Jump to content

Tesla Model 3-მა მიიღო უსაფრთხოების ხუთვარსკვლავიანი შეფასება


Recommended Posts

                               image.jpeg

საგზაო მოძრაობის ეროვნული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA)  crash  ტესტირების გავლის შედეგად Tesla Model 3 ვერსიამ (ეს არის სრულად ელექტრო სედანი უკანა წამყვანი თვლებით) მოიპოვა ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი.  

შეფასება იდენტურია NHTSA-ის მიერ ჩატარებული Tesla-ს წინა მოდელების შეფასებებისა, მათ ყველამ უმაღლესი შეფასება მიიღო. X SUV მოდელმა მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიასა და ქვეკატეგორიაში 2017 წელს, S მოდელმა კი მოიპოვა 5,4 ვარსკვლავიანი შეფასება ჯერ კიდევ 2013 წელს - იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების სააგენტოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცემული რეკომენდაციები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ ავტომწარმოებლებს. 

                                 image.png

crash-ტესტის ქვეკატეგორიები მოიცავს  წინიდან, გვერდიდან და მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილის შეჯახების შეფასებებს. ტესტირებაში არ შედის Tesla’s driver assistance ავტოპილოტის შეფასება. ჯერჯერობით  უსაფრთხოების სააგენტოს არ შეუქმნია რაიმე სახის სარეიტინგო სისტემა ამ ფუნქციისთვის. მასთან მიახლოებული პროგრამა,  რაც გააჩნია სააგენტოს, ეს არის ნახევრად ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მომუშავე მანქანების შეფასების პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით თავიანთი შეფასებები ამ კუთხით წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ Ford-ს, GM-ს, Waymo-სა და სტარტაპ  Nuro-ს.   

                         image.jpeg

NHTSA კავშირში იმყოფება პროცესთან, რომელიც ეხება მაისში მომხდარ ავარიას, როდესაც Tesla-ს მობილის მძღოლმა ხელის მტევანი მოიტეხა. საგენტო იკვლევს, ითამაშა თუ არა როლი ავტოპილოტმა ამ შემთხვევაში. ამ ავარიამდე პერიოდში უსაფრთხოების სააგენტომ Tesla-სა და ავტოპილოტის დამნაშვეობა უარყო Joshua Brown-ის გარდაცვალებაში, რომელიც ავტოპილოტის ფუნქციას იყენებდა, როდესაც სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა 2016 წელს მოხდა. 

Tesla Model 3-ის უსაფრთხოების რეიტინგი გამოქვეყნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ, მას მერე, რაც NHTSA-მა მოახდინა მისი პირდაპირი კონკურენტის - Chevy Bolt-ის შეფასება. იმ დროს, როდესაც Chevy Bolt-მა სრული ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, Model 3-მა იგივე რეიტინგი მიიღო შედარებით მეტი კატეგორიის გავლის შედეგად.  

www.theverge.com

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ყველაზე მაგარი მანქანა ყველაზე უსაფრთხო მანქანადაც იქცა და თან უკვე 45000$-ადაც არის ხელმისაწვდომი მოდელ 3, როდესაც ჯერ კიდევ model s 75000$-ს არ ცდება ქვევით, საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, სავარაუდოდ ელონ მასკი კიდე უფრო ბიუჯეტურ მოდელებსაც გამოუშვებს, იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს გამონაბოლქვს და ჰაერის დაბინძურებას ბოლო...^^

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.