Magdalena Posted September 21, 2018 Share Posted September 21, 2018 Instagram-ს ნელი ტემპით, თუმცა თავდაჯერებულად მიჰყავს თავისი Direct-პლატფორმა შეტყობინებების გაცვლის სრულყოფილი პროდუქტისკენ, რაც თავისთავად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, ვინაიდან Instagram-ი ძირითადად პოპულარული და მოთხოვნადია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რომლებიც უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყენებენ Facebook-ს. ახალი ფუნქცია, რომელიც Instagram-მა შეიძინა, ეს არის GIF მხარდაჭერა Giphy-სგან. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ანიმირებული GIF-ფაილები - „ერთი ერთზე“ ანდა ჯგუფურ ჩატში. Instagram Direct-ში უკვე გამოჩნდა „ღილაკი“GIF. მასზე დაჭერისას შეგიძლიათ მოძებნოთ ტრენდული GIF-ები, მოძებნოთ ისინი საკვანძო საძიებო სიტყვის მიხედვით კონკრეტული მომხმარებლისთვის ან გამოიყენოთ „შემთხვევითი“ ვარიანტი სიურპრიზ GIF-ის გასაგზავნად. ეს ფუნქცია უკე გამოჩნდა iOS-სა და Android-ზე. Instagram-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით გამოყენებულ ნებისმიერ GIF-ს თანდართული ექნება კონტენტის შემქმნელის ატრიბუტები, ასე რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ ვისი შექმნილია ანიმაცია, რომელსაც ისინი იყენებენ. Instagram-ი აგრეთვე ქმნის საშუალებას „see all by creator”, რათა ხელი შუწყოს შემქმნელებს პლატფორმაზე მათი საქმიანობის განვითარებისთვის. /www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.