Magdalena Posted September 7, 2018 Share Posted September 7, 2018 MacRumors-ის მონაცემების მიხედვით, Apple-მა განაცხადა, რომ მოქმედებაში გაუშვებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის განკუთვნილ გლობალურ ვებ-პორტალს მათი მოთხოვნების დამუშავება-გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. სიახლე წარმოადგენს ცვლილებას უკვე არსებული სისტემისა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განახლებული და უკეთ ცენტრალიზებული ვებ-გვერდი კი საშუალებას მისცემთ, უფრო მარტივად მიაკვლიონ საჭირო მოთხოვნებს და პასუხებს. Apple-ის ახალ პორტალთან დაკავშირებით აგრეთვე განაცხადეს, რომ კომპანია შეკრებს გუნდს, რომელიც სწავლება-განვითარებაში დაეხმარება მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს (ახალი ონლაინ-სწავლების მოდულის მეშვეობით). ამ კამპანიის მიზანია დახმარება გაეწიოს პოლიციის ძალებსა და სააგენტოებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებზე, რაზეც წვდომა აქვთ მსხვილ ორგანიზაციებს. Apple-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განაცხადის მიხედვით, კომპანია ამ ცვლილებებზე მუშაობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. კომპანიას მკაცრი რეკომენდაციები აქვს იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია შეუძლია გასცეს ან არ გასცეს სამართალდამცავ ორგანოებზე, როგორც აშშ-ის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. Apple-ს ასევე მოუწევს წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნოს დეტალური საჯარო ანგარიში მიღებული და გაცემული ინფორმაციის შესახებ. განსაზღვრულია ისიც, რაზე ექნება წვდომა Apple-ს და რაზე არა. ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 2016 წლის სან-ბერნარდინოს შემთხვევა, როდესაც Apple-მა iPhone-სთან დაკავშირებით backdoor-ზე უარი განაცხადა, გამომძიებლებს რომ წვდომა მიეღოთ ინფორმაციაზე. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.