Jump to content

ყველაფერი ჩოგბურთზე


Recommended Posts

ვნახე დღეს იტოგოვი WTA ჩემპიონატის ფინალიც სინგაპურში ისევ HDTVRip 720P-ში, მაგარი დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, სვიტოლინამ 3-6,6-2,6-2 სძლია ამერიკელ სლოუნ სტივენს, ეგ პირველი უკრაინელი იყო ვინც მაგ ტურნირში გაიმარჯვა, ეგეთი თამაშით აქვს მაგ ტენისისტკას შანსები გრანდ სლემზეც გაიმარჯვოს შემდეგ სეზონში უკვე, კარგი 2.5$ მილიონამდე დაირტყა მგონი რახან სუყველა თამაშები მოუგო პადრიათ რაც ჩაატარა მაგ ტურნირზე და მაგაზე დამატებითი ბონუსიც გერგება

Link to comment
Share on other sites

  • Replies 265
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სასწაული თამაში გამოდგა პარიზის მასტერსის ნახევარფინალი ფედერერი-ჯოკოვიჩი. მაგ დონის შეხვედრა ძალიან დიდ ხანია არ მინახავს. 3 საათზე მეტი გაგრძელდა, (7-6, 5-7, 7-6) ნამდვილი კლასიკა იყო სადაც ჯოკოვიჩმა იმარჯვა ბოლოს ტაიბრეიკზე . ფინალში ხაჩანოვს შეხვდება მაგრამ ეს იყო მაგ ტურნირის ფინალი. ხვალ რა მოხდება უკვე აზრი აღარ აქვს

Link to comment
Share on other sites

ვნახე მეც გუშინ ორივე პარიზის მასტერსის ნახევარფინალი HDTVRip 720P-ში ტენისი ჩანელის ინგლისური კომენტარით, ცოტა რომ დამეცადა ფედერი-ჯოკოვიჩის ნახევარფინალი მოგვიანებით ფიდშიც გამოჩდა ფრანგულ-ინგლისური კომენტარით https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5639060 მაგრამ მანდ ვერ გაიგებ, ხანდახნა საერთოდ არ იდება არაფერი ან ინგლისური კომენტარის გარეშე დებენ ხოლმე პოლონურ-გერმანულ-იტალიური კომენტარით რაშიც არ ვუყუეებ ხოლმე მე, რაც შეეხება თამაშებს პირველ შეხვედრაში ხაჩანოვმა ძალიან ადვილათ დაამარცხა ათეულში მყოფი ავსტრიელი დომინიკი ტიმი, 1.5 საათიც არ დაჭირვებია და პირველ სეტში თუ იყო გარვკეული ბრძოლა და მარტო 6-4 გაიმარჯვა მეორეში გაანადგურა საცოდავი ტიმი 6-1 ანგარიშით და უშანსოთ გაიმარჯვა ფაქტიურათ, მეორე შეხვედრა კი 3 საათიანი ტრილერი იყო ორი ტაიმბრეიკით, ხან ჯოკოვიჩი ჯავნიდა მომენტებში ხან ფედერერი, ბოლოს ერტყობოდა რომ დაიღალა უკვე მაგარი ფედერერი და მთლიანათ ჩააგდო ტაიმბრეიკი და უშანსოთ დამარცხდა, თუმცა მესამე სეტში საკმაოთ აქტიურობდა განსაკუთრებით სეტის პირველ ნახევარში და ბრეიკპოინტებიც ქონდა დაჟე, ჯოკოვიჩი კი ამ წლის მეორე ნახევარში მაგარ უდარშია და პირველ ადგილზე დაამთავრებს ალბათ ამ სეზონს, რაც უკვე მეხუთეჯერ ექნება კარიერაში, ხაჩანოვი-ჯოკოვიჩის ფინალსაც ვიწერ ფიდში და ჩავუჯდები მოგვიანებით, 2 საათზე მეტი კი გრძელდება ვითომ ტრანსლიაცია, მაგრამ ეგენი ყველაფერს აჩვენებენ სტარტამდე და დაჯილდოვების მერეც რჩებიან ეთერში ერთი 10 წუთით და რაღაც იტოგებს აჯამებენ ხოლმე და შემდეგ რა გველის კიდე საინტერესო (ნუ თვითონ თამაში მაქსიმუმ 1.5 საათი თუ მიდიოდა რაზმინგის და დაჯილდოვების გარეშე ალბათ), ეგაა მგონი საუკეთესო ხელუხლებელი ხარისხი ტენისში რასაც ეხლა სადმე აჩვენებენ და MPC-HC ჭირდება გასაშვებათ რახან 4:2:2 ფორმატშია და მასეთ ვიდეოებს არ უშვებს პოვერდვდ, ტენისის ტრანსლიაციებიც გადავა მალე ალბათ უკვე 4K, ევროსპორტმა დაიწყო უკვე მაგრამ ჯერ აპსკეილშია აშკარათ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე დღეს ხაჩანოვის და ჯოკოვიჩის შეხვედრაწ პარიზის მასტერსის ფინალზე 1080I ფიდს ინგლისური კომენტარით, 2009 წლის შემდეგ რაც დავიდენკომ გაიმარჯვა ეგეთ ტურნირში რუს ტენისისტს მეტი აღარ გაუმარჯვია და ხაჩანოვმა შეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება, პირველი სეტში მაგარი ბრძოლა მიდიოდა უფრო და ერთი საათი უბერავდენ, 7-5 გაიმარჯვა ხაჩანოვმა, მეორეში კი უკვე ხაჩანოვი ფლობდა გარკვეულ უპირატესობას რომელიც აღარ გაუშვია ხელიდან და 6-4 მოიგო და დაამარცხა მსოფლიოს პირველი რაკეტკა, ჯოლოკოვიჩმა პირველათ წააგო მაგ ტურნირის ფინალი, მანამდე ოთხი ფინალი ქონდა მოგებული, ცოტა დაღლილობა ეტყობოდა ფედერერის შემდეგ, თუმცა ჰაჩანოვმა თავი გაიგიჟა და ძალიან მაღალი დონის ტენისი აჩვენა რითიც თავისუფლათ შეუძლია შემდეგ სეზონში ათეულში გასვლა ტრამვებმა თუ არ შეუშალა ხელი, ეხლა კი წელი მაგ გამარჯვების შემდეგ 11 ადგილზე დაასრულა, ცნობილი გახდა იტოგოვი ტურნირის 8 მონაწილეც https://www.eurosport.ru/tennis/atp-world-tour-finals/2018/story_sto7001517.shtml მოკლეთ დელ პოტრო და ნადალი ტრამვის გამო არ მიიღებს მაგ ტურნირში მონაწილეობას და მაგათ ნიშიკორი და იზნერი ჩაანაცვლებს, ხაჩანოვი კი პირველი ზაპასნოი იგროკი იქნება კიდე თუ ვინმემ ტრამვა მიიღო გრუპავოი სტადიაზე, ან ბოლო მომენტში თქვა უარი და საერთოდ არ გამოვიდა, წესით მაინც საინტერესო ტურნირი უნდა იყოს რახან ფედერერი და ჯოკოვიჩი თამაშობენ, მარიმ კი წელს ვეღარაფერი აჩვენა მძიმე ტრამვის შემდეგ, როგორც უკვე მობერებულმა ვავრინკამ, მაგ იგროკს გაუჭირდება ძველი კონდიციების დაბრუნება უკვე ასაკის გამო, მარი კი წესით უნდა ათამაშდეს თუ ბოლომდე მოირჩენს თავის ტრამვებს რაც წელს და წინა სეზონში აწუხებდა

