Jump to content

ASUS Zen AiO 27: პერსონალური კომპიუტერი Qi უსადენო დამტენით


Recommended Posts

                                                               mono.jpg

IFA 2018 გამფენის ფარგლებში კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მაღალმწარმოებლურ პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“ -  Zen AiO 27. მოდელი 7272 აღჭურვილია 27დუიმიანი NanoEdge დისპლეით ფორმატში - 4K/UHD (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს sRGB-ის 100%-იან ფერთა სივრცეს. შესაძლებელია Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ფორმატის დაყენება.  

კომპიუტერის მთავარი ღირსება მოქცეულია მის ბაზისში. გამოყენებადია აპარატურული პლატფორმა Intel Coffee Lake: დაშვებულია Core i7-8700T ექვსბირთვიანი პროცესორისა და  Core i5-8400T-ის დაყენება. ორივე შემთხვევაში, გრაფიკული ქვესისტემა დამყარებულია Intel UHD Graphics 630-ის ინტეგრირებულ კონტროლერზე. 

                                                    monoblock.jpg

DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს მიაღწევს. მონაცემთა შენახვას უზრუნველყოფს მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით და სანახი სისტემა PCIe Gen3 x4 SSD -  1 ტერაბაიტი მოცულობით. 

კომპიუტერითვის გამოყენებადია გრაფიკული ამჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1050. უსადენო კავშირები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0, აგრეთვე ქსელური Ethernet-კონტროლერი, პორტები: USB 3.1 Type-C (Gen 2) / Thunderbolt 3, USB 3.1 Type-A Gen 2, USB 2.0, და HDMI. 

                                                                         monoblock3.jpg

სიახლეს შეუძლია თავი მოიწონოს Harman Kardon-ის ხარისხიანი აუდიოსისტემით, 16 ვატიანი დინამიკებით. ბაზაზე ინტეგრირებულია Qi სტანდარტის უსადენო დამტენი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 7,5 ვატია. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.