Magdalena Posted September 24, 2018 Share Posted September 24, 2018 ამერიკულმა კომპანიამ Micron Technology-მ გამოაქვეყნა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში (მოიცავს პერიოდს ივნისიდან აგვისტომდე). ისევე, როგორც მიმდინარე ფისკალური წლის წინა სამ კვარტალში, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა შემოსავლების თვალსაზრისით. ამაში კომპანიას ხელი შეუწყო DRAM-ისა და NAND-ის მაღალმა ფასებმა, რასაც კომპანია არ უარყოფს. კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მიაღწია 8, 44 მილიარდ დოლარს. წელიწადში ეს მაჩვენებელი 38 %-ით გაიზარდა, წინა მაჩვენებელთან შედარებით კი 8%-ით: მესამე კვარტალში შემოსავალი შედაგენდა 7,8 მილიარდ დოლარს. მეოთხე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 4,33 მილიარდი დოლარია, მესამე კვარტლისა- 3,82 მლრდ დოლარი. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 2,36 მილიარდი იყო. მთლიანი კვარტალური მოგება ასევე გაიზარდა 60,6%-დან 61 %-მდე. მთელი ფინანსური 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micron Technology-მ შემოსავალი 30,39 მილიარდით გაზარდა (თითქმის 50%-ით წინა წელთან შედარებით), რამაც კომპანია სიდიდით მეორედ აქცია აშშ-ში წარმოების მიმართულებით (პირველ ადგილას Intel-ი იკავებს). 2018 წლის სუფთა მოგებამ 14,7 მილიარდი შეადგინა, წინა წლის 5 მილიარდ დოლართან შედარებით ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომლის მიღწევაშიც მთავარი როლი მეხსიერებაზე მაღალმა ფასებმა შეასრულა. https://3dnews.ru/975758 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted September 24, 2018 Share Posted September 24, 2018 ვიდეობარათების უმეტესი ნაწილი მაგის მეხსიერებაზეა და გაუჭირდებოდა კი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.