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

როგორც იქნა დაიდო რამდენიმე შეხვედრა HDTVrip 720P მაინც ინგლისური კომენტარით და ვუყურე გუშინ და დღეს, ორივე თამაში საკმაოთ მალე დასრულდა, გუშინ ფედერერი-ტიმის თამაში ვნახე, პირველი თამაშის წაგების შემდეგ ნიშიკორისთან ფედერერმა ადვილათ დაამარცხა ტიმი ორ სეტში და აგრძელებს მაგ გრუპაში ბრძოლას, ეხლა ანდერსონს ხვდება და მარტო მოგების შემთხვევაში აქვს ნახევარ ფინალში გასვლის შანსები, დღეს ჯოკოვიჩი-ზვერების თამაშიც ვნახე, სერბმა საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა, პირველ სეტში იყო მარტო ბრძოლა და 6-4 მოიგო ჯოკოვიჩმა, მეორეში კი უკვე 6-1 გაიმარჯვა და გავიდა ფაქტიურათ ნახევარფინალში, დღეს კიდე ორი თამაში ტარდება, ძირითადათ ფრანგული კომენტარით დებენ რაღაც მაგ ტურნის ან ინტერშუმით კომენტარის გარეშე და ეგეთი ვარიანტი არ მაწყობს, თუ დაიდება ინგლისური კომენტარით კიდე ვნახავ აუცილებლათ, განსაკუთრებით ნახევარფინალები და ფინალი იქნება საინტერესო, თუმცა ნადალი და დელპოტრო ტრამვის გამო არ თამაშობენ მაგ ტურნირზე და იზნერი და ნიშიკორი მაინც ნიტო შემცვლელები არიან, მემგონი ისევ ჯოკოვიჩმა უნდა გაიმარჯვოს მანდაც

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ერთი შეხვედრა ვნახე HDTVRip 720P-ში ტენის ჩანელის ინგლისური კომენტარით, ამჯერათ ფედერერი-ანდერსონის შეხვედრა დაიდო, ეგ თამაშიც არ გამოსულა ძალიან დაძაბული, პირველ სეტში იყო მარტო ბრძოლა რომელიც ფედერერმა აიღო, მეორეში კი უვკე საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა მაგ გრუპაში, მეორეზე კი ანდერსონი და ალბათ ჯოკოვიჩს შეხვდება ნახევარფინალში ფედერერი კი უფრო ზვერევს ალბათ, დღეს გაირკვევა ზუსტათ ვინ ვის უნდა შეხვდეს ხვალინდელ ნახევარფინალებში

