Magdalena Posted September 25, 2018 Share Posted September 25, 2018 ეს რა თქმა უნდა არ არის AirPower-ი, რომელსაც ასე ელოდა მომხმარებელი, თუმცა Belkin-ის უსადენო დამტენი Apple-ის ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვის საშუალებას იძლევა. უსადენო დამტენს აქვს დატენვის ორი პედი iPhone-სა და Apple Watch-ისთვის, აგრეთვე USB Type-A პორტი მესამე მოწყობილობის, მაგალითად, AirPod-ისთვის. დამტენი უზრუნველყოფს 7,5 ვტ Qi power-ს ყველა მოდელის iPhone-სთვის, რომელთა უსადენოდ დატენვაც შესაძლებელია, მათ შორისაა XS Max მოდელიც. მეორე მხრივ, იგი იძლევა 5 ვტ/1А-ის უზრუნველყოფას Apple Watch-ისა და USB პორტით მიერთებული მოწყობილობისთვის. მთლიანობაში, დამტენი აღჭურვილია 45ვტ-იანი AC ადაპტერით. Belkin-ის უსადენო დამტენის დაანონსება მოხდა მას შემდეგ, რაც Apple-ის პირველი უსადენო დამტენი AirPower-ის ვერ გაეშვა გაყიდვაში ნაკლოვანებების, კერძოდ, გადახურების პრობლემის გამო. Belkin-ის დამტენი, მართალია, არ არის ისეთივე მოსახერხებელი, როგორც Apple-ის AirPower-ი, მაგრამ იგი ნამდვილად უკეთესი არჩევნია ჩვეულებრივ კაბელიან დამტენებთან შედარებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი რეგულარულად გიწევთ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა. Belkin-ს აქვს განახლებული PowerHouse ვერსია ტრადიციული Lightning jack-ით. უსადენო დამტენი გაიყიდება დეკემბრიდან 159,99 $-ად. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.