Magdalena Posted September 18, 2018 Share Posted September 18, 2018 საბაზრო შეფასების კუთხით Microsoft-მა პირველად გაასწრო Google-ს (Alphabet) სამი წლის განმავლობაში, იტყობინება CNBC. დღესდღეობით Microsoft-ი შეფასებულია 753 მლრდ დოლარად, იმ დროს, როდესაც Alphabet-ი (გუგლის მშობელი კომპანია) ფასდება 739 მლრდ დოლარად. ამის გათვალისწინებით, Microsoft-ი აღმოჩნდა რიგით მესამე მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Apple-სა და Amazon-ის შემდეგ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვითარება დროებითია. Google და Microsoft-ი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს ერთმანეთთან მიმართებაში წლების განმავლობაში. ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარება კარგად აჩვენებს, თუ როგორ გააუმჯობესა Microsoft-მა თავისი აქციების ფასები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. Microsoft-ის აქციების ღირებულება ორნახევარზე მეტჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა Satya Nadella-მ. მან მოახდინა Microsoft-ის ორიენტირის მიმართვა კროსპლატფორმული ტექნოლოგიების, Cloud-ის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და შერეული რეალობის ტექნოლოგიებისაკენ. Nadella-მ შეამცირა Microsoft-ის წარუმატებელი ძალისხმევა Windows Phone-სთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით ისევ 923 მილიარდი დოლარით ჩამორჩება Apple-ს, რომელიც 923 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Amazon-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 782 მილიარდს უტოლდება, მას გააჩნია მოქმედებებისა და ძალისხმევის ფართო სპექტრი, რომლთაგანაც შემოსავალს იღებს. Google თავისი შემოსავლის დაახლოებით 90%-ს სარეკლამო კამპანიისგან იღებს, Apple-ის შემოსავლის 60% iPhone-ზე მოდის. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემთხვევაში მონაცემები ასეთია : კორპორაციის შემოსავლის დაახლოებით 35 % მოდის Windows-ზე, Surface-სა და თამაშებზე, Cloud-ზე დაახლოებით 30%, Office-სა და მწარმოებლურობაზე კი - 30%-ზე მეტი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიის Cloud ბიზნესი გაორმაგდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, რათა ხელი შეუწყოს კომპანიას - მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარ საბაზრო ღირებულებას. www.theverge.com 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.