Link to comment
Share on other sites

წააგო დღეს ფედერერმა ზვერევთან, დაძაბული შეხვედრა იყო მაგრამ, მაინც მთელი თამაშის განმავლობაში ეტობოდა რომ გერმანელი იყო დღეს საუკეთესო. 7-5, 7-6 მოუგო ზვერევმა, ბოლოს ტაიბრეიკზეც არ დაუტოვა შანსი როჯერს. ამ ბოლო დრო ფედერერის თამაშს რომ ვაკვირდები, თუ პირველი ჩაწოდება არ მისდის უკვე შანსი არ აქვს მოწააღმდეგესთან, ვეღარ იღებს ძველებურ უპირატესობას ხანგრძლივი გათამაშებებიდან, ნუ პრინციპში ასაკშია უკვე და ფიზიკაც მოისუსტებს მისი მხრიდან. ხვალ ვფიქრობ ნოვაკი დაამარცხებს ანდერსონს, უნდა აშკარად ნოვაკს გაუთანაბრდეს ფედერერს ტიტულებით და მგონი მიიყვანს კიდეც საქმეს ბოლომდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე HDTVRip 720P-ში ინგლისური კომენტარით, ერთ-ერთი კომენტატორი მგონი ჯიმ კურიე იყო, ჯერ ზვერევი-იზნერის თამაში ვნახე, მაგ თამასში უნდა გარკვეულიყო მაგ გრუპიდან ვინ გადიოდა ნახევარფინალში, რახაჰ ჯოკოვიჩი 90% გასულიყო უკვე მაგ სტადიაზე დაჟე რომ წაეგო დამ სეტსი მაინც ჩილიჩთან, ძალზე დაძაბული ბრძოლა არც მაგ შეხვედრაში იყო, ერთადერთი პილველი სეტი გამოვიდა საკმაოთ უპორნი და 7-5 გაიმარჯვა ზვერევმა, მოერეში კი უფრო ადვილათ მოიგო უკვე და ფედერერზე გავიდა ნახევარფინალში, ეგ ნახევარფინალიც დაიდო დროულათ, ამჯერათ ბიბისის ტრანსლიაცია 1080i-ში, ერთ-ერთი კომენტატორი კი მანდ ბორის ბეკერი იყო, მაგ ტენისისმა იმდენი იღლაბუცა და ისე წაიყვანა საწმეები რომ მგონი წელს ბანრკოტათ ცნეს  დიდი ვალები რომ დაედო და ვეღარ შეძლო დაფარვა, ფედერერი მნე თუ მკითხავ ძალზე კარგათ თამაშობს მაგ ასაკის ტენისისთისთვის და ძალიან სწორათ არჩევს სად მიიღოს ხოლმე მონაწილეობა და სას პატარა პერერივი გააკეთოს, ზვერევს ადვილათ არ გაუმარჯვია მაგრამ ცოტა უფრო უკეთესათ გამოიყურებოდა და დაღლილობაც არ ეტყობოდა ფედერერივით, მე რატომღაც მგონია რომ შემდეგი სეზონი შეიძლება უკვე საბოლოო აღმოჩნდე ფედერერისთვის, მაგრამ მეასე ტურნირი წესით უნდა მოიგოს, მაგაზე მეტი თუ არა, მეორე ნახევარფინალს ხვალე ვუყურებ, ჯოკოვიჩი წესით უპრობლემოთ დაამარცებს ვეტერან ანდერსონს, რომელიც პირველათ მონაწილეობს მაგ ტურნირზე თავის კარიერაში, აი დაიდო კიდეც და ვიწერ და ხვალე ვნახავ ფინალთან ერთად მაგ შეხვედრას https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5646343

Link to comment
Share on other sites

დღესაც ორი შეხვედრა ვნახე HDTVRip 720-HDTV 1080i-ში, ფიდებისთვის აღარ დამიცდია რახან საკმაოთ კარგათ იყო დარიპული პიქსელაციის გარეშე, ჯოკოვიჩმა გაანადგურა მეორე ნახევგარფინალში ანდერსონი 6-2, 6-2 და მეგონა რომ ზვერევსაც მოუგებდა ფინალში, ეგ თამაშიც სხვათაშორის საკმაოთ მალე დასრულდა და 1.5 საათიც კი არ უთამაშიათ, პირველ სეტში იყო მარტო დაძაბული თამაში, ზვერევი ძალიან კარგათ აწვდიდა პირველ პადაჩას და ჯოკოვიჩის პადაჩასაც კარგათ იღებდა ბოლოს შეძლო ბრეიკის გაკეთება და 6-4 გაიმარჯვა, მეორე სეტში კი ლამის ყოველ პადაჩაზე პრობლემები ქონდა უკვე ჯოკოვიჩს და არაფერი გამოუვიდა და 6-3 დათმო ეგ სეტიც, ზვერევმა კი პირველათ გაიმარჯვა იტოგოვი ტურნირზე, ისედაც მგონი მეორეჯერ გამოდის თუ სწორათ მახსოვს ეგ იგროკი მაგ ტურნირზე, წინა ტურნირზე არ გაუმართლა და სამივე შეხვედრა 3 სეტში დაასრულა გრუპავოი სტადიაზე და მარტო ჩილიჩის დამარცხება შეძლო, წელს კი უკვე უფრო კარგ ფორმაში იყო მაგრამ ნამდვილათ არ მეგონა თუ შეძლებდა ჯოკოვიჩის დამარცხებას ეგრე ადვილათ, ფაქტიურათ ეგეთივე ანგარიშით დამარცხდა ისე გრუპავოი სტადიაში სერბთან რამდენიმე დღის უკან, მაგით დასრულდა ეს სეზონი, თუმცა დევის თასის ფინალი კიდე აქვთ ჩასატარებელი, ფრანგები ხორვატიას მასპინძლობენ შემდეგ პარასკევს

