Jump to content

Samsung-ის პირველი 8K TV შემდეგი თვიდან გაიყიდება


Recommended Posts

                                              s.jpg

მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესალოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა,  Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს.

                                                       ss.jpg 

Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. 

მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. 

იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება.  

                                                        sss.jpg

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.