Jump to content

Apple-მა არ გამოუშვა AirPower-ი გადახურებისა და საკომუნიკაციო პრობლემების გამო


Magdalena

Recommended Posts

                                                         3.jpg

მომხმარებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ Apple-ის სექტემბრის კონფერეციაზე მეოთხე თაობის Apple Watch-სა და ახალი iPhone-ების პარალელურად, იხილავდნენ AirPower  უსადენო დამტენს, რომლის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა ანალოგიურ პრეს-კონფერენციაზე. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და, შესაბამისად, გაჩნდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელდა ხმები, რომ  Apple-მა საერთოდ შეაჩერა ამ პროდუქტის გამოშვების პროცესი. როგორც წყაროები იტყობინებიან, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები გახდა. 

დაზუსტებით იმის თქმა, რომ AirPower პროექტი მთლიანად შეჩერდა, ნაადრევია, თუმცა ტექნიკური ხასიათის სერიოზული სირთულეები რომ არსებობს, ეს ცხადია. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი უსადენო ადაპტერები გათვლილია ერთი გაჯეტის დატენვისთვის და გააჩნიათ მხოლოდ ერთი ინდუქციური კოჭა ( ინდუქციურობის კოჭა მაგნიტურ ელემენტს წარმოადგენს, იგი გამოიყენება  მაგნიტური ველის საშუალებით ცვლადი ელექტრული დენის დაგრვება-გაცემისთვის), AirPower-ის შემთხვევაში გვაქვს 16-დან 24-მდე სხვადასხვა ზომის. როგორც ამტკიცებს ბლოგ Daring Fireball-ის წამყვანი John Gruber-, სწორედ იმ ფაქტმა, რომ მეტად თხელ კორპუსში მოთავსებულია მრავალკოჭიანი კონსტრუქცია, დააყენა მოწყობილობა გადახურების პრობლემის წინაშე. 

თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ვერ გათვალა Apple-მა AirPower-ის დაპროექტებისას. კიდევ ერთი ტექნოლობლოგერის - Sonny Dickson-ის შენიშვნის მიხედვით, უსადენო დამტენს კიდევ მინიმუმ ორი ნაკლოვანება გააჩნია. პირველი: მრავალკოჭიანი სისტემა იწვევს ხარვეზებს და ამცირებს დატენვის ეფექტურობას, და მეორე: AirPower- ცუდად უკავშირდება მასზე მიერთებულ დასატენ მოწყობილობას და არ შეუძლია განსაზღვროს ელემენტის დატენვის დონე 

ჯერჯერობით თავად Apple- არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია დამტენთან დაკავშირებით, კომპანიის საიტიდან AirPower-თან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია გაქრა. რა ბედი ეწევა პროექტს სამომავლოდ, ამაზე მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამორიცხულია დამტენის გაყიდვაში გაშვება 

                                                              33.jpg

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.