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

მოკლეთ ეს ბოლო კვირაა ფაქტიურათ ყველა შეხვედრა ვნახე ქალების და კაცების ადინოჩკებში მეოთხედფინალებიდან მოყოლებული, მეოთხედფინალები 1080i-ში დაიდო ევროსპორტის ტრანსლიაციები, ნახევარფინალებიდან კი უკვე UHD 50ფპს SDR-ში, მაგეებს უკვე MPC-HC ვუყურე, წელს რაღაც ქალებში უფრო საინტერესო და დაძაბული შეხვედრები იყო, მარათონული 5 სეტიანი იგრები ფაქტიურათ არ ყოფილა წელს კაცებში, ნახევარფინალებმა და ფინალმა კი საერთოდ არ გაამართლა მოლოდინები, ნადალისგან აშკარათ მეტს მოველოდი, ნუ ჯოკოვიჩი კი იყო კარგ ფორმაში მაგრამ ნადალმა მგონი ვერ აჩვენა თავისი მაქსიმუმი აჩერედნოი ტრამვის შემდეგ, ქალებში კი ოსაკამ აიღო მეორე შლემი პადრიათ და პირველი რაკეტკაც გახდა მაგის ხარჯზე, მეორეზე კი კვიტოვაა უკვე, რომელმაც მძიმე ბრძოლაში წააგო სამ სეტში ფინალი, მგონი გამარჯვებულებს 4.4$ მილიონი შეხვდრათ, თუმცა შეიძლება მეშლება და ავსტრალიურ დოლარზე იყო საუბარი, წელს რუსული ევროსპორტი არა მარტო ოთხივე ბალშოი შლებს არამედ ყველა მასტერსებს და იტოგოვი ტურნირსაც აჩვენებს წლის ბოლოს რომ ტარდება ხოლმე და 8 ტენისისტი მონაწილეობს მარტო

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

დღეს ქალების ნახევარფინალებს ვუყურე ცინცინატის ტურნირზე 1080i-ში მატჩ არენას ტრანსლიაციას, პირველ ნახევარფინალში უბედური ბოი აიწია უკრაინელ სვიტოლინას და ახალგაზრდა რუმინული წარმოშობის 18 წლის კანადელი ბიანკა ანდრეესკუს შორის, 2 საათზე მეტი გაგრძელდა ეგ შეხვედრა და სვიტოლინა დამარცხდა სამ სეტში 6-3,2-6,6-4, რაღაც ბენჩიჩი ბოლო ხანებში კარგ ფორმაში იმყოფებოდა და 3-1 უგებდა ლიჩნი ვსტრეჩებით კერბერს მაგრამ ამჯერათ უშანსოთ დამარცხდა დაახლოებით 1 საათში 6-4,6-2, ალბათ უბრალოთ გადაიღალა, ერთი ტურნირის მოგება კი მოასწრო მანამდე, ფინალში კერბერი-ანდრეესკუ შეხვდებიან ერთმანეთს, კაცების ნახევარფინალების გადმოწერაც მინდოდა მაგრამ რაღაც არცერთი ნახევარფინალი არ დადებულა ევროსპორტის 1080i ფორმატში, ტიმი-რაონიჩი დაიდო მარტო შეკვეცილი ვარიანტი 3000კ/სეკ და აღარ გადმომიწერია, მაგრამ ფინალები შეიძლება ხვალე დადონ კაცებშიც და ქამებშიც, ტენისებს მე ფაქტიურათ 20 წელზე მეტია ვუყურებ აქტიურათ, ჯერ კიდევ სპუტნიკზე დავიწყე ევროსპორტზე ყურება მონიკა სელეში და შტეფი გრაფიკ რომ უბერავდა მაგ პერიოდში, და ვენუსას ჯერ დაწყებულიც რომ არ ქონდა თამაში, თუმცა მაგ დროს დაიწყო 15 წლის ასაკში მაგ ზანგი ტენისისტკას კარიერა

Link to comment
Share on other sites

დღეს კაცების და ქალების ფინალები ვნახე ცინცინატის ტურნირის HDTVRip 720-1080i-ში მატჩ არენას და რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციები, ორივე ფინალი საკმაოთ დაძაბული გამოვიდა და სამ სეტში დასრულდა, ანდრეესკუმ მძიმე ბრძოლაში 3 სეტში ანჯელიკ კერბერი დაამარცხა, 6-4,3-6,6-4, 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ტენისისტკა გახდა პრემიერ ტურნირი ვინც მოიგო მგონი ბოლო 20 წლის მანძილზე თორე ადრეც იმარჯვებდენ ეგეთ ტურნირებში სხვა უფრო ახალგაზრდა ტენისისტკებიც, ფედერერი-ტიმის თამაშიც საკმაოთ საინტერესო გამოვიდა, თავიდან ფედერერს დიდი უპირატესობა ქონდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გამოელია პოროხი (არცაა გასაკვირი უკვე 37 წლისაა) და შეძლო ტიმმა გარდატეხის მოხდენა და 3-6,6-3.7-5 დაამარცხა ფედერერი 2 საათიან ბრძოლაში, ეხლა მაიმი დაიწყო და მაგასაც ვნახავ ფინალურ სტადიებს, ლოლ ეხლა ისეთი გონორარებია მასტერსის ტურნირებზე რომ 20 წლის უკან მაგდენს დიდ შლემებზეც არ აძლევდენ ტენისისტემს

