Magdalena Posted September 15, 2018 Share Posted September 15, 2018 ჩვენ უკვე ვიცით გარეგნულად როგორ გამოიყურება Google-ის ახალი სმარტფონი Pixel 3, ახლა კი უკვე ცნობილი ხდება, თუ რა ფერის მოდელებს წარგვიდგენს Google თავისი ახალი ფლაგმანური ტელეფონების სახით. Droid Life-მა შეამჩნია Google-ის “coming soon“ თიზერ ვებ-გვერდზე Pixel 3-ის სქემა ლოგოტიპით - G. ლოგოტიპზე დაჭერისას სქემა ფერს იცვლის ღია მწვანედ, შავად და თეთრად. მოცემული გვაქვს თეთრ კონტურში მოქცეული მწვანე სივრცე, შავი ტელეფონის შემთხვევაში კი- ნაცრისფერთან კომბინაცია. გასულ წელს გამოსული Pixel 2 წარმოდგენილი იყო თეთრ, შავ და ლურჯ (kinda blue ) ფერებში. ასე რომ, როგორც ჩანს, Google-მა ამჯერადაც არ გადაუხვია სამფერიან მიდგომას. თუკი ელოდით რაიმე მკვეთრი და თვალისმომჭრელი ფერის სმარტფონს Google-სგან, როგორც ჩანს, ამ წელს ვერ იხილავთ. მომავალ წელს კი შესაძლოა გამოვიდეს წითელი Pixel-ი. შეგახსნებთ, რომ Pixel 3-სა და 3 XL-ს Google ოფიციალურად წარადგენს 9 ოქტომბრის ღონისძებაზე. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/14/17860908/google-pixel-3-colors-mint-white-black 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.