Jump to content

Windows 10-ის მორიგი მსხვილი განახლება ოქტომბერში მოხდება


Magdalena

Recommended Posts

                                       image.jpeg

Microsoft-ი ოფიციალურად აცხადებს  Windows 10 მორიგი განახლების შესახებ. ადრეული კოდური სახელწოდება Redstone 5, „Windows 10-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება“ ოქტომბრის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაეშვას. იგი მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა ახალი cloud გაცვლითი ბუფერი, dark File Explorer-ი, განახლებული snipping tool, გაუმჯობესებული Microsoft Edge და ინფორმაცია Xbox-ის სათამაშო პანელის შესახებ.  

მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის გამახლებისათვის მზადებას Microsoft-ი სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და Windows Insider-ებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის დასაწყისში გახდება, შემდეგ ეტაპზე კი - უკვე რიგითი მომხმარებლები შეძლებენ სიახლით სარგებლობას. 

ამ დროისათვის, Microsoft-ი ფოკუსირდება Windows 10-ის მომავალ განახლებაზე - კოდური სახელწოდებით 19H1. ეს განახლება დიდი ალბათობით მოხდება 2019 წლის აპრილში, კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია რა ფუნქციები იქნება დამატებული და შემოთავაზებული მომხმარებლებისთვის. 19H1-ზე ტესტირებები დაიწყო ივლისის ბოლოს, და მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ Sets ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ არ შეეხება Windows 10-ის ოქტომბრის განახლებას.  

www.theverge.com

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.