Magdalena Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა განაცხადა, რომ კონტრაქტს ხელი მოაწერა პირველმა ტურისტმა, რომელიც გაფრინდება მთვარისკენ კომპანიის რაკეტით - Big Falcon Rocket. რაკეტა განკუთვნილია შორეული კოსმოსური სამოგზაურო მისიებისთვის, მათ შორის იგეგმება გაფრენები მარსის მიმართულებით. „SpaceX-მა გააფორმა კონტრაქტი მგზავრთან, რომელიც შემოუფრენს მთვარეს ჩვენი რაკეტით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ აისრულონ კოსმოსში მოგზაურობის ოცნება - ვკითხულობთ კომპანიის საიტზე. - მთვარეზე კაცობიობის ისტორიაში მხოლოდ 24 ადამიანი იმყოფებოდა. 1972 წლის Apollo-ს უკანასკნელი მისიის შემდეგ აღარავის დაუდგამს ფეხი მთვარეზე“. ხელმომწერის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიამ პირობა დადო, რომ 17 სექტემბერს გაამხელს ამ პიროვნების ვინაობას და ისაუბრებს იმაზეც, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ილონ მასკის ავანტიურისტული ხასიათის გათვალისწინებით, არის ვარაუდები, რომ სწორედ იგი იქნება პირველი, ვინც გაბედავს ამ მოგზაურობას. მიუხედავად ამ ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხომალდისა და ეკიპაჟის მზადყოფნას კოსმოსში სამგოზაუროდ. ფალკონის გაფრენას ახლო პერიოდში არ უნდა ველოდოთ. https://3dnews.ru/975386 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 სტატია - Very good...^^ სხვა პლანეტიდანაა ეს კაცი, you are the best elon...^^ 2 დღეში გვეცოდინება ანუ ვინ მიემგზავრება კოსმოსში... ok am waiting...^^ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 James Cameron - თან (?) :)) ნაპასი რომ დაერტყა ... 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted September 22, 2018 Share Posted September 22, 2018 მგზავრის ვინაობა გაირკვა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.