Jump to content

მაინინგი გრაფიკულ ბაზარზე გავლენას აღარ ახდენს


Magdalena

Recommended Posts

ანალიტიკურმა კომპანიამ  Jon Peddie Research-მა  (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული  სეგმენტის შესახებ.  აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან  შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონურ ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით  ვიდეო ბარათებისა და  AMD-სა და NVIDIA-ს  სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. 

image.jpeg

იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან  შესაბამისობაში.  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა  GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის  - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით.  უნდა აღინიშნოს, რომ  პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში  JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს  x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. 

image.jpeg

„პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი  ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის.  2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი  პიკი იყო კრიპტოვალუტები  ციებ-ცხელების.  მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო  „ფერმებში“, დაუბრუნდა  ჩვეულ დონეს“.  

image.png

კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს  უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის  დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში.  შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. 

კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%).  Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული  გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა  2.62%-ით.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ამ ეტაპზე არა აქვს დიდი გავლენა, მაგრამ სიტუაცია თუ განმეორდა ისევ გავარდება ბევრი ძვირიანი კარტების საყიდლათ, ეგ იმაზე იქნება დამოკიდებული დღიური ვირუჩკა რამდენი იქნება, 5-6$ გააკეთებს მარტო თუ 20$+ დიდი სხვაობაა საკმაოთ და მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.