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

გუშინ და დღეს მაიმის მასტერსის სამ შეხვედრას ვუყურე HDTVRip 720P-1080i-ში, ჯერ მეორე კაცების ნახევარფინალი დაიდო 720P რიპში და მეგონა უკვე პირველს აღარც დადებდენ, ამიტომ ჯერ ფედერერის და კანადელი შაპოვალოვისთამაში ვნახე, უშანსოთ გაიმარჯვა მაგ შეხვედრასი ფედერერმა სულ რაღაც 1 საათსა და რამდენიმე წუთში 6-2, 6-4, კანადელს უჭირდა აქტიური აბარონის განხორციელება მაინც და შემტევი ტენისი დიდათ არ გამოსდიოდა, მოგვიანებით ორივე ნახევარფინალი დაიდო 1080i რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციები  https://rutracker.org/forum/viewforum.php?f=550 და იზნერი მეორე 18 წლის კანადელი ტოგოური წარმოშობის ტენისისტის ფელიქს ალიასიმის თამაშიც ვნახე, მაგ ტენისისტმა ჩვენი ბასილაშვილიც დაამარცხა 1/8 ფინალში და ჩორიჩიც მოგვიანებით,თუმცა იზნერთნა დამარცხდა დაძაბულ შეხვედრაში ორ ტაიბრეიკში 7-6,7-6, თითქმის 2 საათი კი თამაშობდენ, დღეს კაროლინა პლიშკოვას და ეშლი ბარტის ფინალიც ვნახე ქალების პრემიერ ტურნირზე, ეგ მატჩის კანალზე გადიოდა, პლიშკოვა მოშნათ დაიღალა მძიმე შეხვედრების შემდეგ და ბარტიმ საკმაოთ ადვილათ შეძლო მაგ ფინალში გამარჯვება, 7-6,6-3, ბრძოლა მარტო პირველ სეტში მიმდინარეობდა და დაახლოებოთ 1.5 საათზე ცოტა მეტი დაჭირდა ავსტრალიელ ტენისისტკას კრუგლი სუმა რომ ჩაედო ჯიბეში, მაგ ტურნირში მგონი ლამის 1 მილიონ დოლას აძლევენ გამარჯვებულს, ხვალე ფედერერი-იზნერის ფინალიც დაიდება და ვნახავ მაგ შეხვედრასაც

Link to comment
Share on other sites

დღეს ფედერერი-იზნერის ფინალიც ვნახე მაიამის მასტერსზე HDTVRip 720P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია, დაჯილდოვება სხვა რაზდაჩიდან გადმოვიწერე მერე ინგლისური კომენტარით რახან მანდ ამოუჭრია რელიზერს, მოკლეთ არ გამოვიდა საინტერესო შეხვედრა და უშანსოთ გაიმარჯვა ფედერერმა, თან ტრამვა მიიღო იზნერმა მუხლის და დამარცხდა მეორე სეტშიც ბოლოს, 6-1, 6-4 გამარჯვების შემდეგ ფედერერი 37 წლის ასაკში 101 ტიტულით მეოთხე ადგილზე გადავიდა ისევ ამ წლის რეიტინგში, შემდეგი მასტერსი მარტო 14 აპრილს იწყება მონტე კარლოში

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს ნადალი-ფონინის ნახევარფინალს ვუყურე მონტე კარლოს მასტერსზე 1080i-ში ევროსპორტ გოლდის ტრანსლიაციას რუსული კომენტარით, ნადალს მაგ ტურნირში მგონი ბოლო 25 შეხვედრაში სეტი არ ქონია წაგებული და მაგ თამასში ფაქტიურათ უშანსოთ დაამარცხა ფონინიმ, როგორც ჩანს ისევ აწუხებდა რაღაცა ან მაგდენი ტრამვების შემდეგ ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში, ფონინის არ უთამაშია ცუდათ, თუმცა ისეთი არაფერი უჩვენებია, უბრალოთ ნადალი უშვებდა ბევრ შეცდომებს და 6-4, 6-2 დამარცხდა, იტალიელები მაგ ტურნირის ფინალში 1977 წლის შემდეგ აღარ ყოფილან, თუმცა მონაკოში საკმაოთ ბევრი იტალიელები ცხოვრობენ, დაჟე მგონი ფრანგებზე მეტიც, ფონინი ეხლა დუშან ლაიოვიჩს შეხვდება ფინალში, მაგ სერბმა ტენისისტმა რუსი მედვედევი დაამარცხდა ნახევარფინალში, ეგ თამაში აღარ გადმომიწერია რახან 1080i-ში არავის დაუდია ტრეკერებზე, ფინალს კი ვნახავ ხვალე 

Link to comment
Share on other sites

დღეს ფონინი-ლაიოვიჩის ფინალს ვუყურე HDTVRip 720P-ში მონტე კარლოს მასტერსზე ევროსპორტის ტრანსლიაციას, არ გამოვიდა საინტერესო და დაძაბული შეხვედრა, ფონინი ფლობდა მაინც გარკვეულ უპირატესობას და კლასშიც იგრძნობოდა სხვაობა, 6-3,6-4 გაიმარჯვა იტალიელმა და პირველი მასტერსი მოიგო 31 წლის ასაკში და ეგ პირველი მასტერსის ტურნირი იყო რომელიც იტალიელმა კაცმა ტენისისტმა მოიგო, თუმცა ეგ კონკრეტული ტურნირი პეტრანჯელის მოგებული ქონდა 1968 წელს მაგრამ მაშინ მასტერსები არ ყოფილა, მაგ ტურნირებს ბოლო 10 წლის მანძილზე ფაქტიურათ 90% შემთხვევაში ფედერერი,ჯოკოვიჩი,ნადალი ან ბოლო წლებში ვავრინკა და მიურეი იგებდენ, სხვა იგროკები ძალზე იშვიათათ მაინც, ეგ კაკრაზ ეგეთი ტურნირი იყო სადაც ფავორიტები არ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში, შემდეგი მასტერსი მადრიჩში გაიმართება მაისის დასაწყისში, ვისაც აინტერესებს ვის რამდენი მასტერსის ტიტული აქვს აქამდე მოგებული აქაა პოლნი სპისოკი გამარჯვებულების https://en.wikipedia.org/wiki/ATP_Tour_Masters_1000 პირველზე ნადალია, სულ ახლოსაა ნადალთან ჯოკოვიჩი და ფედერერი მარტო მესამეზეა, მაინც ბოლო 10 წლის მანძილზე ნადალი და ჯოკოვიჩი უფრო ხშირათ იმარჯვებდენ მაგ ტურნირებში ვიდრე ფედერერი + ნადალი ძალზე იშვიათათ მარცხდებოდა თიხის მასტერსებზე, იგივე მონტე კარლო-რიმი, მადრიდის ტურნირებში 90% შემთხვევაში წლების მანძილზე ეგ იგებდა, ალბათ მაგიტომაც არის პირველზე მაგ სპისოკში, ჯოკოვიჩიც საკმაოთ ხშირათ იმარჯვებდა მაგრამ უფრო მეტათ ხარდზე და დახურულ დარბაზებში

