Magdalena Posted September 17, 2018 Share Posted September 17, 2018 ჩინეთის სატელეკომუნიკაციო სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე (TENAA) გამოჩნდა ინფორმაცია Huawei-ის ორი ახალი, Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე არსებული სმარტფონის შესახებ. სმარტფონების სახელწოდებებია ARS-AL00 და ARS-TL00. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ კორპუსის დიზაინით იქნება განსხვავებული: ARS-AL00 ვერსია გადაწყვეტილია შავ ფერში და ტყავისებული ეფექტის მქონე კორპუსით, ARS-TL00 მოდიფიკაციას კი ტრადიციული დიზაინი ექნება. ორივე სმარტფონს აქვს 7,12 დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2244 × 1080 გაფართოებით. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სმარტფონების „გულს“ რაც შეეხება, როგორც წყაროები გვამცნობენ, ორივე სმარტფონს ექნება საფირმო პროცესორი Kirin 710. ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს: ოთხვი ბირთვი ARM Cortex-A73 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით და კიდევ ოთხი ბირთვი ARM Cortex-A53 1,7 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით. გრაფიკული დამუშავება დამოკიდებულია ARM Mali-G51 MP4 კონტროლერზე. სმარტფონების უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა, მის შემადგენლობაში შედის სენსორები 16 და 2 მლნ მეგაპიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე არის განთავსებული დაქტილოსკოპიური სკანერი, მომხმარებლის ამოსაცნობად მისი თითის ანაბეჭდის საშუალებით. დანარჩენი მახასიათებლები ამგვარია: 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 64/128 გბ-იანი მოცულობით, ადაპტერები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5, GPS/GLONASS რესივერი, ელემენტი 4900 ამპერი/საათში სიძლიერით. სმარტფონების ზომებია 177,57 × 86,24 × 8,48 მმ, წონა 210 გრამი. https://3dnews.ru/975381 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.