Jump to content

Withings Steel HR Sport: ჰიბრიდული სმარტ-საათები დიდი ავტონომიური მუშაობის დროით


Recommended Posts

წარმოგიდგენთ Withings Steel HR Sport-ის „ჭკვიან“ საათებს, რომლებიც შექმნილია იმ კატეგორიის მომხმარებელთათავის, ვინც დაკავებულია სპორტით და ეწევა აქტიურ ცხოვრებას. 

                                                                       image.jpeg

ეს არის ჰიბრიდული გაჯეტი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ დიზაინსა და ინტელექტუალურ ფუნქციებს. მოწყობილობას გააჩნია პატარა OLED დისპლეი, რომელზეც აისახება ინფორმაცია მომხმარებლის აქტივობის შესახებ. 

საათის საშუალებით შესაძლებელია გულისცემის რიტმის განსაზღვრა, განვლილი ნაბიჯების რაოდენობის დათვლა, დახარჯული (დამწვარი) კალორიების რაოდენობა და სხვა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება, აირჩონ სამი ათეული აქტივობის ტიპი, ჰოკეის, კრივის, თხილამურებით სრიალის და ა.შ. ჩათვლით. 

Withings Steel HR Sport მოდელის განსაკუთრებული დადებითი მხარე გამოიხატება მისი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაში: იგი მუშაობს 25 საათის განმავლობაში ბატარეის ერთი დატენვის შემდეგ. 

                                                             image.jpeg

სმარტფონთან მონაცემების გაცვლისთვის გამოიყენება Bluetooth Low Energy უსადენო კავშირი. აგრეთვე საუბარია მოწყობილობის თავსებადობაზე ოპერაციულ სისტემა Android 6-თან და მის ზემოთ, ასევე iOS 8-სთან.  

უნდა აღინიშნოს, რომ საათს არ აქვს  საკუთარი თანამგზავრული მიმღები სანავიგაციო სისტემა GPS, ნავიგაციის ფუნქცია რეალიზდება სმარტფონის საშუალებით. 

Withings Steel HR Sport საათების საორიენტაციო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარია.  

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.