Jump to content

Samsung-მა წარადგინა სამი ახალი უსადენო AKG ყურსასმენი


Recommended Posts

                                                      2.png

Samsung-ი უშვებს სამ ახალ უსადენო ყურსასმენს: Y100, Y500 და N700NC  სახელწოდებებით. კომპანია ამჯერად ფოკუსირდება საშუალო დონის სიძლიერის ხმაზე. Y100s და Y500s მოდელებს აქვს ფუნქცია  „Ambient Aware“, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ესმოდეს გარემო ხმებიც, იმ დროს, როდესაც NC700NC მოდელს გააჩნია ადაპტირებადი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებლები თავად შეძლებენ აკონტროლონ გარემოდან შემომავალი ხმების სიძლიერე იმ დონეზე, როგორც მათ სურთ. 

ყურსასამენების ფასებს რაც შეეხება, Y მოდელების  (Y100, Y500 ) ფასები ვარირებს 99,95 $-დან   149,95 $-მდე,  N700NC მოდელი კი დაახლოებით 349,95 $ ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ  ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებულია ადაპტირებული ხმის კონტროლის გათვალისწინებით, Y500 მოდელს უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია: ეს მოდელი ავტომატურად აპაუზებს მუსიკას ყურსასმენების მოხსნის შემდეგ, აგრეთვე მას ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს მუშაობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით: შეუძია იმუშაოს 33 საათი უწყვეტ რეჟიმში N700NC მოდელის მუშაობის ხანგრძლივობა  მხოლოდ 20 საათია, Y100s მოდელისა კი - 8 საათი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ  Y500 მოდელს შედარებით მეტი დრო სჭირდება დასატენად, 2,5 საათი, Y100 და  N700NC-ისთვის კი 2 საათი საკმარისია სრულად დასატენად.  

Y500-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ბევრი მაერთებელი კავშირის საშუალება (multipoint connectivity), რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს ორი, Bluetooth-ით დაკავშირებული მოწყობილობა. Y100s და Y500s მოდელები წარმოდგენილია ოთხ ფერში: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და შავი. N700NC-ის შემთხვევაში კი ფერების არჩევანი არ გვაქვს - ეს მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ვერცხლისფერში.  

www.theverge.com

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.