დაანგარიშებას თავად Google გააკეთებს. ჯგუფის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი შემოავაზებების დამატება. 

ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია არის ერთ-ერთი იმ ახალ ფუნქციათაგან, რაც Google-ს აქვს დაანონსებული თავისი სანავიგაციო რუკისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე გაშვებულია, მათ შორის „For You“ თაბი, სადაც განთავსებულია მომხმარებელთან ტერიტორიულად ახლოს არსებული  რესტორნები და სხვა დაწესებულებები. კომპანია ასევე მუშაობს Google Map-ზე ქუჩების გაძლიერებული რეჟიმით ნახვის შესალებლობაზე, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგვცემს მიმართულებას მომხმარებლის სმარტფონის კამერით.  

განახლება დღესდღეობით ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. 

www.theverge.com

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.