Magdalena Posted September 3, 2018 Share Posted September 3, 2018 ანალიტიკურმა კომპანიამ Jon Peddie Research-მა (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგორც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული სეგმენტის შესახებ. აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით ვიდეო ბარათებისა და AMD-სა და NVIDIA-ს სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის. 2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი პიკი იყო კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების. მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო „ფერმებში“, დაუბრუნდა ჩვეულ დონეს“. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში. შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%). Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა 2.62%-ით. https://3dnews.ru/974802 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted September 3, 2018 Share Posted September 3, 2018 შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და კვლავ მოიხოდოს ბიტკოინი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 3, 2018 Share Posted September 3, 2018 ამ ეტაპზე არა აქვს დიდი გავლენა, მაგრამ სიტუაცია თუ განმეორდა ისევ გავარდება ბევრი ძვირიანი კარტების საყიდლათ, ეგ იმაზე იქნება დამოკიდებული დღიური ვირუჩკა რამდენი იქნება, 5-6$ გააკეთებს მარტო თუ 20$+ დიდი სხვაობაა საკმაოთ და მაგიტომ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.