Jump to content

პროცესორი მარტო გამოვცვალო თუ ვიდეოც ჩავამატო?


Recommended Posts

მოკლედ მქონდა 2 ცალი 19" მონიტორი 1376*768 გარჩევადობის, ახლა დავამატე ერთი 22" მონიტორი 1920*1080 გარჩევადობის და პროცესორს შევატყვე რო ძან იტვირთება და მომენტებში ჭედავს არადა ადრე რო ვხსნიდი იმაზე მეტი არ მაქვს გახსნილი ახლაც უბრალოდ 3 მონიტორზე მაქვს გადანაწილებული.

სისტემა ასეთი მაქვს:
Celeron G1820

8GB RAM DDR3 1600mhz

ვიდეოკარტა არ მაქვს

1TB WD EZEX მყარი დისკი( 10 დღეში ამას წაეხმარება SSD - Crucial MX500) 

 

კომპის ძირითადი დატვირთვაა:

  •  ვიდეოები ლოკალური ფაილები და იუტუბიდან.
  • ინტერნეტში ძრომიალი ერთდროულად გახსნილი 2-3 ბრაუზერით და 20-30მდე ტაბით.
  • Google Earth ათასში ერთხელ
  • Photoshop ხანდახან
  • Filezilla, Total Commander, და სხვა პროგრამები ძირითადად ტექსტური რედაქტორები.
  • Mozilla Thunderbird - ეგ სულ ჩართული მაქვს.

ოპერატიული უმეტესად 5გბ-მდე არის დაკავებული. ინტეგრირებულს 1.7გბ-მდე მიაქვს მაქსიმუმ ასე რომ ოპერატიულს არ ვერჩი. მაგრამ პროცესორი რო ვუკვირდები ბრაუზერი + Filezilla + Thunderbird რო მაქ ჩართული ისე არ გრძნობს დიდ დატვირთვას 20-25%ზეა საშუალოდ, ოპერატიული 4.3გბ მაგრამ რაიმე ვიდეოს რო ჩავრთავ იუტუბიდან გადმოწერილს ცოტახანში ავარდება 90-100%მდე  მერე ისევ ჩამოვარდება და ასე თამაშობს, თუ კიდე ერთი-ორი პროგრამა დავამატე ან რამდენიმე ახალი ტაბი გავხსენი ბრაუზერში, მერე უკვე სტაბილურად 90%ზე ზემოთაა პროცი და ვიდეოს გაჭედვებიც შეილება შეეტყოს.

 

ახლა რა ვარიანტები მაქვს:

  1. პროცესორი გამოვცვალო i3 4160 ან სხვა მსგავსი მოდელით (რომელიც ჩემ პროცესორზე საშუალოდ 40-50%ით ძლიერია)
  2. ზემოთხსენებულ პროცესორს მივახმარო რაიმე ვიდეოკარტა რასაც ვიშოვი 100ლარის ფარგლებში ერთი 6პინიანი კვებით.
  3. პროცესორი გამოვცვალო i5 4460 ან მსგავსი მოდელით.

მინდა მაქსიმალურად იაფად გამოვიდე ამიტომ მაინტერსებს რომელი იქნება ფასი/წარმადობის მხრივ ოპტიმალური ვარიანტი ჩემთვის.1 ვარიანტი რამდენად საკმარისი იქნება ამ ეტაპზე?

 


 


 

Link to comment
Share on other sites

მაგ საქმისთვის ვიდეო არ გჭირდება, შესაბამისად პროცი გააძლიერე

იდეაში i3-ც უნდა გასწვდეს მაგ საქმეს, მაგრამ 4K ვიდეოების გაშვება თუ გინდა მაშინ i5-ც მოისუსტებს უკვე :) 

Link to comment
Share on other sites

4K არ მჭირდება, როგორც ზემოთ დავწერე ყველაზე დიდი მონიტორის გარჩევადობა 1920*1080-ზეა. კაია თუ i3-იც მეყოფა. ბევრის დამატება არ მომიწევს.

Link to comment
Share on other sites

კი, მაგ საქმისთვის ხსენებული i3-ს საკმარისია :yes:

Link to comment
Share on other sites

იაფიან ვიდეოს თუ დაამატებ რომ ნორმალური gpu აქსელერაცია გქონდეს, გამსაკითრებით ბევრი ვიდეო ტაბი თუ გაქვს არ აწყენს, RAM ის დატვირთვაც შემცირდება, თან gDDR3/5 vRAM გაცილებით სწრაფია DDR3 ზე. 

მაგალითად R7 250 30$ ად ვიყიდე ebay ზე და როგორც დისპლეი ადაპტერი ძალიან კარგია, არც დამატებითი კვება უნდა და პროცესორზეც შემცირდება დატვირთვა და ეს ვიდეო igpu ზე გაცილებით კარგ შედეგებს მოგცემს

ფასდაკლებული low end Nvidia quadro ებიც გამოგადგება რომლებიც 50$ ქვემოთაა, განსაკუთრებით თუკი რომელიმე გრაფილულ რედაქტორს იყენებ. 

