Jump to content

პირველ Android-სმარტფონს 10 წელი შეუსრულდა


Recommended Posts

ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წლის სექტემბერში, დაანონსდა სავსებით არაჩვეულებრივი მობილური ტელეფონი  - T-Mobile G1, რომელიც აგრეთვე ცნობიი იყო სახელით HTC Dream. სმარტფონის უნიკაურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული Android-სმარტფონი. იმ დროისთვის iPhone უკვე ერთი წელი არსებობდა ბაზარზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის. გაყიდვების დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ T-Mobile-მა განაცხადა, რომ აშშ-ში რეალიზებული იყო უკვე მილიონზე მეტი G1 ეგზემპლარი, კომპანია AdMob-ის გამოთვლების მიხედვით კი სმარტფონმა ამერიკული ბაზრის 6% დაიპყრო. 

                                              image.jpeg

მიუხედავად სენსორული ეკრანის არსებობისა, , T-Mobile G1-ს არ ჰქონდა ვირტუალური კლავიატურა, არამედ აღჭურვილი იყო მისი აპარატული ანალოგით. ამის გამო ტელეფონმა მიიღო სლაიდერის ტიპი, რომლის სისქემაც გიგანტურ ზომას მიაღწია დღევანდელი გადასახედიდან: 17,1 მმ. შედარებისთვის. იმ დროს აქტუალური iPhone 3G-ის სისქე 12,3 მმ-ს შეადგენდა. 

ხმის მართვისა და მენიუს ღილაკები ასევე ფიზიკური იყო, ნავიგაციისთ კი გამოიყენებოდა თრექბოლი. დისპლეის დიაგონალი 3,2 დუიმს შეადგენდა 480 × 320 გაფართოებით. T-Mobile G1-ის აპარატულ პლატფორმას წარმოადგენდა ერთბირთვიანი Qualcomm MSM7201A პროცესორი 528 მჰც ტაქტის სიხშირით. ოპერატიული მეხსიერებისა და  ფლეშ-მოდულის მოცულობა ჰქონდა 192 და 256 მეგაბაიტი. ფლეშ-მოდულის მოცულობის გაზრდა შესაძლებელი იყო 16 გბ-იანი microSD-ის დამატებთ. სმარტფონი მუშაობდა  1150 ამპერი/საათში სიძლიერის მქონე ელემენტზე. 

                                       image.jpeg

T-Mobile G1 (HTC Dream)-ს არ ჰქონდა 3,5 მმ-იანი აუდიო კონექტორი: მის ნაცვლად გამოიყენებოდა proprietary კონექტორი, რომელთან ყურსასმენების მიერთბაც შესალებელი იყო სპეციალური გადამყვანის საშუალებით. სმარტფონს ჰქონდა მხოლოდ ერთი კამერა, 3,15 მეგაპიქსელით, რომელიც განთავსებული იყო კორპუსის უკანა მხარეს. 

ამ სმარტფონში მთავარი იყო ოპერაციული სისტემა - სულ ახალი და ყველასთვის უცნობი Android 1.0.  ბაზრზე არსებობის ერთი წლის განმავლობაში მოწყობილობამ მიიღო რამოენიმე განახლება. 

T-Mobile HTC Dream მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო 179 $-ად. იგი წამოდგენილი იყო უკვე დაყენებული სერვისებით - Amazon MP3, Google Talk, AOL, Yahoo Messenger და Windows Live Messenger და ბრაუზერი. დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება მომხმარებლებს ჰქონდათ Android Market-დან, რომლიდანაც თანდათანობით წარმოიშვა Google Play. 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.