Magdalena Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 Samsung-ი უშვებს სამ ახალ უსადენო ყურსასმენს: Y100, Y500 და N700NC სახელწოდებებით. კომპანია ამჯერად ფოკუსირდება საშუალო დონის სიძლიერის ხმაზე. Y100s და Y500s მოდელებს აქვს ფუნქცია „Ambient Aware“, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ესმოდეს გარემო ხმებიც, იმ დროს, როდესაც NC700NC მოდელს გააჩნია ადაპტირებადი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებლები თავად შეძლებენ აკონტროლონ გარემოდან შემომავალი ხმების სიძლიერე იმ დონეზე, როგორც მათ სურთ. ყურსასამენების ფასებს რაც შეეხება, Y მოდელების (Y100, Y500 ) ფასები ვარირებს 99,95 $-დან 149,95 $-მდე, N700NC მოდელი კი დაახლოებით 349,95 $ ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებულია ადაპტირებული ხმის კონტროლის გათვალისწინებით, Y500 მოდელს უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია: ეს მოდელი ავტომატურად აპაუზებს მუსიკას ყურსასმენების მოხსნის შემდეგ, აგრეთვე მას ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს მუშაობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით: შეუძლია იმუშაოს 33 საათი უწყვეტ რეჟიმში, N700NC მოდელის მუშაობის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 საათია, Y100s მოდელისა კი - 8 საათი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ Y500 მოდელს შედარებით მეტი დრო სჭირდება დასატენად, 2,5 საათი, Y100 და N700NC-ისთვის კი 2 საათი საკმარისია სრულად დასატენად. Y500-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ბევრი მაერთებელი კავშირის საშუალება (multipoint connectivity), რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს ორი, Bluetooth-ით დაკავშირებული მოწყობილობა. Y100s და Y500s მოდელები წარმოდგენილია ოთხ ფერში: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და შავი. N700NC-ის შემთხვევაში კი ფერების არჩევანი არ გვაქვს - ეს მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ვერცხლისფერში. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.