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს ჰალეპის და ბენჩიჩის თამაში ვნახე მადრიდის პრემიუმ ტურნირის ნახევარფინალზე 1080i-ში ინგლისური კომენტარით, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ჰალეპმა მოშნათ დაიწყო ეგ თამაში და 6-2 გაიმარჯვა მაგრამ მერე ბენჩიჩიც გამოცოცხლდა და ჰალეპიც აღარ თამაშობდა ისე აგრესიულათ და 7-6 დამარცხდა ტაიბრეიკზე, მაგრამ მესამე სეტში უშანსოთ დაამარცხა ბენჩიჩი 6-0 და ფინალში გავიდა, კაცების ნახევარფინალებიც დაიდება წესით ხვალე და ვნახავ თუ 1080i-ში დარელიზდა, ხშირათ მეზარება ხოლმე რიპების გადმოწერა, მაქს ფინალი თუ ვნახე

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე მადრიდის მასტერსიდან, გუშინ ნადალის და ციციპასის ნახევარფინალი ვნახე, რაღაც არ გამოდგა 1080i IPTV ვერსია, მაგარს ლაგავდა თუმცა 50ფპს კი მიჩვენებდა ბანდიკამით რომ შევამოწმე, ესე იგი ფპს დახტუნაობდა, ციციპასმა კარგათ ითამაშა და ნადალი დაამარცხა საკუთარ მოედანზე, 6-4,2-6,6-3, პირველ სეტში საკმაოთ მძიმე ბრძოლა მიდიოდა, მეორე სეტი ჩააგდო ციციპასმა, მაგრამ ნადალი არ იმყოფება ამ ეტაპზე ოპტიმალურ ფორმაში და ტრამვევბიც აწუხებს თან და მესამე სეტში ფაქტიურათ უშანსოთ დამარცხდა რუს ბერძენთან, დღეს უკვე ტიმი-ჯოკოვიჩის ნახევარფინალიც ვნახე, HDTVRip 720P-ში, ზატო არაფერი ლაგავდა და ისეთი პიქსელაციაც არ ქონია, ორივე რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციები იყო, უბრალოთ პირველი ალბათ IPTV რახან იყო ლაგები ქონდა, მანდ სხვერხუპორნი შეხვედრა გამოვიდა ორ ტაიბრეიკში სადაც საკმაოთ პრობლემები ქონდა ჯოკოვიჩს და ბევრი არბენინა ტიმმა, ტიმს კი ცოტა არ გაუამართლა და ვერ შეძლო მეორე სეტში გამარჯვება და 7-6,7-6 დამარცხდა დაახლოებით 2 საათში, ციციპასი-ჯოკოვიჩის ფინალიც გადმოვწერე და ხვალე ვნახავ მაგ შეხვედრას, რატომღაც სრულყოფილ ფორმატში მასტერსის ტურნირების დარელიზება ეზარებათ მაგარი, უფრო გრანდ სლამებს დებენ მაგ ფორმატში

Link to comment
Share on other sites

დღეს ჯოკოვიჩი-ციციპასის მადრიდის მასტერსის ფინალი ვნახე HDTVRip 720P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია, ფინალიც არ დაუდიათ 1080i-ში და ეგ ვარიანტი გადმოვიწერე, არ გამოვიდა საინტერესო ფინალი, ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა საკმაოთ ადვილათ ორ სეტში 6-3,6-4, ციციპასი ბევრნაირათ შეეცადა ჯოკოვიჩის დაჯაბნას მაგრამ იტოგში არაფერი გამოუვიდა და დამარცხდა, კლასშიც იგრძნობოდა სერბის უპირატესობა, ქალების სეტკაში ხალეპს წაუგია ბერტენსთან და პირველი ადგილი რეიტინგში ისევ ოსაკას დარჩა

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ ნახევარფინალს ვუყურე რომის ტურნირის 1080i-ში, ჯერ პლიშკოვა-საკარის ნახვრაფინალი ვნახე მატჩ არენას ტრანსლიაცია, ბერძენი ტენისისტკა მოულოდნელათ ნახევარფინალში გავიდა მაგრამ უკვე ეტყობოდა რომ გადაიღალა და დამარცხდა პლიშკოვასთან, პირველ სეტში ცუდათ არ უთამაშია და ერთი პერიოდი იგებდა კიდეც, მაგრამ მერე 6-4, 6-4 დამარცხდა, თუმცა პლიშკოვას უჭირს მაინც გრუნტზე თამაში, ნადალი-ციციპასის თამაშიც ვნახე რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია მეტრეველის კომენტარით, ნადალმა ამჯერათ უშანსოთ დაამარცხა ფაქტიურათ ციციპასი და მგონი ნელ-ნელა მოდის ფორმაში, პირველი სეტი 6-3 მოიგო, მეორეშიც ფლობდა უპირატესობას და 6-4 გაიმარჯვა, თან არცერთი პადაჩა არ წაუგია

