Jump to content

NASA-ს მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენება სურს


Recommended Posts

                                              4444.jpg

კაცობრიობა უახლოვდება 50 წლისთავს მთვარეზე პირველად გაფრენის შემდეგ.  NASA-ს აზრით, ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მთვარეზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ შევძლოთ მისი გამოყენება ერთგვარ სადგურად, „გაჩერებად“, რაც საჭირო იქნება უფრო შორეული კოსმოსური მისიების ხელშეწყობისთვის. ამიტომ, უმრავი დრო, ენერგია და რესურსი იხარჯება ბირთვული რეაქტორის შექმნაზე, რომლის ექსპლუატაციაც იგეგმება მთვარეზე. 

                                          4.jpg

რას წარმოადგენს  Kilopower-ი? 

ეს არის მსუბუქი, მობილური ბირთვული რეაქტორი, რომელიც შემუშავებულ იქნა NASA-სა და აშშ-ის ბირთვული უსაფრთოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ერთობლივი ძალებით. მის შიგნით მიმდინარეობს ურან-235-ის ატომების დაყოფა, რის შედეგადაც გამომუშავდება სითბური ენერგია. რეაქტორს შეუძია 10 კილოვატი ელექტროენერგიის გამოყოფა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და  NASA-ს აზრით, ეს იმ რაოდენობაზე მეტია, რაც საჭიროა მთვარეზე ან მარსზე გასაშვებად. ამ კომპაქტური რეაქტორის  გამოყენება საჭირო იქნება დედამიწის სხვა პოტენციურ ავანპოსტებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა მაგალითად მარსი და სატურნის მთვარე - ტიტანი. 

                                                                         44.jpg

„უსაფრთხო, ეფექტური და უხვი ენერგია გახდება გადამწყვეტი სამომავლო კვლევებისთვის“ - აცხადებს Jim Reuter-ი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მართველის მოვალეობის შემსრულებელი.  „გვაქვს მოლოდინი, რომ  Kilopower-ი გახდება მთვარისა და მარსის კვლევებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი“.  

ტექნოლოგია წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში NASA-ს ექსპერიმენტის - Kilopower Reactor Using Stirling Technology (KRUSTY)-ის ფარგლებში, სადაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ეთმობოდა. როგორც ერთი შეხედვითვე ცხადია, ბირთვული რეაქტორის მოთავსება კოსმოსურ რაკეტაზე და მისი ტრანპორტირება საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს. 

რისთვის გვჭირდება ბირთვული ენერგია? 

სანამ ვიტყვით რაიმე ამის მსგავსს - „ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო ბირთვული ნარჩენებით“, გავიხსენოთ, რომ მთვარეზე ღამეები ბევრად ხანგრძლივია, ბვერი ადგილია მოქცეული მუდმივად სიბნელეში,  Kilopower-ი კი მოგვცემს საშუალებას და მეტს დროს, რომ ასტრონავტებმა გამოიკვლიონ მთვარის ყველაზე ბნელი კრატერებიც კი.  

შეგვიძლია თუ არა მზის ენერგიის გამოყენება მთვარეზე? 

                                                               444.jpg

მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ღამეები დიდხანს გრძელდება, თეორიულად არსებობს ერთი ეფექტური მეთოდი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. იაპონურმა კომპანია Shimizu-მ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც ნდა აშენდეს 11 000 კმ სიგრძის მასიური მზის ბატარეები მთვარის ეკვატორის ირგვლივ. კომპანია თვლის, რომ ამ „მზის სარტყელის“ ნახევარი ნაწილი მაინც მუდმივად იქნება მზის შუქზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არასოდეს იქნება ღრუბლები და მზის ბატარეები იმაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. 

https://www.techradar.com

  • Like 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.