Magdalena Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 მოსალოდნელია, რომ AMD კვლავ იქნება კონსოლების ცალკრისტალიანი სისტემების მთავარი მომწოდებელი Sony-ისა და Microsoft-ის შემდგომი თაობებისთვის. ამის შესახებ ერაერთხელ გავრცელდა ხმები: Microsoft-მა და Sony-მ დაადასტურეს, რომ მუშაობენ ახალ სისტემებზე, Sony-მ აგრეთვე განაცხადა, რომ PlayStation 5-ს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ დრომდე ამ პროექტებში AMD-ს მონაწილეობის შესახებ ოფიცალური მონაცემები არ იყო გაჟღერებული. Microsoft-სა და Sony-სთან თანამშრომლობა დაადასტურა აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Xbox One-სა და PS4-სთვის კომპანია AMD-ს ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება „საიდუმლო ინგრედიენტებით“, რომლებიც შემუშავდება სპეციალურად კონკრეტული სისტემებისთვის. ამ დროისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროცესორებს ორივე კონსოლისთვის ექნებათ CPU Zen ბირთვი, ნაცვლად Jaguar-ისა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კონსოლებში და საკმაოდ სუსტია. ასევე, PS5-ის გრაფიკა დაფუძნებული იქნება AMD Navi-ს არქიტექტურაზე. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ახალ სათამაშო პლატფორმებზე ბევრად ძლიერ CPU-ებს მივიღებთ. PS4-ისა და Xbox One-ს შექმნისას Microsoft-ისა და Sony-ს ინჟინრებმა გამოიყენეს საკმაოდ სუსტი პროცესორები და ამ ფაქტის კომპენსირება იმით მოახდინეს, რომ ჩაშენებული გრაფიკა გახდა მეტად პროგრამირებადი და ნაკლებად დამოკიდებული CPU-ზე, დაბალდონიანი გრაფიკული API-ს ხარჯზე. და როგორც ფაქტებმა აჩვენა, კონსოლები ნამდვილად უზრუნველყოფდნენ კარგ სათამაშო გრაფიკას. CPU Zen-ი შემუშავებულ იქნა Intel Core-ის ყველაზე ძლიერ პროცესორებთან კონკურენციის გაწევის მიზნით, იგი ასევე კარგად წარმოაჩენს თავს უკვე არსებულ ცალკრისტალიან სისტემებშიც, Vega გრაფიკის ჩათვლით და შეზღუდული ენერგომოხმარებით. შედეგად, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ კონსოლებს არ ექნება ნაკლოვანებები. თუკი Sony და Microsoft მოინდომებენ რვაბირთვიან ცალკრისტალიან სისტემას (ნაცვლად ორი ცალკეული 4 ბირთვიანი კლასტერისა PS4-სა და Xbox One-ში), მათ შეუძლიათ გამოიყენონ Ryzen. Bulldozer-სა და Jaguar-თან შედარებით ამ ჩიპების მნიშვნელოვნად მაღალი ეფექტურობა ნიშნავს, რომ ორივე კომპანიას შეეძლება შეინარჩუნონ საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარება, რითაც გაიზრდება მწარმოებლურობა. ვრცელდება ხმები, რომ Microsoft-ისა და Sony-ს გარდა, საკუთარ კონსოლებზე მუშაობს Google-ც - სავარაუდოდ cloud თამაშების კუთხით. Microsoft-ი კი აპირებს ორი ცალკეული კონსოლის გამოშვებას Xbox Next-ისთვის : ტრადიციულის და cloud თამაშებისთვის. https://3dnews.ru/975413 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.