Magdalena

AMD აფართოებს ასორტიმენტს: Athlon, Athlon PRO და Ryzen PRO

Recommended Posts

                                       5.jpg

ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$.  

პირველი Athlon/Zen მოიცავს  GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით.  

                                               55.jpg

პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური  აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. 

პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია.  

                                                   555.jpg

Ryzen PRO-ს სერიის სამეული  - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. 

ახალი პროცესორები  Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. 

Процессоры 
AMD AM4 

Ryzen 3 PRO 
2200GE 

Ryzen 3 
2200GE 

Athlon PRO 
200GE 

Athlon 
200GE 

Семейство 

Raven Ridge 

 

 

 

Техпроцесс, нм 

14 

 

 

 

Ядра/потоки 

4/4 

 

2/4 

 

Частота, ГГц 

3,2/3,6 

 

3,2 

 

L3-кеш, Мбайт 

4 

 

 

 

Контроллер DRAM 

DDR4-2666 

 

н/д 

 

Встроенная графика 

Radeon RX Vega 8 

 

Radeon RX Vega 3 

 

Уровень TDP, Вт 

35 

 

 

 

 

 

Процессоры 
AMD AM4 

Ryzen 7 PRO 
2700X 

Ryzen 7 
2700X 

Ryzen 7 PRO 
2700 

Ryzen 7 
2700 

Ryzen 5 PRO 
2600 

Ryzen 5 
2600 

Семейство 

Pinnacle Ridge 

 

 

 

 

 

Техпроцесс, нм 

12 

 

 

 

 

 

Ядра/потоки 

8/16 

 

 

 

6/12 

 

Частота, ГГц 

3,6/4,1 

3,7/4,3 

3,2/4,1 

 

3,4/3,9 

 

L3-кеш, Мбайт 

16 

 

 

 

 

 

Контроллер DRAM 

н/д 

DDR4-2933 

н/д 

DDR4-2933 

н/д 

DDR4-2933 

Уровень TDP, Вт 

105 

 

65 

 

 

 

 

 

 

  • Like 3
  • Upvote 5

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესო მიმოხილვაა, დატესტილია ლინუქსის სხვადასხვა ვერსიებზე

AMD Athlon 200GE: Benchmarking The $60 Zen+Vega Chip

ფასი/პერფორმანსის მიხედვით პირველია მოცემულ ტესტებში.

საერთო სისტემის ელექტრო ენერგიის მოხმარება 60 ვატს აღწევს მაქსიმალურ დატვირთვაზე, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 50°C გრადუსი.

საშუალო დატვირთვაზე მოიხმარს 45 ვატს, ხოლო დაუტვირთავზე 33 ვატს რა დროსაც მინიმალური ტემპერატურაა 30°C.

 

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now