Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით. შევიძინე გეიმინგ ლეპტოპი. პირველად ვხმარობ გეიმინგისთვის ლეპტოპს და თითქმის არაფრის აზზე ვარ. ყიდვიდან მალევე აღმოაჩნდა პრობლემა ის, რომ მომენტებში კლავიატურა ებლოკებოდა და ვერც ვინდოუსი რესტარტდებოდა მანამ სანამ საავარიო ღილაკით არ გავთიშავდი სისტემას. მივიტანე მაღაზიაში სადაც ვიყიდე და გამყიდველმა მისაყვედურა ,,ვინდოუსი, რომლეიც გვეყენა არ უნდა შეგეცვალაო, ალბათ დრაივერის დაყენება დაგავიწყდა სრულად ხვალ მოდი ახლა გ უ ლ ი თ ა ც რომ მიდნოდეს ვერ მოვასწრებ ვინდოუსის გადაყენებასო". მივხვდი, რომ ამ პრობლემასთან მარტო ვიყავი და ცალკე ჩემს და ცალკე ლეპტოპის წვალებას ისევ ჯახირი ვამჯობინე. საბედნიეროდ ბევრი ჯახირის შემდეგ უცხოურ საიტებზე გადავაწყდი ახსნას, რომ ამ სერიის ნოუთბუქებს მსგავსი პრობლემა აღენიშნებოდათ და ბიოფსის განახლებამ ბევრს უშველა. განვაახლე ბიოფსი, და უკვე მესამე კვირაა ლეპტოპი უპრობლემოდ მუშაობს. თუმცა ახალი პრობლემის წინაშე ვდგავარ, აქამდე მეგონა, რომ ნოუთბუქი სიცხის გამო ცხელდებოდა, ახლა მაინცდამაინც არ ცხელა ისე ძაან, მაგრამ თამაშის დროს ლეპტოპი საკმაოდ ხურდება. კლავიატურაზე იგრძნობა სიცხე. ამაში დამარწმუნა იმ მომენტმაც, როცა assasin origin-ის თამაში ჩავრთე თამაშსს მითიშავს უბრალოდ მაშინ, როცა ცხელდება ლეპტოპი. არვიცი ეს რეპაკის ბრალია თუ უბრალოდ დამთხვევაა თუ არა მაგრა, ვფიქრობ დროა ვისწავლო ტემპერატურის კონტროლი. იქნებ დამეხმაროთ, როგორ გავაკონტროლო ტემპერატურა? რა პროგრამით? არსებობს რაიმე დამატებითი საშუალება ამ მოდელის გასაგრილებლად?

პროცესორი i7- მეექვსე თაობა
ოპერატიული 12GB Ddr4
ვიდეო დაფა Nvidia Gtx960 4gb
ოპერაციული სისტემა Windows 10 pro

ვინც უკვე ხმარობთ ლეპტოპებს თამაშებისთვის ან ძლიერი პროგრამებთან სამუშაოდ გთხოვთ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე როგორ მოვუარო და გავუფრთხილდე ლეპტოპს. მეორე თვეა მაქ და უკვე ვხვდები, რომ ლეპტოპი პერსონალურთან შედარებით უფრო რთულად მოსავლელია. არმინდა სგაარანტიოს პრჭყალებში ჩავვარდე უკმაყოფილო სახეები, კვირებიანი ლოდინი და გაურკვეველი აბდაუბდა ლაპარაკის მოსმენები. არც რუსული და ინგლისური ვიცი, გოგლე ტრანსლატით ვწვალობ რაღაცას ხოლმე. ასე, რომ იმედია აქ გულისხმიერი კეთილი ადამიანები არიან, რომლებცი ერთი ორ რჩევას მომცემენ.  :) მადლობა ყურადღებისთვის.
 

Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით ლეპტოპი და გეიმინგი უკვე შეცდომაა

 

პრობლემას რაც შეეხება ნახე ტემპერატურები (Msi afterburner ჩაწერე)
თუ ხურდება გაწმენდა და თერმოპასტის შეცვლა სცადე

Link to comment
Share on other sites

სალამი, სად იყიდე, ახალია ? 

თუ ქარხნული ვინდოუსი მოყვა უბრალოდ დაიკიდე, წაშალე და ახალი დააყენე, ყველა საჭირო დრაივერს ვინდოუსის განახლებითვე ჩამოწერ 

ტემპერატურა შეამოწმე ხოლმე ზედმეტად ხომ არ ხურდება, ასევე გირჩევდი რომ კარგი დამატებითი ქულერი უყიდო რომელზეც დადებ ლეპტოპს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.