Jump to content

dell xps 13 ზე რა აზრის ხართ?

Recommended Posts

გამარჯობა, ლეპტოპის/ულტრაბუქის ყიდვას ვაპირებ და რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი არის dell xps 13 nontouch თითქმის base კონფიგურაციით. მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ და როგორია თქვენი გამოცდილება ამ ლეპტოპთან. ინტერენეტში ძალიან განსხვავებული აზრი აქვს ხალხს და თქვენი აზრიც მაინტერესებს..

Link to comment
Share on other sites

კონკრეტულად რომელი მოდელია ? შეხება არ მქონია მაგ მოდელთან მაგრამ აქ რაც მომისმენია ყველას მოწონს

Link to comment
Share on other sites

9360 მოდელი. 2017 წლის. ინტერნეტში ზოგი ისეთებს წერს საერთოდ გადაგაფიქრებინებს თან 900$ როცა იხდი ბევრს მოელი და არმინდა რამე პრობლემა შემექმნას. ან ამას ვფიქრობ ან thinkpad e480 ს იგივე მონაცემებით 100$ ით ნაკლები ღირს მაგრამ ისეთი მოსახერხებელი არარის როგორც xps 

Link to comment
Share on other sites

800$-ად არის დელის საიტზე, მაინცდამაინც ეგეთი ფორმა/ზომის თუ არ გჭირდება 200$-300$ დამატებით ბევრად უკეთეს ლეპტოპს დაითრევ.

Link to comment
Share on other sites

ხო ვიცი მარა სატარებლად უფრო მინდა ამიტო ვეძებ მოსახერხებელს და პატარას. მონაცემებით ვიცი რო უკეთესი ლეპტოპებია მარა დიდებია უმეტესად. დელის საიტზე 800$ i3 ვერსიაზე ამბობ? მე i5 მინდა 900$ ღირს რაც ვნახე დელის საიტზე. 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, gioo said:

ხო ვიცი მარა სატარებლად უფრო მინდა ამიტო ვეძებ მოსახერხებელს და პატარას. მონაცემებით ვიცი რო უკეთესი ლეპტოპებია მარა დიდებია უმეტესად. დელის საიტზე 800$ i3 ვერსიაზე ამბობ? მე i5 მინდა 900$ ღირს რაც ვნახე დელის საიტზე. 

https://www.dell.com/en-us/shop/dell-laptops/xps-13/spd/xps-13-9360-laptop

აშკარად i5 წერია ამ 800$-იანზე :D ფაქტიურად ეკრანში იხდი აქ ფულს და ლამაზ კომპაქტურ დიზაინში, სხვა მხრივ ჩვეულებრივი ლეპტოპია. 4K ვიდეოების ყურებას დიდად თუ არ გეგმავ ბევრად იაფშიც გამოხვალ სხვა ბრენდის ან თუნდაც დელის სხვა მოდელი რომ აარჩიო, რამე FHD ეკრანით.

Link to comment
Share on other sites

45 minutes ago, Gadget said:

I3 ვერსიაა ეგ 4 გბ რამით :დდ. ნუ რააზრიაქ, ვიცი რო უმეტესად კომფაქტურ დიზაინში ვიხდი ფულს თორე ამ ფასად დესკტოპს ავაწყობ ბევრად ძლიერს :დდ thinkpad  ზე რას ფიქრობთ e480 ზე. "ბიუჯეტური" ვარიანტია შედარებით.. 

https://www.lenovo.com/us/en/laptops/thinkpad/thinkpad-e-series/ThinkPad-E480/p/22TP2TEE480

Link to comment
Share on other sites

53 minutes ago, gioo said:

მაგ სერიაზე მეტად არაფერი მიყვარს. thinkpad-ები, თუმცა უფრო ძველების გამო აქვს ეგ სახელი. ახლებიც მაგრებია. ერთი t440s მქონდა, გავყიდე და უკეთესი ვერაფერი ვნახე  ეხლა მეორეც ვიყიდე იგივე მოდელი. Full HD ips ეკრანით და 8 თაობის პროცესორით თუ აიღებ ხო კაი მეშვიდე თაობის აღებას აზრი არ აქ. მერვეში 4 ბირთვი გექნება და 8 ნაკადი. მერვეს თუ არ ყიდულობ შენ ადგილას ფულს არ გადავყრიდი მაგაში და ძველ მოდელს დავითრევდი გაცილებით იაფად. 2 M.2 slot უყენდება t440s -ს და ერთი სტანდარტული 2.5" ჩასადებიც აქ. Full HD ips ეკრანი, თითის ანაბეჭდი და მოკლედ ყველაფერი. სიმ კარტის ჩასადებიც და სმარტ კარდ რიდერიც თუ უარს იტყვი m.2-ებზე. მოკლედ ყველაფერი აქ რაც ახლებს და ამიტომ არ აქ აზრი ახალში ბევრი ფულის ყრას. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 4 ბირთვიან 8 ნაკადიანი პროცით აიღებ.

