Jump to content

Huawei-ის თაღლითობა P20 ბენჩმარკის ტესტირებისას


Recommended Posts

                                                                           VLA07518.jpg

Huawei გამოიჭირეს მისი  სმარტფონების ოპტიმიზებისას ბენჩმარკ ტესტებზე. AnandTech-მა აღმოაჩინა, რომ Huawei-ს P20 დაპროგრამებული იყო მაქსიმალურ მწარმოებლურობაზე, განსაკუთრებით 3Dmark-ის გაშვებისას. 3Dmark-ის მწარმოებელმა კომპანიამ UL-მა დაადასტურა აღმოჩენის შესახებ  და ბენჩმარკ ლიდერების სიიდან ამოიღო P20-იც და Huawei-ს კიდევ სამი სმარტფონი 

სიიდან გამორიცხული ტელეფონებია P20, P20 Pro, Nova 3 და Honor Play. Huawei-მ აღიარა თავისი ქმედება  და განაცხადა, რომ მისი სმარტფონები შემუშავებულია მწარმოებლურობის რეგულირებისთვის აპლიკაციაზე , რომელიც ბექგრაუნდში მუშაობს.  

მაგრამ გზა, რომელიც Huawei-მ გამოიყენა, არ არის დაშვებული. მაშინ, როდესაც ტელეფონებს შეუძლიათ დარეგულირონ თავიანთი მწარმოებლურობა, როგორც ნაწილი მათი ტიპიური ქცევისა მაღალი დატვირთვისას, მათ არ შეუძლიათ მიღწიონ თავიანთი მწარმოებლურობის მაქსიმალურ ნიშნულს მხოლოდ იმის გამო, რომ სპეციფიკური ბენჩმარკ აპლიკაციაა ჩართული.  

როდესაც UL-მა გაუშვა 3Dmark-ის შიდა ვერსია, რომლიც ამოცნობაც Huawei-ს სმარტფონებმა ვერ შეძლეს, ამან აჩვენა, რომ სმარტფონები არ იყო საკმარისად „ჭკვიანები“, რათა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მაღალმწარმოებლურობის მოთხოვნები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბენჩმარკ ანგარიში არ იყო იმის ზუსტი ამსახველი, თუ როგორ გაუმკლავდებოდა სმარტფონი ტიპიური აპლიკაციის დამუშავებას Huawei-ისგან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე.  

3Dmark-მა  ტელეფონები თავისი ლიდერების სიიდან ამოშალა და თავის საიტზე მიუთითა, რომ „მწარმოებელმა არ დაიცვა UL ტესტირების წესები“.  

Huawei არ არის პირველი კომპანია, რომელიც შემჩნეულ იქნა მსგავს ქმედებაში. 2013 წელს Samsung-ი იყო შემჩნეული იმავეში, და გასულ წელს OnePlus-მაც იგივე გააკეთა. Huawei-სთვის განსაკუთრებულად უსიამოვნო პერიოდია, რადგან სულ რამოდენიმე კვირის წინ გამოიჭირეს, როდესაც ცდილობდა DSLR-ის ფოტო თავისი ერთ-ერთი სმარტფონით გადაღებულად გაესაღებინა.  

უნდა ითქვას, რომ ბენჩმარკ ტესტები რეალურად იძლევა გარკვეულ მონაცემებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს მოწყობილობა ძლიერი სტრესის დროს, მაგალითად, თამაშისას. თუმცა საუკეთესო ტესტი იქნებოდა, უბრალოდ თამაში და გამორკვევა, რა მოხდება, როგორ გაუმკლავდება სმარტფონი დატვირთვას. 

Huawei-მ როგორც განაცხადა, კომპანია „ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევს მომხმარებლის გამოცდილებას, და განსაკუთრებულად არ აფასებს ტესტების შედეგებს, რადგან არ არსებობს პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და ბენჩმარკ ტესტს შორის“.  

კომპანია მაინც ამტკიცებს, რომ მისი სმარტფონები შეიცავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც საკმარისად ჭკვიანია ნებისმიერი აპლიკაციის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის, რაც ცხადია,  ასე არ არის. ეს არ იყო სამართლიანი თამაში და არ ასახავდა რეალურად იმას, თუ როგორ მუშაობს ტელეფონი რთულ სიტუაციებში.  

აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ითანამშრომლა UL-თან და მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გუშინდელ UL-ის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: 

 

„გამარჯობა ვანო 

როგორც გუშინ მოგწერეთ, ჩვენი მწარმოებულობის ინდექსის სიიდან ამოვიღეთ Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონი, იმის გამო რომ მათ დაარღვიეს ბენჩმარკის ოპტიმიზაციის წესები.  

UL მზად არის ითანამშრომლოს სავარო პარტნიორებთან, ჩვენ გვქონდა ღია საუბარი  Huawei-ს წარმომადგენლობასთან ამის შესახებ მანამ, სანამ განცხადებას გამოვაქვეყნებდით.  

დღე მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Huawei-სთან ერთად ვაქვეყნებთ საერთო განცხადებას, რომელიც შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თ როგორ ვაპირებთ ერთად განვავითაროთ სამომავლო ბენჩმარკ ტესტირება.  

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობა არის საუკეთესო გზა იმისა, შეიქმნას შესაბამისი და სწორი ბენჩმარკები 

მე მინდა შევაქო Huawei მისი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის - განცხადებულიყო შესაბამისი დეტალები და მოუთმენლად ველი მათთან ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ ახალი თაობის ბენჩმარკ ტესტები სმარტფონებისთვის.  

 

Huawei-სა და UL-ის ერთობლივი განცხადება 

Huawei-მ და UL-მა გახორციელეს ბენჩმარკინგის პრაქტიკის ყოველმხრივი განხილვა და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ მუშაობაზე. 

განხილვისას, Huawei-მ განმარტა, რომ მისი სმარტფონები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმს რესურსების დაგეგმვის ოპტიმიზაციისთვის, რათა მოწყობილობას ეეძლოს მოახდინოს შესაძლებლობების დემონსტრირება მომხმარებელთა მიერ  მოთხოვნილი ყველა სცენარის მიხედვით. 

Huawei-მ და UL- მა ასევე განიხილეს  ზოგადი ტესტირების მეთოდოლოგია. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ ბენჩმარკინგის   სტანდარტების განვითარებაში, რაც საუკეთესო სახით დააკმაყოფილებს  მწარმოებლების, პრესისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. 

Huawei პატივს სცემს მომხმარებელთა არჩევანს, ამიტომ იგი შესათავაზებს მომხმარებლებს წვდომას „Performance Mode“-ზე EMUI 9.0-ში, რათა მათ შეძლონ, გადაწყვიტონ, როდის და როგორ გამოიყენონ თავიანთი სმარტფონების მაქსიმალური სიმძლავრე. 

გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, დისკუსიის შემდეგ UL-მა და Huawei-მ დროებით გამორიცხეს სიიდან Huawei- რამოდენიმე სმარტფონის ბენჩმარკ ტესტირების შედეგები, რომელთა სიაში აღდგენაც მოხდება მას შემდეგ, რაც Huawei მომხმარებლებს შესთავაზებს Performance Mode-ზე წვდომას. 

www.theverge.com

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.