Jump to content

40 წელი ლეპტოპის შექმნიდან: როგორ შეცვალა პორტატულმა კომპიუტერებმა მსოფლიო


Recommended Posts

სამუშაო მაგიდაზე მიჯაჭვული პერსონალური კომპიუტერები თანდათან კარგავენ პოპულარულობას, რომლებსაც ლეპტოპები უკვე წინ უსწრებს მოთხოვნადობისა და გაყიდვების თვალსაზრისით. 

მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების წყალობით, ლეპტოპები თანდათან უფრო თხელი და მსუბუქი გახდა, მათი აპარატული საშუალებები - ბევრად უფრო ძლიერი, ბატარეა კი მეტად გამძლე. 

წარმოგიდთ რამოდენიმე უძველეს მოდელს და ვნახ, საიდან დაიწყო თანამედროვე ლეპტოპების გზა. 

1981: Osborne 1, პირველი ნამდვილი მობილური კომპიუტერი მსოფლიოში  

                                                                                image.jpeg

ბევრი  მიიჩნევს Osborne 1-ს ლეპტოპების წინაპრად. 1981 წელს გამოშვებულ Osborne-ს ჰქონდა 5 დუიმიანი ეკრანი, ორი floppy დისკის გამშვები, მოდემი, ბატარეა და კლავიატურა. 

იწონიდა 11 კილოგრამს. სამუხაროდ, ეს მოდელი არ გამხდარა ჰიტი, თუმცა მან აჩვენა პორტატული კომპიუტერის პოტენციალი - ადამიანებმა პირველად შეძლეს თან ეტარებინათ თავიანთი კომპიუტერი და ემუავათ მოგზაურობის დროს. 

Osborne 1-ს ღირებულება 1795 $ იყო, რაც დაახლოებით 5000 $-ის ტოლია დღევანდელი კურსით. 

 

1983: Grid Compass 1101 

                                                                                     image.jpeg

პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ნამდვილად გამოიყურებოდა როგორც ლეპტოპი, იყო Grid Compass 1101, რომელიც გამოუშვეს 1983 წელს. იგი გამოირჩეოდა სახურავის დიზაინით, დახურვისას ეკრანი ფარავდა კლავიატურას, ასე რომ შესაძლებელი იყო მისი თავისუფლად გადატანა, რადგან კლავიატურა და ეკრანი კარგად ყო დაცული. 

Grid Compass 1101-მა დიდი წარმატება გაყიდვის კუთხით ვერ მოიპოვა მისი მაღალი ფასის გამო -  მისი ღირებულება დაახლოებით 10 000 $-ს უდრიდა, რაც დღევანდელი კურსით 25 000 $-ის ტოლია. ამ სიახლის პატენტებმა კი საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა GRID Systems Corp-ს. 

1989: Compaq LTE და Compaq LTE 286  

                                                                                image.jpeg

ამ მოდელების გამოშვებამდე, მართალია, შესაძლებელი იყო ლეპტოპების თან ტარება, თუმცა ისინი საკმაოდ მძიმე და სატარებლად მოუხერხებელი იყო. 

თუმცა, 1989 წელს გამოშვებულ იქნა Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები, რომლებიც ჩვეულებრივი რვეული ზომის იყო. მათი სიმსუბუქის გამო, ამ მოდელებმა განსაკურებული პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებში, რადგან მათი თან ტარება არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენდა.  

Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები ასევე იყო პირველი ლეპტოპები  ჩაშენებული მყარი დისკითა და floppy disk drive-თ, რაც მათ უნივერსალურს ხდიდა. Compaq LTE-ის მყარ დისკს გააჩნდა 20 მბ სანახი სივრცე, რომლის მოცულობაც გაორმაგდა Compaq LTE 286-ის შემთხვევაში. 

1989: Macintosh Portable: Apple-ის პირველი ლეპტოპი 

                                                                       image.jpeg

1989 წელს Apple-მა გამოუშვა თავისი პირველი პორტატული კომპიუტერი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ისეთი მსუბუქი და ადვილად გადასატანი, როგორც Compaq LTE, მისი უპირატესობა გამოიხატებოდა ავტონომიური მუშაობის უფრო მეტ ხანგრძლივობასა და უფრო დახვეწილი დიზაინის მქონე ეკრანში. ზომებისა და წონის გამო ამ მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მან მოახდინა მეტად მოსახერხებელი ლეპტოპების წარმოების სტიმულირება. 

 1991: Apple PowerBook 100-ის სერია: რევოლუციური ადრეული ლეპტოპები 

                                                                           image.jpeg

1991 წელს Apple-მა გამოუშვა PowerBook ლეპტოპების სერია: PowerBook 100, PowerBook 140 და PowerBook 170, რომლებიც ბევრად წარმატებული აღმოჩნდა კომპანიის წინა მცდელობებთან შედარებით - შეექმნა პორტატული კომპიუტერი. ამ მოდელებს ჰქონდათ ფუნქციების ელი რიგი რევოლუციური ცვლილებები და სიახლეები, რაც საფუძვლად დაედო თანამედროვე ლეპტოპების წარმოებას. 

Apple-ის PowerBook-ის სერია მეტად წარმატებული აღმონდა. 1994 წელს PowerBook 500-ის სერიის მოდელები გახდა პირველი, რომელთაც ჰქონდათ ნამდვილი სენსორული პანელი და ჩაშენებული Ethernet network ადაპტერი. 

                                                                                                             1992: IBM ThinkPad 700  

                                                       image.jpeg

1992 წელს IBM-მა გამოუშვა ThinkPad, 700, 700c და 700t, და ეს მოდელები, Apple-ის PowerBook 100-თან ერთად, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ლეპტოპებად, რომლებმაც განსაზღვრეს ლეპტოპების ლანდშაფტის ფორმირება მომდევნო 25 წლის განმავლობაში. 

ThinkPad 700-ს ჰქონდა 10,4 დუიმიანი ფერადი დისპლეი (ყველაზე დიდი, რაც კი მანამდე არსებულა), 120 მეგაბაიტიანი მყარი დისკი და მძლავრი IBM 486 SLC პროცესორი. 

ThinkPad-ი გამოირჩეოდა მიმზიდველი დიზაინითა და ფუნქციონალურობით, მან მრავალი დიზაინერული ჯილდო მიიღო. ფუნქციონალურობას რაც შეეხება, IBM ცდილობდა ხაზი გაესვა, რამდენად კარგად იყო მოწყობილი ეს მოდელი, ხდებოდა დემონსტირება, თუ როგორ გამოიყენებდნენ მას არქეოლოგიური ექსპედიციების დროს, ლეპტოპი აგრეთვე კოსმოსში იქნა წაღებული NASA-ს მიერ, რათა დაემტკიცებინათ, თუ რამდენად კარგად მუშაობდა იგი. 

ინოვაციური ფუნქციებისა და ესაძლებლობების განვიარების წყალობით, რომლის საშუალებითაც თანდათან აღმოიფხვრა ტექნიკური პრობლემები, ამ ადრეულმა ლეპტოპებმა საფუძველი დაუდეს თანამედროვე კომპიუტერებს, რომელთაც აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურად. მათი მწარმოებლების დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი უნივერსალური პროდუქტი გაგვაჩნია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სახლში, სკოლებსა თუ სამუშაო სივრცეებში. 

www.techradar.com

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.