Jump to content

Intel-მა შესაძლოა 14 ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების ნაწილი სხვა კომპანიას გადასცეს


Recommended Posts

                                       2.jpg

ტექნოლოგიის სფეროს მრავალწლიანი ლიდერი უკვე მეხუთე წელია ვერ ახერხებს აითვისოს მასიური ლითოგრაფიული ნორმები, მისი კონკურენტები კი მუდმივად წინ მიიწევენ. დაგეგმვის პრობლემებისა და 10 ნანომეტრიანი ჩიპების მორიგი შეფერხები გამო კომპანია ვეღარ უზრუნველყოფს მოთხოვნას 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე. 

როგორც ტაივანური რესურსი Digitimes იტყობინება, 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე არსებული დიდი დეფიციტის გამო Intel-ი აპირებს წარმოების ნაწილი გადასცეს ტაივანურ კომპანია TSMC-ს. იმისათვის, რომ ძირითადი ყურადრება დაეთმოს მაღალშემოსავლიან პროდუქტებს, მაგალითად, სერვერულ პროცესორებსა და სისტემურ ლოგიკას, Intel-ი გეგმავს გასცეს წარმოების უფლება საწყისი დონის პერსონალური კომპიუტერების ჩიპსეტებზე, როგორიცაა H310 და მე-300-ე სერიის სხვა პროდუქტები. 

წყაროების ცნობით, Intel-ის ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: კომპანიას შეუძლია დააკმაყოფილოს მხოლოდ 50% მოთხოვნისა 14 ნანომეტრიან წარმოებაზე. როგორც ჩანს, წარმოების ნაწილის გაცემა ერთადერთი შესაფერისი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში, რადგანაც კომპანია ნამდვილად ვერ შეძლებს დამატებითი 14 ნანომეტრიანი პროდუქციის თავისით წარმოებას. 

შეგახსნებთ, რომ  TSMC წარმოადგენს Intel-ის საკონტრაქტო მწარმოებელ კომპანიას: ტაივანში იქმნება ცალკრისტალიანი სისტემა SoFIA, FPGA ჩიპები, აგრეთვე რამოდენიმე ტიპის LTE  მოდემი iPhone-სთვის. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის ბოლოსთვის Intel-ის მწარმოებლურობის დეფიციტი შედარებით შემცირდება. 

ბაზრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Intel-ის 14 ნანომეტრიან ჩიპებთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი მიზეზია 10 ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოების კიდევ ერთი წლით გადავადება. თავდაპირველად, Intel-ი ჯერ კიდევ 2016 წელს აპირებდა 10 ნანომეტრიანი Cannon Lake პროცესორების წარმოებას. თუმცა, კომპანიის უკანასკნელი განაცხადის მიხედვით, ეს პროდუქცია კომერციული წარმოებისათვის მზად არ იქნება 2019 წლის მეოთხე კვარტლამდე (სერვერული 10 ნანომეტრიანი პროცესორების მზადება კი 2020 წლისთვის დაიწყება). 

Intel-ის პროცესორების ლაინაფის წარმოებისას გამოყენებოდა ე.წ მოდელი „tick tock”, რომლის მიხედვითაც ერთ თაობაში ხდება CPU-ს არქიტექტურის, მეორეში კი - ტექნოპროცესის  ცვლილება. 2014 წელს კი მოხდა ჩავარდნა, რომლის გამოც Intel-ის 14 ნანომეტრიანი ჩიპები აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივმოქმედნი IT გიგანტის მოღვაწეობის ისტორიის განმავლობაში. 

კორპრაცია Intel-მა ჟურნალისტებს უარი განუცხადა კომენტარი გაეკეთებინა წარმოების TSMC-სთვის გადაცემის თაობაზე. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.