Magdalena Posted September 19, 2018 Share Posted September 19, 2018 მომხმარებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ Apple-ის სექტემბრის კონფერეციაზე მეოთხე თაობის Apple Watch-სა და ახალი iPhone-ების პარალელურად, იხილავდნენ AirPower უსადენო დამტენს, რომლის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა ანალოგიურ პრეს-კონფერენციაზე. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და, შესაბამისად, გაჩნდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელდა ხმები, რომ Apple-მა საერთოდ შეაჩერა ამ პროდუქტის გამოშვების პროცესი. როგორც წყაროები იტყობინებიან, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები გახდა. დაზუსტებით იმის თქმა, რომ AirPower პროექტი მთლიანად შეჩერდა, ნაადრევია, თუმცა ტექნიკური ხასიათის სერიოზული სირთულეები რომ არსებობს, ეს ცხადია. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი უსადენო ადაპტერები გათვლილია ერთი გაჯეტის დატენვისთვის და გააჩნიათ მხოლოდ ერთი ინდუქციური კოჭა ( ინდუქციურობის კოჭა მაგნიტურ ელემენტს წარმოადგენს, იგი გამოიყენება მაგნიტური ველის საშუალებით ცვლადი ელექტრული დენის დაგრვება-გაცემისთვის), AirPower-ის შემთხვევაში გვაქვს 16-დან 24-მდე სხვადასხვა ზომის. როგორც ამტკიცებს ბლოგ Daring Fireball-ის წამყვანი John Gruber-ი, სწორედ იმ ფაქტმა, რომ მეტად თხელ კორპუსში მოთავსებულია მრავალკოჭიანი კონსტრუქცია, დააყენა მოწყობილობა გადახურების პრობლემის წინაშე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ვერ გათვალა Apple-მა AirPower-ის დაპროექტებისას. კიდევ ერთი ტექნოლობლოგერის - Sonny Dickson-ის შენიშვნის მიხედვით, უსადენო დამტენს კიდევ მინიმუმ ორი ნაკლოვანება გააჩნია. პირველი: მრავალკოჭიანი სისტემა იწვევს ხარვეზებს და ამცირებს დატენვის ეფექტურობას, და მეორე: AirPower-ი ცუდად უკავშირდება მასზე მიერთებულ დასატენ მოწყობილობას და არ შეუძლია განსაზღვროს ელემენტის დატენვის დონე. ჯერჯერობით თავად Apple-ს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია დამტენთან დაკავშირებით, კომპანიის საიტიდან AirPower-თან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია გაქრა. რა ბედი ეწევა პროექტს სამომავლოდ, ამაზე მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამორიცხულია დამტენის გაყიდვაში გაშვება. https://3dnews.ru/975557 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.