Link to comment
Share on other sites

დღეს სამი შეხვედრა ვნახე კიდე რომის ტურნირიდან, ჯერ ჯოკოვიჩი-შვარცმენის მეორე ნახევარფინალიც ვნახე HDTVRip 720P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია, მანდაც საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა და როგორც დელპოტროსთან მაგ შეხვედრაშიც 3 სეტი დაჭირდა ჯოკოვიჩს გასამარჯვებლათ, პირველი 6-3 მოიგო, მაგრამ მეორეში ტაიბრეიკამდე მიაღწია შვარცმანმა რომელშიც გაიმარჯვა საკმაოთ ადვილათ, თუმცა მესამეში გაუჭირდა ისევ და 6-3 დამარცხდა, ფინალები უკვე 1080i-ში დაიდო, ჯერ ქალების ფინალი ვნახე პლიშკოვას და კონტას შორის, არ გაჭირვებია დიდათ პლიშკოვას კონტას დამარცხება, თუმცა გრუნტზე ვერ თამაშობს ხოლმე ისე კარგათ როგორც ხარდზე, კონტა გადაღლილი იყო მძიმე ტურნირის შემდეგ და 6-3,6-4 დამარცხდა ფინალში ფაქტიურათ უშანსოთ, პლიშკოვა კი მაგ გამარჯვების შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგში, ჯოკოვიჩი-ნადალის აჩერედნოი ფილანიც ვნახე, ვინც გაიმარჯვებდა მაგ შეხვედრაში 1 გამარჯვებით წინ გავიდოდა მასტერსის ტურნირებში, თან ნადალს წელს ერთი ტურნირიც არ ქონდა აქამდე მოგებული, ჯოკოვიჩმა ორი მძიმე სამ სეტიანი თამაში ჩაატარა მანამდე და საკმაოთ მძიმეთ დაიწყო ფინალიც, პირველ სეტში ფაქტიურათ არაფერი გამოუვიდა და პირველათ დამარცხდა 6-0 ნადალის წინააღმდეგ, თვითონაც მანამდე 6-1 ქონია მოგებული ნადალისთვის, ბარანკით არა, მეორეში უფრო როვნი თამაში მიდიოდა თუმცა ნადალს მეორე სეტშიც ქონდა შანსები კაკ მინიმუმ ტაიბრეიკამდე მისულიყო, მაგრამ გამაზა რამდენიმე პრეიკპოინტი და 6-4 დათმო ეგ სეტი, მესამეში ისევ გაუჭირდა ჯოკოვიჩს და თან უკვე ფიზიკურათაც დაიღალა და ბევრ შეცდომებს უშვებდა და ფაქტიურათ ისევ განადგურდა უშანსოთ 6-1, ნადალმა კი მეცხრე ტურნირი მოიგო რომში, ეხლა კი როლან გაროსისთვის მოემზადება, მანდაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ტრამვამ თუ ძალიან არ შეაწუხა

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ეს დღეებია რონალ გაროსს ვუყურებდი 1080i-HDTVRip 720P ფორმატში, რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს, ნუ 1/8 ფინალიდან დავიწყე, დელ პორტომ მძიმე ბრძოლაში ჰაჩანოვთან წააგო, ფონინიმ კი ზვერევთან, ორივე შეხვედრა საკმაოთ დაძაბული გამოვიდა მაგ რაუნდის ფონზე და 4 სეტში დასრულდა, ქალების მეოთხედფინალები და ნახევარფინალებიც ვნახე, მანდ მძიმე ბრძოლა მარტო 6 შეხვედრიდან ერთში გამოვიდა, რაღაც ძალიან პრესნი ქალების ტურნირია წელს, ვერცერთმა ლიდერმა ვერ აჩვენა კარგი თამაში და გამოეთიშა ასპარეზობას, თითქმის სულ უცნობი ტენისისტკები მოხვდენ ფინალშიც კი, ნუ ავსტრალიელი ტენისისტკა ეშლი ბარტი ხვდება მარკეტა ვანდრაუშოვას ფინალში, 17 წლის ანისიმოვას კი ცოტა დააკლდა ბარტის გამოსაგდებლათ ნახევარფინალში და 3 სეტი დაჭირდა ბარტის მაგ თამასში გასამაჯრვებლათ, პრინციპში კაცების ეგ სტადიაც ისეთი უპორნი არ გამოსულა, ერთადერთი ვავრინკა-ფედერერის თამაში მიდიოდა საკმაოთ ინტენსიურ სტილში და 4 მძიმე სეტში გაიმარჯვა ფედერერმა მარტო, ვავრინკა მძიმე ოპერაციის და ტრამვის შემდეგ მოსულიერდა ისევ სიბერეში, დღეს ფედერერი-ნადალის აჩერედნოი ჯახიც ვნახე, ისევ არაფერი გამოუვიდა ნადალის წინააღმდეგ თიხაზე ფედერერს, ნუ ეგ მოსალოდნელიც იყო, მარტო პირველ ორ სეტში მიდიოდა ასე თუ ისე ბრძოლა, მესამეში უკვე ვეღარაფერი აჩვენა ფედერერმა და 3 სეტში დამარცხდა ნადალთან, მეორე ნახევარფინალი ტიმს და ჯოკოვიჩს შორის მგონი ვეღარ მოასწრეს და დღეს დაასრულებენ და ვნახავ მაგასაც რომ დაიდება ქალების ფინალთან ერთად დღეს საღამოს

