Magdalena Posted September 1, 2018 Share Posted September 1, 2018 ამ დრომდე, subscription-based აპლიკაციები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ კონფიდენციალურობა, ახლა კი უკვე ეს წესი ყველა აპლიკაციას შეეხება. ტექნიკურად Apple-ს არ მიუთითებია, რომ მოქმედ აპლიკაციებსაც მოუწევთ ახალი წესების მიხედვით მოქმედება, მხოლოდ სამომავლო სიახლეებსა და აპლიკაციების აფდეითებს შეეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციების შემქმნელებს მოუწევთ იმის ახსნა, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს და აგროვებს აპლიკაცია, და როგორ გამოიყენებს მათ. შემქმნელებს ასევე მოუწევთ დეტალურად ახსნან, თუ როგორ ახდნენ მონაცემთა შენახვა-დაცვას და როგორ შეეძლებათ მომხმარებლებს უარი განაცხადონ ან წაშალონ თავიანთი მონაცემები. ახალი წესები ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან. Apple აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკის არმქონე ამჟამად მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე აპლიკაციები არ წაიშლება App Store-დან, თუმცა 3 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააფდეითების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ახალ პირობებთან თანაარსებობა. 25 დეკემბრიდან, როდესაც GDPR (General Data Protection Regulation) ძალაში შევიდა, Facebook-მა კი მარტში მონაცემთა დარღვევის ფიასკო განიცადა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი გახდა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახალი წესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, Apple ცდილობს უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს პროცესი, თუ როგორ ხდება მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, და მწარმოებლებისგან მოითხოვს დაარეგულირონ თავიანთი სამოქმედო პროცესები. www.theverge.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.