Magdalena Posted September 24, 2018 Share Posted September 24, 2018 კომპანია International Data Corporation (IDC)-მა გამოაქვეყნა პროგნოზი შერეული და ვირტუალური რეალობის მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. მონაცემები მოიცავს ისეთი გაჯეტებისა და მოწყობილობების მოთხოვნა-მიწოდებას, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან მიერთება. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს AR/VR ჰედსეტების გლობალური მიწოდება მიაღწევს 4,2 მილიონ ერთეულს. ეს მონაცემი 31 %-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გაყიდვების მთლიან წილში მთავარი ადგილი ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს უკავია - მათზე მოდის დაახლოებით 4 მილიონი ერთეული. ამასთან, სამომხმარებლო VR ჰედსეტებზე მოდის 2,7 მილიონ ერთეულზე მეტი, კომეციულებზე კი - დაახლოებით 1,3 მილიონი. სამომავლოდ, სპეციალისტები ელოდებიან მოთხოვნის სწრაფ ზრდას შერეული რეალობის მოწყობილობებზე. 2022 წლისთვის ამგვარი დივაისების მიწოდება დაახლოებით 21,6 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. ვირტუალური რეალობის ჰედსეტები კი ამ დროისთვის 31,5 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს. ჯამში, AR/VR ბაზრის საერთო მაჩვენებელი 2022 წლისთვის 53,1 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, CAGR მაჩვენებელი (საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტში) 2018-2022 წლებში პროგნოზირდება 88%-ით. https://3dnews.ru/975751 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.