Jump to content

ხელოვნური ემოცია: არის თუ არა კარგი იდეა რობოტებისთვის გრძნობების მიცემა?


Recommended Posts

image.jpeg

რობოტების აწყობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ასტრონავტების ჩასანაცვლებლად  ან დამხმარედ კოსმოსურ სადგურებზე - ან უბრალო დამხმარედ ადგილობრივ საქმიანობებში, და რადგანაც ბევრ მათგანს უწევს ადამიანების გვერდით მუშაობა, მათ უნდა ესმოდეთ ადამიანების და ფლობდნენ ადამიანის მსგავს თვისებებს. 

მაგრამ საჭიროა თუ არა გააჩნდეთ მათ გრძნობები და ემოციები? 

რობოტები, რომელთაც შეუძიათ ადამიანური ემოციების აღქმა და თავადვე განცდა, პოპულარული თემაა სამეცნიერო ფანტასტიკაში, უამრავი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებშიც რობოტებს მინიჭებული აქვთ ადამიანური გრძნობები და განცდები, და ზოგჯერ თავად მანიპულირებენ კიდეც ადამიანებზე. კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა შექმნას ამგვარი რობოტები, თუმცა მათ შესახებ წარმოდგენის შექმნა არც ისე რთულია. 

უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყალიბდება ემოციური კავშირი Alexa-სა და Siri-სთან, რომელთა შესაძლებლობებიც ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და შემოიფარგლება მარტივი ინტერქციებით, მაგალითად, შეუძლიათ გვაცნობონ როგორი ამინდი გველის, ან გამორთონ ელექტროენერგია სახლში.  

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს  ემოციური კავშირი ადამიანსა და რობოტს შორის, რომელიც არამარტო ჰგავს ადამიანს, არამედ გრძნობს როგორც ადამიანი? 

image.jpeg

ადამიანური ემოციების აღმქმელი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროგრამირება კვლევის საკვანძო სფეროს წარმოადგენს  რობოტექნიკის სფეროში მომუშავე მწარმოებელთათვის. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა  SoftBank Robotics და Hanson Robotics, უკვე შექმნეს რობოტები, რომელთაც გარკვეულ დონემდე შეუძლიათ ადამიანური  ემოციების წაკითხვა და შესაბამისი რეაგირება.  

SoftBank Robotics-მა შექმნა რამოდენიმე რობოტი, რომლებიც, როგორც კომპანია აღწერს, არიან  „ადამიანისმაგვარები“ (human-shaped). ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად Pepper-მა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა  მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან.  SoftBank-ი ირწმუნება, რომ  Pepper- შეუძლია ემოციების აღქმა სახის მიმიკების, ხმოვანი სიგნალებისა და სხეულის ჟესტების მიხედვით და პასუხობს მათ შესაბამისად. 

image.jpeg

მისი შესაძლებლობები თავისთავად  ბევრად შორსაა ჩვენი წარმოდგენებისგან, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან შეგვექმნა, თუმცა Pepper-ის (და მისი მრავალრიცხოვანი და-ძმის) დანერგვა უკვე მიმდინარეობს  იაპონიაში არსებული SoftBank-ის მობილურ მაღაზიებში. Pepper-ი ერთ-ერთი პირველია იმ ტიპის რობოტების სერიიდან, რომლებიც შექმნილია ადამიანებთან ერთად თანასაქმიანობის მიზნით. 

დარვინის თეორიის მიხედვით, ადამიანები იბადებიან ემოციური შესაძლებლობებით, ეს ნიშნავს, რომ ემოციები გვაქვს თანდაყოლილი და არა შეძენილი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იმისათვის, რომ რობოტებს ემოციები და გრძნობები შევძინოთ,მოგვიწევს მათთვის სხვადასხვა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესების მინიჭება, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანებისთვის. 

დარვინის საპიროსპირო თეორიის მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ემოციები ადამიანებს უვითარდებათ გამოცდილებებიდან გამომდინარე. ეს თეორია უფრო მიმზიდველია რობოტექნოლოგიების მკვლევართათვის, რამდენადაც იგი იძლევა ვარაუდს, რომ შეგვეძლება რობოტებს ემოციები განვუვითაროთ გამოცდილებების საფუძველზე, და არა თავიდანვე ნულიდან  შევქმნათ all-singing, all-dancing, all-feeling რობოტები. 

2014 წელს ატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რობოტებს შეუძლიათ გამოხატონ გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ მდგომარეობასთან, მაგალითად, გამოსცენ  სიგნალები, თუკი ბატარეის დატენვის დონე კრიტიკულად შემცირდა ან ძრავის ტემპერატურა ნორმას გასცდა. რობოტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მოახდინეს რეაგირება შესაბამისად, რაც დაახლოებით მწუხარების გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს. 

რაც უფრო მეტად ემსგავსებიან რობოტები ადამიანებს, მით უფრო მიმზიდველად აღიქმებიან ადამიანებისთვის, და არა უბრალო ლითონის გროვად. თუმცა, მათი არაიდენტურობა ადამიანებთან  ხშირად შიშსაც იწვევს. გარკვევით რომ ავხსნათ, დაკვირდით რობოტ Sophia-ს და თქვით, რომ არ გრძნობთ თავს ცოტა შეშფოთებულად. 

image.jpeg

ემოციური კავშირი და მეგობრობა ადამიანებსა და რობოტებს შორის, ეს ერთდროულად მიმზიდველი და შემაშფოთებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობები არასწორი გზით წავიდეს. მცირე ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი მიდრეკილია მოექცეს რობოტების მანიპულაციების ქვეშ. ამით კი რობოშემქმნელები უზარმაზარი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. 

სცენარის განვითარების კიდევ ერთი გზა, რომელიც ბევრ ადამიანს მოუვა თავში ხელონური ინტელექტის განვითარების გაგონებისას, ეს არის შემდეგი - რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც რობოტები ათვლიან, რომ ადამიანები არც ისე კარგი არსებები არიან და მოინდომებენ დედამიწის მათგან გაწმენდას? მაგრამ მეორე მხრივ, რა მოხდება, თუკი შევძლებთ რობოტებს ჩავუნერგოთ ჩვენდამი მარადიული თანაგრძნბა და გაგება? რას მიაღწევს კაცობრიობა? 

image.jpeg

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.