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე HDTVRip 720P-1080i-ში, ჯერ ჯოკოვიჩი-ტიმის ნახევარფინალი ვნახე, ნამდვილი ტრილერი იყო 5 სეტიანი, განსაკუთრებით ბოლო 3 სეტი მიდიოდა მძიმე ბრძოლაში, ტიმმა შეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება 4 საათსა 13 წუთში 6-2,3-6,7-5,5-7,7-5 გაიმარჯვა და ეხლა ნადალს უნდა შეხვდეს უკვე დღეს, ჩემი აზხრით ცოტა შანსები ექნება ნადალთან ეგეთი მძიმე ნახევარფინალის შემდეგ რომელიც ორი დღე გრძელდებოდა უამინდობის გამო პარიზში, ბარტი-ვანდაუშოვას ფინალიც ვნახე, მოკლეთ ბარტიმ უპრობლემოთ გაიმარჯვა მაგ ფინალში 6-1, 6-3 და პირველათ აიღო გრანდ სლემის ტიტული კარიერაში, წელს მაგარი სტრანნი ტურნირი იყო ქალებში

Link to comment
Share on other sites

დღეს როლან გაროსის ფინალს ვუყურე ნადალს და ტიმს შორის, ამჯერათ 4K ტრანსლიაცია დაიდო ევროსპორტის და მაგაში გადმოვწერე ფინალი, მძიმე ბრძოლა მარტო პირველ ორ სეტში გამოვიდა, მერე უკვე დიდ უპირატესობას ფლობდა ნადალი, პირველ სეტში გარკვეული პრობლემები ქონდა პადაჩაზე თუმცა შეძლო მაინც 6-3 გამარჯვება, მეორეში პირიქით საკმაოთ კარგათ აწვდიდა და ბოლოს ანერვიულდა და 7-5 დამარცხდა, თუმცა მაგის შემდეგ ტიმს გამოელია ძალები და 6-1,6-1 გაიმარჯვა ნადალმა და 12 ტიტული აიღო პარიზში, ლოლ უმრავლესობა ტენისისტი 12 გრანდს სლამის ფინალშიც ვერ გადის კარიერაში, ნადალმა კიდე 12 მარტო რონალ გაროსი მოგიო, თუმცა სხვაგან ბევრათ უფრო სკრომნი რეზულტატები აქვს, ხოშიანი ფერები ქონდა ისე 4K ტრანსლიაციას, ცოტა უფრო მუქი ტონები მაგრამ მაინც აპსკეილში იყო და არა რეალურ 4K მემგონი, სდრ-ში იყო 10 ბიტში, ამიტომ საყურებლათ MPC-HC იყო საჭირო

Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

დღეს უიმბლდონის 3 მეოთხედფინალს ვუყურე 1080i-ში ქალების სეტკაში, სერენამ საკმაოთ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ალისონ რისკე 3 სეტში, მომენტებში არ გამოიყურებოდა ცუდათ მაგრამ მაინც ვერ შეძლო ორ სეტში გამარჯვება, პირველ სეტშიც თავიდან აგებდა და ბოლოს გაიმარჯვა 6-4, მეორეში კი 6-4 წააგო, მესამე სეტში უკვე კარგათ თამაშობდა და 6-3 მოიგო და გავიდა ნახევარფინალში, სვიტოლინა-მუხოვას თამაშიც ვნახე, მოკლეთ მუხოვამ 3 საათიან ტრილეში პლიშკოვა დაამარცხა 3 სეტში გუშინ და მაგ თამაშზე უკვე ძალები აღარ ეყო, თავიდან 5-2 იგებდა პირველ სეტს მაგრამ მერე მოდუნდა და 7-5 წააგო, მეორეში კი პირიქით აგებდა დიდი ანგარიშით და შეძლო ბოლოს მიახლოვება მაგრამ მაინც დამარცხდა 6-4 სვიტოლინა კი პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლების ნახევარფინალში გამოვა, უკრაინელებს ქალებში აქამდე არავინ ყოლიათ მაგ სტადიაზე და ეგ ისტორიული გამარჯვება იყო, კიდე ერთი ჩეხი ტენისისტკას სტრიცოვას თამაშიც ვნახე იოანა კონტას წინააღმდეგ, ეგ ვენგრი წარმოშობის ტენისისტკაა რომელიც ჯერ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლათ და მერე ინგლისის სახელით დაიწყო გამოსვლა, მაგ თამასში ძალიან ნერვიულობდა, პირველ სეტში წინ იყო მაგრამ სტიცოვამ გაათანაბრა ანგარიში და გაიმარჯვა ტაიმბრეიკში, მეორეში კი უკვე ადვილათ შეძლო კონტას დამარცხება 6-1 და ეგ ტენისისტკაც პირველათ ითამაშებს გრენდ სლემის ნახევარფინალში ადინოჩკებში რახან ნომერ მესამე რაკეტკაც კი იყო პარებში და რამდენჯერმე უკვე თამაშობდა ნახევარფინალში პარებში თავის კარიერაში, ჰალეპის თამაში არ დაუდიათ კომენტარით და ინტერშუმში აღარ მიყურებია, ისე კი ორ სეტში დაამარცხა კიდე ერთი ამ ტურნირის სენსაცია ჩინელი ტენისისტკა და ეხლა სვიტოლინას შეხვდება ნახევარფინალში, დღეს საღამოს უკვე კაცების მეოთხედფინალები დაიდება, ძალიან საინტერესო პარები არც მანდაა, შეიძლება ოთხივე მეოთხედფინალი საკმაოთ მალევე დასრულდეს, თუმცა 4 ან დაჟე 5 სეტი რომელიმე პარაში შეიძლება დაჭირდეთ კიდეც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.