Magdalena Posted September 8, 2018 Share Posted September 8, 2018 როგორც ჩანს, HMD მუშაობს კამერათა შთამბეჭდავ ნაკრებზე ახალი Nokia-სათვის. გავრცელებული დიზაინის ესკიზები და გამოსახულებები მიგვანიშნებს, რომ ვიხილავთ ტელეფონს Nokia-ს ბრენდით, უკანა მხარეს არსებული ხუთი კამერით. Nokia 10 penta-lens-ის შესახებ პირეველად ხმები მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა. კამერის მოდული მოიცავს წრიულად განლაგებულ ხუთ ობიექტივს, წარწერით Zeiss. HMD Global-ი, ფინური კომპანია, რომელსაც აქვს Nokia-ს ტელეფონების წარმოებაზე ლიცენზია, წინა წელს დაუკავშირდა Zeiss-ს, ბრენდების გაერთიანების მიზნით. HMD-მ დაიწყო Zeiss-ის ოპტიკის გამოყენება თავისი ანდროიდების წარმოებაში, მწარმოებელმა აგრეთვე დააპატენტა მინიატურული zoom-კამერა, რაც ძალიან ჰგავს გავრცელებულ ფოტოებზე ასახულს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei-მ გამოუშვა P20 Pro სამი კამერით, სამმაგი ოპტიკური Zoom-ით ან ხუთმაგი ჰიბრიდული Zoom-ით. გავრცელებული ხმების თანახმად, LG-ც აპირებს ხუთკამერიანი მოდელის გამოშვებას (სამი კამერა უკანა, ორი კი წინა მხარეს). ხუთი კამერის სენსორი, ეჭვგარეშეა, ნებისმიერი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. HMD-მ მცირე ხნის წინ Microsoft-ისგან შეიძინა ბრენდი PureView, ასე რომ, შესაძლოა ვიხილოთ ტელეფონი Nokia PureView. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიხილავთ იმავე ტექნოლოგიებს, რაც გამოყენებული იყო 808 ან Lumia 1020-ის შემთხვევებში, რადგან Nokia PureView-ს ბევრმა ნიჭიერმა ინჟინერმა დატოვა კომპანია. Apple-მა Lumia-ს ფოტოექსპერტიც კი დაიქირავა. ასეა თუ ისე, ხუთკამერიანი Nokia-ს გამოსვლა საინტერესო მოვლენა იქნება სმარტფონების კონკურენტულ ბაზარზე. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted September 9, 2018 Share Posted September 9, 2018 რა სიმახინჯეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted September 10, 2018 Share Posted September 10, 2018 არ არის როგორც ვიცი ეს ოფიციალური სიახლე. შანსი არაა მასეთი სისულელე გამოუშვას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.