Jump to content

AMD-მ დაადასტურა ახალ კონსოლებზე Sony-სა და Microsoft-თან ერთობლივი მუშაობა


Recommended Posts

                                                        4.jpg

მოსალოდნელია, რომ AMD კვლავ იქნება კონსოლების ცალკრისტალიანი სისტემების მთავარი მომწოდებელი  Sony-ისა და Microsoft-ის შემდგომი თაობებისთვის. ამის შესახებ ერაერთხელ გავცელდა ხმები: Microsoft-მა და  Sony-მ დაადასტურეს, რომ მუშაობენ ახალ სისტემებზე, Sony-მ აგრეთვე განაცხადა, რომ PlayStation 5-ს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ დრომდე ამ პროექტებში AMD-ს მონაწილეობის შესახებ ოფიცალური მონაცემები არ იყო გაჟღერებული.  

Microsoft-სა და  Sony-სთან თანამშრომლობა დაადასტურა აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Xbox One-სა და PS4-სთვის კომპანია AMD-ს ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება „საიდუმლო ინგრედიენტებით“, რომლებიც შემუშავდება სპეციალურად კონკრეტული სისტემებისთვის. 

                                                         44.jpg 

ამ დროისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროცესორებს ორივე კონსოლისთვის ექნებათ CPU Zen ბირთვი, ნაცვლად Jaguar-ისა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კონსოლებში და საკმაოდ სუსტია. ასევე, PS5-ის გრაფიკა დაფუძნებული იქნება AMD Navi-ს არქიტექტურაზე. 

გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ახალ სათამაშო პლატფორმებზე ბევრად ძლიერ CPU-ებს მივიღებთ. PS4-ისა და  Xbox One-ს შექმნისას Microsoft-ისა და  Sony-ს ინჟინრებმა გამოიყენეს საკმაოდ სუსტი პროცესორები და ამ ფაქტის კომპენსირება იმით მოახდინეს, რომ ჩაშენებული გრაფიკა გახდა მეტად პროგრამირებადი  და ნაკლებად დამოკიდებული CPU-ზე, დაბალდონიანი გრაფიკული API-ს ხარჯზე. და როგორც ფაქტებმა აჩვენა, კონსოლები ნამდვილად უზრუნვეყოფდნენ კარგ სათამაშო გრაფიკას.  

CPU Zen-ი შემუშავებულ იქნა  Intel Core-ის ყველაზე ძლიერ პროცესორებთან  კონკურენციის გაწევის მიზნით იგი ასევე კარგად წარმოაჩენს თავს უკვე არსებულ ცალკრისტალიან სისტემებშიც, Vega გრაფიკის ჩათვლით და შეზღუდული ენერგომოხმარებით. შდეგად, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ კონსოლებს არ ექნება ნაკლოვანებები. 

                                                     444.jpg

თუკი Sony და Microsoft მოინდომებენ რვაბირთვიან ცალკრისტალიან სისტემას (ნაცვლად ორი ცალკეული 4 ბირთვიანი კლასტერისა PS4-სა და Xbox One-ში), მათ შეუძიათ გამოიყენონ Ryzen. Bulldozer-სა და Jaguar-თან შედარებით  ამ ჩიპების მნიშვნელოვნად მაღალი ეფექტურობა ნიშნავს, რომ ორივე კომპანიას შეეძლება შეინარჩუნონ საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარება, რითაც გაიზრდება მწარმოებლურობა.  

ვრცელდება ხმები, რომ  Microsoft-ისა და  Sony-ს გარდა, საკუთარ კონსოლებზე მუშაობს Google-ც - სავარაუდოდ cloud თამაშების კუთხით. Microsoft-ი კი აპირებს ორი ცალკეული კონსოლის გამოშვებას Xbox Next-ისთვის : ტრადიციულის და cloud თამაშებისთვის.  

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.