Magdalena Posted September 20, 2018 Share Posted September 20, 2018 Family Link-ი, Google-ის მიერ მშობლებისთვის შემოთავაზებული საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს გასული წლიდან და შექმნილია იმ მიზნით, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეექმნათ Google-ის საკუთარი ექაუნთი, რომელსაც გამოიყენებდნენ მშობლების ნაწილობრივი ზედამხედველობის ქვეშ. Family Link-ი საშუალებას აძლევს მშობლებს დააყენონ განსაზღვრული ლიმიტი შვილების კუთვნილ მოწყობილობის მოხმარებაზე, დაბლოკონ სმარტფონი შესვენებების, სადილის და ა.შ. დროს, დაადასტურონ ან დაბლოკონ Play Store-დან ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაციები და აკონტროლონ თავიანთი შვილების ადგილმდებარეობა მოწყობილობის საშუალებით. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს დროში Android-ის ბაზაზე მოქმედი სმარტფონებისთვის და მალე ვიხილავთ Chromebook-ებშიც. Family Link-ით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც Google-ის ექაუნთი აქვს, ასე რომ, მისი ფუნქციების გაფართოება ნებისმიერი ასაკის კატეგორიის მომხმარებლებს წაადგება, დაწყებული მცირეწლოვნებიდან - დამთავრებული ხანდაზმული ასაკის მომხმარებლებით. Family Link-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ თავიანთი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. თუკი მომხმარებელი 13 წელზე მეტი ასაკისაა, საჭიროა ორივე მხარის (საკონტროლოს და მაკონტროლებლის) თანხმობა მონიტორინგის დასაწყებად. თუკი მოზaრდი არ ეთანხმება პირობებს, ეს იწვევს სმარტფონის 24 საათით დაბლოკვას. ამ დრომდე მშობლებს შეეძლოთ შვილების სმარტფონების დაბლოკვა თავიანთი სმარტფონიდან Family Link-ის აპლიკაციის მეშვეობით, თუმცა ახლა უკვე იმავეს გაკეთება შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებითაც Google Assistant-ის საშუალებით. უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ: „ჰეი Google, დაბლოკე ჯონის სმარტფონი“, და ხუთი წუთის შემდეგ ჯონის მოწყობილობა იბლოკება. განახლებულ Google Assistant-ს აგრეთვე გააჩნია family-friendly კონტენტი, შეუძლია ექვსი სხვადასხვა ხმის ამოცნობა და თუკი გაიგონებს, რომ მცირეწლოვანი სვავს შეკითხვებს, იგი რეაგირებას მოახდენს მისი ასაკისთვის შესაბამისად. Google Assistant-ის ახალი ფუნქციები მომავალი კვირიდან გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომხმარებელთათვის. /www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.