Link to comment
Share on other sites

t440s ახლები იყიდება? ხო, მერვე თაობას ვფიქრობ მეც.. t440s მგონი სქელია ფოტოებში რაც ვნახე და სატარებლად რამდენად კარგი იქნება არვიცი. საერთოდ თავიდან T სერიას ვფიქრობდი მარა ახლები ძვირია ზედმეტად. e სერია შედარებით იაფია და მაგიტო ვფიქრობ მაგაზე. 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, gioo said:

t440s t450s ერთნაერია და ასევეა ახალი t480-ც 1.58 კგ-ა სამივე. t480s უკვე ძაან თხელია.

t440s 331 mm x 226 mm x 20.6 mm 1.58 kg
t480 336.6 mm x 232.5 mm x 19.95 mm 1.58 kg
t480s 331 mm
x 226.8 mm x 18.45 mm 1.31 kg

t440s საერთოდ არ არის სქელი მე ძაან მომწონს. 1.58 კგ-ა სულ და რაღა უნდა იყოს ნაკლები? 2"5 ჩასადები აქ და 2 ბატარეა.

თუ 8 სერიის პროცესორი გინდა მაშინ ეგ e სერია ღირს იაფად ყიდვა თუ არადა არ ღირს დიდი ფულის გადაყრა ახალში იმასაც 2 ბირთვი თუ ექნა.

t440s/t450s-ები იბეიზე უნდა ჩაუჯდე მეორადებს რათქმაუნდა. ახლები ძვირები ღირს.

Link to comment
Share on other sites

ხო მარა ახლები იყიდება? მერვე თაობის პროცესორით. T480 კიდე ძვირია ზედმეტად..

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, gioo said:

ხო მარა ახლები იყიდება? მერვე თაობის პროცესორით. T480 კიდე ძვირია ზედმეტად..

ახლები 500$-ზე ძვირია. ბიზნეს კლასია thinkpad-ების t სერია და მაგათ ახალს ვერ დაითრევ იაფად თუნდაც ძველ 440s/450s-ებს.

Link to comment
Share on other sites

მე ახალი მინდა ყველა ვარიანტში. და 800$ ფარგლებში e480 მირჩევ თუ xps 13 ?ფაქტობრივად ერთნაირი მონაცემები აქვთ. I5 8xxxU პროცესორით

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, gioo said:

მე ახალი მინდა ყველა ვარიანტში. და 800$ ფარგლებში e480 მირჩევ თუ xps 13 ?ფაქტობრივად ერთნაირი მონაცემები აქვთ. I5 8xxxU პროცესორით

T, P ან X სერია თუ არაა მე არ გავეკარებოდი thinkpad-ს. ამიტომ მაგ e სერიას ისევ ეგ xps დაითრიო ჯობია. ოღონდ ეგეთ პატარა ზომებში 4კ უაზრობაა Full HD იყიდე და ბატარეაც შედარებით მეტ ხანს ეყოფა. ულტრაბუქის იდეა ეგაა იყოს მობილური და შესაბამისად ელემენტმაც რაც შეიძლება დიდხანს გაუძლოს. ისე კი მე მაგალითად ტ480-ს დავითრევდი 72wh ბატარეით და ორი სრული სამუშაო დღე გეყოფა მაგის ბატარეა ერთი დატენვით.

თან გარე ბატარეა ჩართულზევე შეგიძლია გამოაძრო და სხვა მიუერთო ასე რომ თავისი რაც მოყვება იმით 8 სთ უწერია და ამ 72wh ბატარეით 17+ სთ. თუ იაფი იქნება t480-ს დავითრევდი მე.

პორტები კიდე ცალკე თემაა. RJ 45-ც აქვს და HDMI-ც t480-ს, ასევე სურვილის შემთხვევაში smart card reader-ც ექნება და კიდე თავისი პორტი აქვს ethernet external adapter-სთვის. მოკლედ აშკარად არ წირავს ფუნქციონალობას სითხელეს xps-სგან განსხვავებით რომელსაც არც HDMI აქ და არც RJ 45. dogle-ებს ვერ ვიტან მე პირადად.

კამერაც ძაან ცუდ ადგილას აქვს მაგ XPS-ს. ნუ მე პირადად t480-ს გირჩევ.

Link to comment
Share on other sites

გასაგებია, t480 კარგ ფასში თუ ვნახე დავითრევ ან ცოტას დავამატებ, თუარადა xps ვიყიდი ისევ. 

მადლობა ყველას რჩევისთვის, შეგიძლიათ დახუროთ თემა.

ანდაც ცოტახანი იყოს იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვისაც აქვს xps :დ  მაგისგანაც მაინტერესებს აზრი.

Link to comment
Share on other sites

10 hours ago, gioo said:

ანდაც ცოტახანი იყოს იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვისაც აქვს xps :დ  მაგისგანაც მაინტერესებს აზრი.