Link to comment
Share on other sites

Celeron G1820-სთვის 2-3 ბროუზერი 20-30 ტაბით ერთდროულად + ვიდეო ნამეტარია :D

ნებისმიერი იაფიანი 4 ბირთვიანი რომელიც შენ სოკეტზე წავა საგრძნობლად გიშველის, განსაკუთრებით ვიდეოს ყურებაზე იგრძნობ სხვაობას

Link to comment
Share on other sites

მე მიყენია მაინინგ რიგზე celeron G1840 2.8GHZ და საკმაოთ ნორმალურია მაგ საქმისთვის, ტიმვივერს ყოფნის და ჰეშრეიტსაც არ აგდებს დიდათ

Link to comment
Share on other sites

On 9/20/2018 at 1:12 PM, George said:

მე მიყენია მაინინგ რიგზე celeron G1840 2.8GHZ და საკმაოთ ნორმალურია მაგ საქმისთვის, ტიმვივერს ყოფნის და ჰეშრეიტსაც არ აგდებს დიდათ

ხო რო შევადარე ადრე წინა თაობის i3 2100-მდე ბევრი არ უკლია. ცუდი პროცი არაა კარგადაც მემსახურა მაგრამ უკვე ვხედავ რო უფრო ძლიერი მჭირდება.

On 9/20/2018 at 12:04 PM, lasha1616 said:

Celeron G1820-სთვის 2-3 ბროუზერი 20-30 ტაბით ერთდროულად + ვიდეო ნამეტარია :D

ნებისმიერი იაფიანი 4 ბირთვიანი რომელიც შენ სოკეტზე წავა საგრძნობლად გიშველის, განსაკუთრებით ვიდეოს ყურებაზე იგრძნობ სხვაობას

სულაც არაა ნამეტანი, 2 მონიტორი რო მქონდა მაშინაც იგივენაირად ვტვირთავდი და პრობლემა არ მქონია, უბრალოდ მესამე მონიტორის დამატებაზე მითხრა ეგ ზედმეტიაო.

On 9/20/2018 at 11:20 AM, gio_kiborg said:

იაფიან ვიდეოს თუ დაამატებ რომ ნორმალური gpu აქსელერაცია გქონდეს, გამსაკითრებით ბევრი ვიდეო ტაბი თუ გაქვს არ აწყენს, RAM ის დატვირთვაც შემცირდება, თან gDDR3/5 vRAM გაცილებით სწრაფია DDR3 ზე. 

მაგალითად R7 250 30$ ად ვიყიდე ebay ზე და როგორც დისპლეი ადაპტერი ძალიან კარგია, არც დამატებითი კვება უნდა და პროცესორზეც შემცირდება დატვირთვა და ეს ვიდეო igpu ზე გაცილებით კარგ შედეგებს მოგცემს

ფასდაკლებული low end Nvidia quadro ებიც გამოგადგება რომლებიც 50$ ქვემოთაა, განსაკუთრებით თუკი რომელიმე გრაფილულ რედაქტორს იყენებ. 

ხო ეგ ვიდეო R7 250  მეც მომხვდა თვალში ფორუმზე აქვთ 100ლარად, რო ვნახე hd7770-ზე ბევრად უარესი არაა და თან კვების კაბელი არ ჭირდება, თუმცა ჩემი კვება ერთი ცალი 6 პინიანი კვება რო უნდა მასეთ ვიდეოსაც მოერევა.

Link to comment
Share on other sites

23 hours ago, kloud said:

სულაც არაა ნამეტანი, 2 მონიტორი რო მქონდა მაშინაც იგივენაირად ვტვირთავდი და პრობლემა არ მქონია, უბრალოდ მესამე მონიტორის დამატებაზე მითხრა ეგ ზედმეტიაო.

2.7 Ghz სიხშირეზე მუშაობს და ეგ საკმაოდ ალიმიტებს მის წარმადობას. შესაბამისად ბევრს ვერ მოსთხოვ

On 9/14/2018 at 4:06 PM, kloud said:

ოპერატიული უმეტესად 5გბ-მდე არის დაკავებული. ინტეგრირებულს 1.7გბ-მდე მიაქვს მაქსიმუმ ასე რომ ოპერატიულს არ ვერჩი. მაგრამ პროცესორი რო ვუკვირდები ბრაუზერი + Filezilla + Thunderbird რო მაქ ჩართული ისე არ გრძნობს დიდ დატვირთვას 20-25%ზეა საშუალოდ, ოპერატიული 4.3გბ მაგრამ რაიმე ვიდეოს რო ჩავრთავ იუტუბიდან გადმოწერილს ცოტახანში ავარდება 90-100%მდე  მერე ისევ ჩამოვარდება და ასე თამაშობს, თუ კიდე ერთი-ორი პროგრამა დავამატე ან რამდენიმე ახალი ტაბი გავხსენი ბრაუზერში, მერე უკვე სტაბილურად 90%ზე ზემოთაა პროცი და ვიდეოს გაჭედვებიც შეილება შეეტყოს.

ასე იმიტომ ემართება შენს პროცესორს რომ სუსტია, ანუ რესურსები აღარ რჩება სხვა დავალაბებისათვის.

მთელი მაგ პროცესორის რესურსი იხარჯება სავსე ოპერატიული მეხსიერების გამო.

4 ბირთვიანს მეტი რესურსი აქვს და შესაბამისად გაუმკლავდება ბევრ სტრესს. თუ გინდა GTX 1080Ti მიუყენე შენს პროცესორს, ვიდეოს როცა უყურებ პროცესორზე მაინც მოდის დიდი დატვირთვა და სუსტ პროცესორზე ძალიან იოლად შეატყობ. ამიტომ 4 ბირთვიანი ყველა ვარტიანტში ჯობია ჩემი აზრით რათქმაუნდა.

Link to comment
Share on other sites

ხო ჯობია რომ მინიმუმ ყველაზე ბიუჯეტური 4 ბირთვიანი დაითრიო რაც მიდის მაგ სისტემაზე და ტურბობუსტით ნორმალურ ხოდზე იქნება ეგ უკვე მაგ საქმისთვის, ნუ თუნდაც i5-4430 @ 3.00GHz 4 ბირთვზე

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.