Jump to content

ილონ მასკმა გაამხილა SpaceX Mars რაკეტის დიზაინი


Recommended Posts

                                          image.jpeg

SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია SpaceX-ის სამომავლო მასიური რაკეტის - Big Falcon Rocket (BFR)-ის შესახებ. 

რაკეტის შესაძლებლობებში ცვლილებებია. მასკი ამტკიცებს, რომ როგორც კი რაკეტის აგება დასრულდება, იგი შეძლებს 100 ტონა საჭირო მასალის მიტანას მარსამდე. რაკეტისთვის საჭირო იქნება საწვავის ხელახალი შევსება ორბიტაზე რაიმე კოსმოსური ტანკერიდან. მასკმა აგრეთვე მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ დაეშვება რაკეტა მარსის ზედაპირზე. „მოუთმენლად ველოდები, ეს შესანიშნავი რამ იქნება“, განაცხადა მასკმა ღონისძიების მსვლელობისას.  

                                                                                      image.jpeg

BFR-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს SpaceX-ის გეგმებში ადამიანების მთვარსა და მარსზე გადაყვანის კუთხით. დასრულებული რაკეტა სიმაღლეში დაახლოებით 387 ფუტი იქნება (ეს დაახლოებით 40 სართულიანი სახლის სიმაღლის ტოლია, აგრეთვე NASA-ს რაკეტის - Saturn-V-ის ტოლი). რაკეტას ექნება SpaceX-ის მიერ განახლებული დიზაინის მქონე 31 ძირითადი Raptor-ის ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს 5 400 ტონის გაწევას. 

ჯამში, BFR წარმოადგენს გიგანტური რაკეტის ამჩქარებლისა და მასიური სამგზავრო კოსმოსური კომალდის Big Falcon Spaceship (BFS)-ის კომბინაციას, და შეუძლია 100 მგზავრის კომფორტულად გადაყვანა. რაკეტა მიწაზე დაშვებისას შენელების იმავე სისტემას იყენებს, რასაც Falcon 9. როგორც მასკი ამბობს, BFR-ი არის პლანეტათაშორისი სამოგზაურო ტრანსპორტი და მას შეუძლია, შემოიფრინოს მთელი მზის სისტემა და მიაღწიოს სისტემის ნებისმიერ წერტილამდე. 

                                                image.png

BFR-ის აწყობა მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, კომპანიის მთავარ ოფისთან ახლოს, კალიფორნიის შტატში. კომპანიამ მოახდინა რამოდენიმე ტესტის დემონსტრირება, რაც ეხებოდა რაკეტის მნიშვნელოვანეს კომპონენტებს, მაგალითად, საწვავით დატვირთვას და ძრავების მუშაობას.  

მასკმა აჩვენა უკვე დასრულებული ცილინდრული ამჩქარებლის ფოტოებიც. მან განაცხადა, რომ რაკეტა უამრავ ტესტირებას გაივლის გაშვებამდე, პირველ ეტაპებზე ტესტირებები მოხდება ბორტზე ადამიანების ყოფნის გარეშე. SpaceX-ის პრეზიდენტის Gwynne Shotwell-ის თქმით, 2019 წლის ბოლოს BFS განახორციელებს მოკლემასშტაბიან ფრენებს. როგორც მასკი იმედოვნებს, BFR-ი თავის პირველ გაფრენას წითელი პლანეტისკენ 2022 წლისთვის მოახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვადები პერიოდულად მაინც შეიცვლება დიდი ალბათობით. 

www.theverge.com

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.