მე მაქვს მეგობარო 9360 დაახლოვებით ერთი წელია და ძალიან მაგარი რამეა.მე  მაგის ხმა არ გაიგია ამ სიცხეებში და ფოლადის კორპუსი ისეთი ცივი აქვს რო ენით ვერ გიღწერ რაის გაცხელება ან მასეთი რამე. სრული გაზვიადების გარეშე შემიძლია გითხრა რო Power ღილაკის დაჭერის შემდეგ არასრულ 4 წამში სამუშაო დესკი მზადაა.ბატარია დატვირთვაზე და გათიშულ კიბორდზე 7 საათი მიძლებს და დღესაც ასეა. კაროჩე თუ შანსი გაქვს გირჩევ დაითრიო. Thinkpad X1-დან გადავედი და თუ რამით ჯობია, მხოლოდ  თავის განუმეორებელი კლავიატურით.(ნუ ეს ჩემი პირადი აზრია)

Link to comment
Share on other sites

 ძალიან კარგი, ესეიგი ღირს ყიდვა. უბრალოდ რაც მაბრკოლებდა ესარის coil whine (რაღაც ჭრიალის ხმა ლეპტოპის შიგნიდან) როგორც ჩანს არ გაქ ამის პრობლემა. კიდე რა მაინტერესებს, რა კონფიგურაციით გაქ შენ და დელის საიტიდან იყიდე პირდაპირ? თუ ამაზონზე ჯობია ყიდვა?

ისე thinkpad ის კლავიატურა მაინტერესებს ძაან ყველა ასე რო აქებს 

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, gioo said:

ისე thinkpad ის კლავიატურა მაინტერესებს ძაან ყველა ასე რო აქებს 

სასწაულია. ხო გეუნები ერთი t440s მქონდა და ეხლა მეორეს ყიდვა მომიწია მაგაზე უკეთესი ულტრაბუქი 1000 ლარამდე არ არსებობს, ნუ მე რა კონფიგზეც ვსაუბრობ თორე 1600x900 ეკრანით თუ აიღე და ბანძი HDD-თ და რამე კი მოგივა t440s 700 ლარადაც.

Link to comment
Share on other sites

22 hours ago, gioo said:

i5 7500, 8gb ram 512ssd. ამერიკიდან გამოიგზავნეს ,სულ ახალი. შიდა ინფასტრუქტურა თუ გაინტერესებს. (Link) გეუბნები მეგობარო რო მაგის ხმა მე პირადად არ გამიგია

e8e5af3e0110.jpg

ccaafed91801.jpg

11 hours ago, მათე said:

სასწაულია. ხო გეუნები ერთი t440s მქონდა და ეხლა მეორეს ყიდვა მომიწია მაგაზე უკეთესი ულტრაბუქი 1000 ლარამდე არ არსებობს, ნუ მე რა კონფიგზეც ვსაუბრობ თორე 1600x900 ეკრანით თუ აიღე და ბანძი HDD-თ და რამე კი მოგივა t440s 700 ლარადაც.

მე მქონდა T470s  ძალიან მაგარია, ზოგადად Thinkpad-ები ლეგენდაა, თავის უკვდავი კიბორდით

Link to comment
Share on other sites

xps ვიდზე ყველაზე მეტად მომწონს. build quality როგორი აქვს? ჩემი ლეპტოპიც ალუმინია მარა პატარა დაჭერაზე იღუნება :დდ 

ლინუქსთან ხოარ გამოგიცდია xps?  ცუდს არაფერს წერენ გუგლში მარა მაინც.. thinkpadze როგორც ვიცი უპრობლემოდ მუშაობს

ეს არამგონია ალუმინი იყოს, ნუ შეიძლება ნარევი მაგრამ ძალიან მყარი და ცივი მეტალია. Debiani  მეყენა და რავი რასაც ქვია პრობლემა არ შემხვედრია, სიღრმისეულად არ დამიტესტავს გადაჭრით ვერაფერს გეტყვი. ხმის აკუსტიკაც საკმაოდ კარგი აქვს, გვერდებზე აქვს დინამიკები და ხმაც არ იგუდება.

Link to comment
Share on other sites

22 hours ago, gioo said:

ლინუქსთან ხოარ გამოგიცდია xps?  ცუდს არაფერს წერენ გუგლში მარა მაინც.. thinkpadze როგორც ვიცი უპრობლემოდ მუშაობს

სულ დამავიწყდა რომ მაგაზე მეთქვა. Signature Edition არ იყიდო. ამ წუთას არ ვიცი მარა ადრე არ ყენდებოდა linux მაგათზე Microsoft Signature PC Requirements Now Blocks Linux Installation: Reports

Link to comment
Share on other sites

On 9/26/2018 at 3:10 PM, მათე said:

სულ დამავიწყდა რომ მაგაზე მეთქვა. Signature Edition არ იყიდო. ამ წუთას არ ვიცი მარა ადრე არ ყენდებოდა linux მაგათზე Microsoft Signature PC Requirements Now Blocks Linux Installation: Reports

signature edition ანუ რომელზეც ვინდოუსი ქარხნულად აყენია? 

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, gioo said:

signature edition ანუ რომელზეც ვინდოუსი ქარხნულად აყენია? 

signature edition-ზე windows ქარხნულად აყენია, მაგრამ ყველა xps რომელზეც windows ქარხნულად აყენია signature edition-ა თუ არა არ ვიცი.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.