Magdalena Posted September 5, 2018 Share Posted September 5, 2018 არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Samsung-ი მალე წარმოგვიდგენს ახალ სმარტფონს უჩვეულო კამერით, რომელსაც ექნება რამოდენიმე ოპტიკური მოდული. საუბარი ეხება ტელეფონს ოთხმაგი ძირითადი კამერით. ამგვარი სმარტფონის გამოსვლის შესახებ twitter-ის საშუალებით განაცხადა ბლოგერმა Ice universe-მ, რომელიც ამ დრომდე მუდმივად იძლეოდა ზუსტ ცნობებს და აქვეყნებდა ფოტომასალებს სმარტფონებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. Ice universe-ის მიხედვით, ახალი სმარტფონის ანონსი უკვე მიმდინარე წელს შედგება. Ice universe @UniverseIce FollowFollow @UniverseIce More Samsung Camera Camera Camera Camera 11:59 PM დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ოთხმაგი კამერა შესაძლოა დამონტაჟებული იყოს Samsung-ის თამაშებისთვის განკუთვნილ ახალ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ხმები ამა წლის ზაფხულში გავრცელდა. თვით სამხრეთკორეული გიგანტი კი გავრცელებულ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალობიექტივიანი კამერები შესაძლოა გახდეს ფლაგმანური ტელეფონების ახალი განმასხვავებელი ნიშანი. მიმდინარე წელს კომპანია Huawei-მაც დაანონსა მოწყობილობა P20 Pro, რომელიც აღჭურვილია სამმაგი კამერით. კომპანია Nokia კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ემზადება გამოუშვას სმარტფონი ხუთი და მეტი ოპტიკური მოდულით. https://3dnews.ru/974925 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.