Jump to content

Apple tvOS 12 - 17 სექტემბერი. MacOS Mojave - 24 სექტემბერი


Magdalena

Recommended Posts

                                      2.jpg

Apple  tvOS 12 ხელმისაწვდომი გახდება 17 სექტემბრიდან 

Apple გამოუშვებს tvOS 12-ს 17 სექტემბრიდან - განაცხადა კომპანიამ თავის საშემოდგომო ღონისძიებაზე. ასევე, განაცხადეს, რომ Apple TV-ს ექნება Dolby Atmos-ის მხარდაჭერა, აგრეთვე ახალი zero sign-on მახასიათებელი, რაც წარმოადგენს single sign-on-ის ევოლუციას, რომელიც მოქმედებს პლატფორმაზე 2016 წლიდან.  

იმ დროს, როდესაც single sign-on მომხმარებლებს უწევდათ საკუთარი მონაცემების მიწოდება თავისი TV პროვაიდერისთვის, ნულოვანი sign-on-ის მომხმარებლებს მოეთხოვებათ მხოლოდ დაკავშირებულნი იყვნენ პროვაიდერის WiFi-სთან, და ავტომატურად მიიღებენ წვდომას აპლიკაციებზე. დღესდღეობით, ამ ვარიანტის მხარდამჭერი ერთადერთი პროვაიდერია Charter Spectrum, თუმცა Apple აცხადებს, რომ პროვაიდერთა რიცხვი გაიზრდება სამომავლოდ. 

tvOS 12-ს ექნება ახალი ფუნქციები, მათ შორის პაროლის ავტომატური დამახსოვრება-შევსება, ახალი სქრინსეივერები და Apple TV-ის დისტაციური მართვის საშუალება. 

                                              22.jpg

Apple-ის MacOS Mojave 24 სექტემბერს გამოვა 

Mojave-ს აქვს dark mode რეჟიმი, ფაილების უკეთ ორგანიზების მეტი საშუალება და  მეტი iOS აპლიკაციები . ამ ფუნქციების შესახებ პირველად გამოცხადებული იყო ივნისში, ბეტა-ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა ივნისის ბოლოს. dark mode რეჟიმის საშუალებით lit dock, სამუშაო პანელი და ქრომი გარდაიქმნება მუქ რუხ ფერში, მცირდება სიმკვეთრე და ხელსაყრელია ღამის მონაკვეთში გამოსაყენებლად, რადგან ამცირებს გავლენას თვალების მგრძნობელობაზე. აგრეთვე, მივიღებთ Mac App Store-ს განახლებულ ვერსიას, რომლის საშუალებითაც ახალი აპლიკაციები მეტად შესამჩნევი გახდება ფრონტ ფეიჯზე, ისევე როგორც ხდება iOS store-ის შემთხვევაში. მალე გამოვა dark mode რეჟიმები აპლიკაციებისთვის -  Microsoft’s Office 365, Adobe’s Lightroom CC, iOS apps Apple News, Voice Memos, Home, და Stocks. 

ახლა უკვე შეგეძლებათ ფაილების დახარისხება ჯგუფებად, რათა გააერთიანოთ ყველა PDF ფაილი, ფოტოები და ვიდეოები ერთად. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უსაფრთხოების კოტროლის ახალი საშუალება, რომლის მიხედვითაც თავად გადაწყვეტთ წვდომადი იყოს თუ არა აპლიკაციებისთვის თქვენი ადგილმდებარეობა და მონაცემები.   

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.